სარჩევი
კენ ბლოკი დაიღუპა | Setanta Sports
2023 იან 03, 14:29 შშ
3 წუთის საკითხავი

55 წლის მრბოლელი თოვლმავლით ინციდენტის შედეგად დაიღუპა.

Pro Rally-ის ყოფილი პილოტი, Youtube-ზე სახიფათო ილეთების შესრულებით კიდევ უფრო ცნობილი გახდა. მისი დაღუპვის შესახებ ინფორმაცია მისმა გუნდმა, Hoonigan Racing-მა გაავრცელა.

ფატალური შემთხვევა იუტას შტატში, ვასატჩის ოლქში მოხდა. შერიფის ადგილობრივი სამსახურის თქმით, ბლოკი ციცაბო ზედაპირზე გადაადგილდებოდა, რა დროსაც თოვლმავალი ამოყირავდა და მრბოლელი მის ქვეშ მოექცა. ბლოკი იუტაში ჯგუფთან ერთად იყო, თუმცა შემთხვევის დროს მარტო იმყოფებოდა.

რალის კარიერა კენ ბლოკმა 2005 წელს დაიწყო და პირველივე სეზონში ამერიკის ჩემპიონატის წლის ახალწვეულად დაასახელეს.