სარჩევი
ფორმულა 1 2025 Setanta Sports-ზე - უკვე ჩამესმის | Setanta Sports

ფორმულა 1 2025 იწყება! მსოფლიოს საუკეთესო მრბოლელები, ბოლიდები, ტრასები და ის ზღვა ემოცია, რომელსაც ავტოსპორტის ეს მარგალიტი გვჩუქნის Setanta Sports-ზე 2025 წლის სეზონით ბრუნდება.

ფორმულა 1 2025 – პირდაპირი რეპორტაჟი

ფორმულა 1-ის სეზონი ავსტრალიის დიდი პრიზით იწყება. 2025 წლის გათამაშებაში მრბოლელები პირველს ალბერტ პარკის ტრასას გამოცდიან.

პირდაპირ რეპორტაჟებს setantasports.com-სა და Setanta Sports 1-ზე ნახავთ. კვალიფიკაციის ლაივი შაბათს, 09:00 საათიდან დაიწყება, ხოლო რბოლის პირდაპირი ეთერისთვის თვალის მიდევნება, კვირას, 08:00-დან შეგეძლებათ.

ჩვენს პლატფორმაზე ფასდაკლების მისაღებად შეგიძლიათ, პრომო კოდები NEWS25 ან YEAR25 გამოიყენოთ.

NEWS25 – ერთთვიან გამოწერაზე – 30%

YEAR25 – ერთწლიან გამოწერაზე – 30%

პროცესი ამ ორი ბანერიდან სასურველზე ხელის დაჭერითაც შეგიძლიათ დაიწყოთ.

ამასთან, ძველი პრომო კოდები – NEWS24 და YEAR24 კვლავ აქტიურია.

პროცესი სასურველ ბანერზე ხელის დაჭერითაც შეგიძლიათ დაიწყოთ.

ფორმულა 1 2025 – მოლოდინი

მომავალ სეზონს ბევრი ცვლილებებისა და გაურკვევლობის წელს უწოდებს და არც თუ უსაფუძვლოდ.

მიუხედავად იმისა, რომ მაქს ფერსტაპენი და რედ ბული კვლავაც ფავორიტებად რჩებიან, მაკლარენი და ფერარი სერიოზული კონკურენტები გახდნენ, რაც ჩემპიონობისთვის უფრო დრამატულ ბრძოლას გვპირდება. გუნდებში მნიშვნელოვანი სიახლეებს დებიუტანტები და დინამიკის ცვლილება განაპირობებს.

რედ ბული – ლიდერი თუ წნეხის ქვეშ?

მაქს ფერსტაპენი კვლავაც რჩება რედ ბულის მთავარ ძალად, თუმცა 2024 წლის სეზონის სირთულეების შემდეგ, გუნდი ახალ გამოწვევებს ეჩეხება. მიუხედავად იმისა, რომ ფერსტაპენმა პირადი ჩათვლა მოიგო, რედ ბულმა კონსტრუქტორთა თასი დაკარგა და მესამე ადგილი დაიკავა.

ახალი სეზონისთვის გუნდი სერხიო პერესს ლაიამ ლოუსონით ანაცვლებს, თუმცა უდიდესი ცვლილება ადრიან ნიუის წასვლაა, რაც შესაძლოა 2026 წლისთვის სერიოზული პრობლემა გახდეს.

მაკლარენი – ახალი ჩემპიონი?

2024 წლის სენსაცია მაკლარენი გახდა, რომელმაც 1998 წლის შემდეგ პირველად მოიპოვა კონსტრუქტორთა ჩემპიონობა.

ლანდო ნორისმა ოთხი გრან პრი მოიგო, ხოლო ოსკარ პიასტრიმ საკუთარი შესაძლებლობები ორი გამარჯვებით დაამტკიცა. გუნდი უცვლელი შემადგენლობით აგრძელებს ბრძოლას, მაგრამ ახლა მათ უფრო დიდი ზეწოლა ექნებათ, რადგან 2025 წელს საჯინიბოებს შორის ჩემპიონის რანგში ხვდებიან.

ფერარი და ჰამილტონის ისტორიული ნაბიჯი

ახალი სეზონი განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს ფერარის ახალი დუეტის გამო – შვიდგზის ჩემპიონი ლუის ჰამილტონი და გუნდის იმედი შარლ ლეკლერი.

ჰამილტონის ფერარიში გადასვლა ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი მოვლენა იყო. ამასთან ტრანსფერმა ყველაზე დიდი კითხვაც გააჩინა – შეძლებს კი ის ფერარისთვის 2008 წლის შემდეგ პირველი ტიტულის მოპოვებას?

მერსედესის ახალი ეპოქა

მერსედესი იწყებს ახალ თავს ლუის ჰამილტონის გარეშე. გუნდის ლიდერობა ჯორჯ რასელს გადაეცა, ხოლო მისი პარტნიორი ახალგაზრდა დებიუტანტი, 18 წლის კიმი ანტონელი გახდა.

მიუხედავად იმისა, რომ მერსედესი 2024 წელს მეოთხე ადგილზე დარჩა, გუნდის სეზონის ბოლო ნაწილი დამაიმედებელი იყო.

რამდენად ამბიციური იქნება მერსედესის გეგმები – დიდი ალბათობით, ამ კითხვაზე პასუხს სეზონის პირველი რამდენიმე რბოლა გასცემს.

კარლოს საინსის უილიამსი – შეუძლია თუ არა Williams-ს დაბრუნება?

