სარჩევი
ფორმულა 1 - ჩინეთის გრან-პრი 2025 setantasports.com-ზე | Setanta Sports

ფორმულა 1 ჩინეთის გრან პრი – სეზონი ხურდება, მეორე ეტაპს შანხაი მასპინძლობს. ეს სეზონის სპრინტის ფორმატის პირველი ეტაპია, რაც მას განსაკუთრებულ დატვირთვას ანიჭებს როგორც ტაქტიკურად, ისე ქულების განაწილების თვალსაზრისით.

ჩვენს პლატფორმაზე ფასდაკლების მისაღებად შეგიძლიათ, პრომო კოდები NEWS25 ან YEAR25 გამოიყენოთ.

NEWS25 – ერთთვიან გამოწერაზე – 30%

YEAR25 – ერთწლიან გამოწერაზე – 30%

პროცესი ამ ორი ბანერიდან სასურველზე ხელის დაჭერითაც შეგიძლიათ დაიწყოთ.

ამასთან, ძველი პრომო კოდები – NEWS24 და YEAR24 კვლავ აქტიურია.

პროცესი სასურველ ბანერზე ხელის დაჭერითაც შეგიძლიათ დაიწყოთ.

ტრასა: შანხაის საერთაშორისო ავტოდრომი

  • სიგრძე: 5.451 კმ

  • წრეების რაოდენობა: 56

  • სრული დისტანცია: 305 კმ

  • მოსახვევები: 16

  • ხასიათი: გლუვი საფარი, გრძელი სწორი მონაკვეთები და ტექნიკური მრუდები

  • უნიკალურობა: ტრასის კონფიგურაცია შთაგონებულია ჩინური სიმბოლოთი “შანგ”, რაც ნიშნავს აღმასვლას

  • პირველი რბოლა: 2004

  • პიტ-შენობები: განსხვავებით სხვა ტრასებისგან, აქ გუნდებს საკუთარი შენობები აქვთ, რომლებიც შანხაის იუიუანის ბაღებს მოგვაგონებს

საბურავები და სტრატეგია

ავსტრალიის გრან პრის შემდეგ ამჯერად, Pirelli-ის მიერ საბურავები შერჩეულია შუალედური ნაზავებით – C2 (მყარი), C3 (საშუალო) და C4 (რბილი). ტრასის სპეციფიკიდან გამომდინარე, სტრატეგიას დიდი მნიშვნელობა ექნება: წრის დაახლოებით 80 პროცენტი კუთხეებში ტარდება, რაც საბურავების ცვეთას აჩქარებს. სპრინტის ფორმატი ასევე ცვლის საბურავების რაოდენობასა და გამოყენების ტაქტიკას.

ფორმულა 1 ჩინეთის გრან-პრი – ამინდის პროგნოზი

  • პარასკევი, 21 მარტი: მზიანი, მაქსიმალური ტემპერატურა 24°C, ქარის სიჩქარე 40 კმ/სთ-მდე, წვიმის შანსი 0%

  • შაბათი, 22 მარტი: მზიანი და თბილი, მაქსიმალური ტემპერატურა 25°C, წვიმის შანსი 0%

  • კვირა, 23 მარტი: ღრუბლიანი, მაქსიმალური ტემპერატურა 26°C, წვიმის შანსი რბოლის შემდეგ – 40%

მიმდინარე სეზონის ფორმა და მდგომარეობა

McLaren-მა სეზონი მძლავრად დაიწყო. ლანდო ნორისმა ავსტრალიის გრან-პრი მოიგო და საერთო ჩათვლაში გალიდერდა. ოსკარ პიასტრი მოწინავე პოზიციებზე იყო, თუმცა შეცდომამ წვიმაში მას ქულების ნაწილი დააკარგვინა.

Mercedes-მა ასევე შთამბეჭდავი გამოსვლა აჩვენა. ჯორჯ რასელი კვარცხლბეკზე მოხვდა, ხოლო დებიუტანტმა ანდრეა კიმი ანტონელიმ მეოთხე ადგილი დაიკავა შთამბეჭდავი სტრატეგიული გამოსვლით.

Ferrari-სთვის რბოლა სირთულეებით იყო სავსე. ლუის ჰამილტონის დებიუტი ახალ გუნდში შედარებით სუსტი აღმოჩნდა – მე-10 ადგილი. შარლ ლეკლერმა მე-8-ზე დაასრულა.

Red Bull-ს ფერსტაპენმა მეორე ადგილი მოუტანა ავსტრალიაში, თუმცა გუნდი საერთო სისწრაფეში ჩამორჩება McLaren-ს. ლაიამ ლოსონს რთული დებიუტი ჰქონდა, ამან კი წარმოშვა დისკუსია, რომ შესაძლოა, იუკი ცუნოდა უკეთესი არჩევანი ყოფილიყო.

Williams-მა აჩვენა, რომ რეალური კონკურენტია. ალბონმა Ferrari-ის ორივე ბოლიდს აჯობა და მე-5 ადგილი მოიპოვა.

ფორმულა 1 2025 – მდგომარეობა

პირადი ჩათვლა:

  1. ლანდო ნორისი – 25 ქულა
  2. მაქს ფერსტაპენი – 18 ქულა
  3. ჯორჯ რასელი – 15 ქულა

გუნდური ჩათვლა:

  1. McLaren – 27 ქულა
  2. Mercedes – 27 ქულა
  3. Red Bull – 18 ქულა

ფორმულა 1 ჩინეთის გრან პრი – 2024 წლის შედეგი

წინა სეზონში, მაქს ფერსტაპენმა თავისი პირველი გამარჯვება მოიპოვა ჩინეთის გრან-პრიზე. მან ფინიშის ხაზი ლანდო ნორისზე 14 წამით ადრე გადაკვეთა, მიუხედავად ორჯერ გამოძახებული უსაფრთხოების მანქანისა.

ახალი რეკორდი

ლუის ჰამილტონმა Ferrari-ის ბოლიდით მოიპოვა პოული სპრინტის საკვალიფიკაციოზე და დაამყარა ახალი წრის რეკორდი – 1:30.849.

პროგნოზი

McLaren ამ ეტაპზე მთავარი ფავორიტია. ნორისი სტაბილურობას ინარჩუნებს, ხოლო პიასტრი ცდილობს სწრაფად დაეწიოს საერთო ჩათვლაში.

Mercedes კარგი სტარტით გამოირჩევა და კონკურენტუნარიანი ჩანს. Ferrari-მ უნდა იპოვოს საკუთარი პოტენციალი, ხოლო Red Bull-ს დასჭირდება მეტის ჩვენება, რათა ლიდერის პოზიციას დაუბრუნდეს.

ფორმულა 1 ჩინეთის გრან-პრი – ტრანსლაციის დროები

  • პარასკევი:
    • თავისუფალი პრაქტიკა: 08:30 – 09:30
    • სპრინტის კვალიფიკაცია: 12:30 – 13:14
  • შაბათი:
    • სპრინტი: 07:00 – 08:00
    • კვალიფიკაცია: 11:00 – 12:00
  • კვირა:
    • მთავარი რბოლა: 11:00

2025 წლის ჩინეთის გრან-პრი სტრატეგიულად საინტერესო, ტექნიკურად რთულ და ქულებით მდიდარ რბოლას გვპირდება. სეზონის სტარტი, მზიანი ამინდი და სპრინტის ფორმატი ქმნის იდეალურ პირობებს დრამატული და დაძაბული შაბათ-კვირისთვის.