Red Bull Car Park Drift საერთაშორისო სერიების საქართველოს ფინალი 1-ელ სექტემბერს ჩატარდება. რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომი, კიდევ ერთხელ, შეივსება ენერგიული და ამბიციური დრიფტერებითა და სუნთქვისშემკვრელი სანახაობის მაძიებლებით.
Red Bull Car Park Drift 2024-ის ღონისძიების მედია პარტნიორი Setanta Sports იქნება!
რეგისტრაცია უკვე დაიწყო და 26 აგვისტოს 14:00 საათამდე გაგრძელდება
ფინალში მონაწილეობას ოცი საუკეთესი დრიფტერი მიიღებს. გამარჯვებული კი, მსოფლიო ფინალზე, ომანში, წარადგენს საქართველოს.
Red Bull Car Park Drift-ის შესახებ
Red Bull Car Park Drift-ში მონაწილეობა როგორც პროფესიონალ, ასევე მოყვარულ დრიფტერებს შეუძლიათ, რომლებსაც უკვე შეუსრულდათ 18 წელი. მონაწილეობის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ივენთის გვერდზე.
- Red Bull Car Park Drift საერთაშორისო ჩემპიონატია, რომელიც საქართველოში მეხუთედ (2019, 2020, 2021, 2022) ჩატარდება. მონაწილეების რეგისტრაცია 26 აგვისტოს 14:00 საათამდე გრძელდება.
- შეჯიბრებას უნიკალური ფორმატი აქვს. ე.წ. “Gymkhan”-ის სტილის, სპეციალური ელემენტებისგან აწყობილი სარბოლო ტრასა წლიდან წლამდე იცვლება და შეჯიბრების მონაწილეებისთვის დღემდე უცნობია.
- ფინალამდე ერთი დღით ადრე, მაყურებლისთვის დახურული შესარჩევი იმართება. ჟიური აფასებს ყველა დარეგისტრირებული მონაწილის დრიფტის უნარებს. მათგან მხოლოდ საუკეთესო 20 დრიფტერი წარსდგება 1-ელ სექტემბერს მაყურებლის წინაშე.
- საქართველოს შესარჩევს ესტუმრება Red Bull-ის ათლეტი, შეჯიბრების იდეის ავტორი, აბდო ფეგალი, რომელიც მაყურებლისთვის დრიფტის შოუს გამართავს.
- შეჯიბრებაზე როგორც მონაწილეობა, ისე დასწრება უფასოა.