უილიამსმა მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა და კარლოს საინსი დაიმატა, რაც გუნდს ცალსახად ხელს შეუწყობს. 2024 წელს მეცხრე ადგილზე გასული გუნდი ახლა ასტონ მარტინთან და ალპინთან კონკურენციას გეგმავს. პრე-სეზონის ტესტებმა აჩვენა, რომ მათ შესაძლოა მოულოდნელი სიურპრიზიც შემოგვთავაზონ.

ქვე სათაურის კითხვაზე პასუხის წინასწარ ქონა შეუძლებელია, თუმცა ამისთვის სეზონის სასტარტო რაუნდებიც საკმაირისი იქნება.

ასტონ მარტინი და ადრიან ნიუის გავლენა

ასტონ მარტინმა შეინარჩუნა ფერნანდო ალონსო და ლანს სტროლი, მაგრამ მათი ყველაზე დიდი შენაძენი გუნდს მრჩევლად და ტექნიკურ დირექტორად ადრიან ნიუის მოყვანა იყო.

თუმცა, 66 წლის ბრიტანელი სპეციალისტის ნამდვილი გავლენა 2026 წლიდან უნდა გამოჩნდეს.

ფორმულა 1 2025 – დებიუტანტები

2025 წლის სეზონი ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე დიდი დებიუტანტთა ჯგუფით გამოირჩევა.

  • კიმი ანტონელი (მერსედესი) – მხოლოდ 18 წლის, მაგრამ უკვე სუპერტალანტი.

  • ოლივერ ბერმანი (ჰაასი) – 2024 წელს ფერარისთვის შთამბეჭდავად იასპარეზა.

  • ჯეკ დუანი (ალპინი) – ალპინის მრბოლელი, რომელიც წინა წელს სარეზერვო პილოტი იყო.

  • იზაკ ჰაჯარი (რეისინგ ბულსი) – ახალგაზრდა ფრანგი-ალჟირელი, რედ ბულის აკადემიის აღზრდილი.

  • გაბრიელ ბორტოლეტო (ზაუბერი) – F2-ის 2024 წლის ჩემპიონი, რომელიც F1-ში გადმოდის.

რას უნდა ველოდოთ 2025 წელს?

მიუხედავად იმისა, რომ საბოლოო შედეგები წინასწარ პროგნოზირებადი არ არის, სპეციალისტების მოსაზრებით ძალთა გადანაწილება სეზონის დასაწყისისთვის ასე გამოიყურება:

  • ტიტულის პრეტენდენტები: რედ ბული, მაკლარენი, ფერარი
  • საშუალო ზონის კონკურენტები: მერსედესი, ასტონ მარტინი, უილიამსი
  • ქულებისთვის მებრძოლები: ალპინი, ჰაასი, რეისინგ ბულსი, ზაუბერი

კითხვებითა და მოლოდინებით აღსავსე სეზონი უკვე იწყება! შეძლებს კი მაქს ფერსტაპენი მეოთხე ტიტულის მოპოვებას? ან ვიხილავთ ახალ ჩემპიონს? შეინარჩუნებს მაკლარენი ლიდერობას? გაამართლებს ჰამილტონის ფერარიში გადასვლა და ა.შ.

ამ კითხვებს პასუხები სულ მალე გაეცემა. უკვე ჩამესმის – დავიწყოთ!

Drive to Survive – FanPack

Formula 1: Drive to Survive – მეშვიდე სეზონი უკვე NETFLIX-ზეა.

ახალი სეზონი სავსეა მაღალი სისწრაფით, დრამატული მოვლენებითა და ახალი დაპირისპირებებით. Drive to Survive კვლავ გვაძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, შევიხედოთ ფორმულა 1-ის კულისებში და ვნახოთ, როგორ ემზადებიან პილოტები და გუნდები სეზონის ყველაზე მნიშვნელოვან მომენტებისთვის.

შიდა დაპირისპირებები, მოულოდნელი შედეგები და ექსკლუზიური ინტერვიუები სპორტის ყველაზე დიდ ვარსკვლავებთან – ყველაფერი ახალ სეზონში!

მაყურებლებს ელით ექსკლუზიური კადრები მრბოლელების გამარჯვებების, მარცხისა და კულისებში მიმდინარე მოვლენების შესახებ.

მასზე წვდომაში კი NETFLIX-ისა და Setanta Sports-ის ერთობლივი შეთავაზება FanPack დაგეხმარებათ.

Setanta Sports-ისა და Netflix-ის მიზანია გააერთიანონ სპორტი და სხვა გასართობი მედია ერთ შეთავაზებაში და ამით უფრო იოლი გახადონ ფანების ცხოვრება.

ეს ძალიან მოსახერხებელი შეთავაზებაა, როგორც ცალ-ცალკე სპორტისა და გართობის მოყვარულთათვის, ასევე მათთვის, ვინც საკუთარ თავში ორივეს ქომაგს აერთიანებს.

პაკეტს, რომელიც ამ ყველაფერს იტევს, Fan Pack-ი ჰქვია. ის საშუალებას აძლევს მომხმარებელს ერთი გადახდით მიიღოს წვდომა ორივე სერვისზე.

FanPack-ის სასურველი პაკეტის შეძენა ამ ბმულის მეშვეობით შეგიძლიათ.

ფორმულა 1 2025 – ფენტეზი

ჩვენს მაყურებელს პრიზების მოგების შესაძლებლობაც ექნება. ამისთვის კი საჭიროა ვისოლის ფენტეზი ლიგაში წარმატებით იასპარეზოთ.

გაწევრიანდით, ფენტეზის ვისოლის ლიგაში, გახდით კვირის გამარჯვებული და მოიგეთ განსაკუთრებული პრიზები ყოველი გრან პრის შემდგომ.