სარჩევი
Red Bull Car Park Drift-ის 2024 წლის საქართველოს შესარჩევზე რეგისტრაცია დაიწყო | Setanta Sports
2024 აგვ 17, 12:23 შშ
1 წუთის საკითხავი

Red Bull Car Park Drift საერთაშორისო სერიების საქართველოს ფინალი 1-ელ სექტემბერს ჩატარდება. რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომი, კიდევ ერთხელ, შეივსება ენერგიული და ამბიციური დრიფტერებითა და სუნთქვისშემკვრელი სანახაობის მაძიებლებით.

Red Bull Car Park Drift 2024-ის ღონისძიების მედია პარტნიორი Setanta Sports იქნება! 

რეგისტრაცია უკვე დაიწყო და 26 აგვისტოს 14:00 საათამდე გაგრძელდება

ფინალში მონაწილეობას ოცი საუკეთესი დრიფტერი მიიღებს. გამარჯვებული კი, მსოფლიო ფინალზე, ომანში, წარადგენს საქართველოს.

Red Bull Car Park Drift-ის შესახებ

Red Bull Car Park Drift-ში მონაწილეობა როგორც პროფესიონალ, ასევე მოყვარულ დრიფტერებს შეუძლიათ, რომლებსაც უკვე შეუსრულდათ 18 წელი. მონაწილეობის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ივენთის გვერდზე.

  • Red Bull Car Park Drift საერთაშორისო ჩემპიონატია, რომელიც საქართველოში მეხუთედ (2019, 2020, 2021, 2022) ჩატარდება. მონაწილეების რეგისტრაცია 26 აგვისტოს 14:00 საათამდე გრძელდება.
  • შეჯიბრებას უნიკალური ფორმატი აქვს. ე.წ. “Gymkhan”-ის სტილის, სპეციალური ელემენტებისგან აწყობილი სარბოლო ტრასა წლიდან წლამდე იცვლება და შეჯიბრების მონაწილეებისთვის დღემდე უცნობია.
  • ფინალამდე ერთი დღით ადრე, მაყურებლისთვის დახურული შესარჩევი იმართება. ჟიური აფასებს ყველა დარეგისტრირებული მონაწილის დრიფტის უნარებს. მათგან მხოლოდ საუკეთესო 20 დრიფტერი წარსდგება 1-ელ სექტემბერს მაყურებლის წინაშე.
  • საქართველოს შესარჩევს ესტუმრება Red Bull-ის ათლეტი, შეჯიბრების იდეის ავტორი, აბდო ფეგალი, რომელიც მაყურებლისთვის დრიფტის შოუს გამართავს. 
  • შეჯიბრებაზე როგორც მონაწილეობა, ისე დასწრება უფასოა.