UFC მონრეალში რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ ბრუნდება. 11 მაისს, დილის 06:00 საათიდან UFC 315-ის მთავარი ქარდი მხოლოდ და მხოლოდ setantasports.com-ზე.
UFC 315 – პირდაპირი რეპორტაჟი
ჩვენს პლატფორმაზე ფასდაკლების მისაღებად შეგიძლიათ, პრომო კოდები NEWS25 ან YEAR25 გამოიყენოთ.
NEWS25 – ერთთვიან გამოწერაზე – 30%
YEAR25 – ერთწლიან გამოწერაზე – 30%
ამასთან, ძველი პრომო კოდები – NEWS24 და YEAR24 კვლავ აქტიურია.
UFC 315 – ჯეკ დელა მადალენა VS ბელალ მუჰამედი
28 წლის ჯეკ დელა მადალენა ქვესაშუალო წონის სატიტულო ბრძოლაში მოქმედ ჩემპიონს, ბელალ მუჰამედს დაუპირისპირდება.
მიუხედავად იმისა, რომ დივიზიონის ერთ-ერთი მთავარი კონტენდერი შავკატ რახმანოვი იყო, ბელალს ქამრის დაცვა მაინც ავსტრალიელ ჯეკ დელა მადალენასგან მოუწევს.
2024 წლის ივლისში ბელალ მუჰამედმა ქვესაშუალო წონის ქამარი ლეონ ედვარდსის წინააღმდეგ მოიპოვა. პირველი დაცვა მუჰამედს ყაზახ მებრძოლთან, შავკატ რახმანოვთან უნდა ჰქონოდა, თუმცა გასული წლის ბოლოს ჩანიშნული ბრძოლა მოქმედი ჩემპიონის ტრავმის გამო ვერ შედგა. და როდესაც მუჰამედი ქამრის დაცვისთვის მზად იყო, მაშინ უკვე რახმანოვმა მიიღო მუხლის სერიზული დაზიანება.
შედეგად, ასე გაიწელა ქვესაშუალო წონის ქამრის დაცვა. ამჯერად კი რახმანოვის ნაცვლად, იტალიური ფესვების მქონე ავსტრალიელი ჯეკ დელა მადალენა იქნება კონტენდერი.
UFC 315 – ილია თოფურიას მომავალი მეტოქე
ქვესაშუალო წონაში შემთხვევით ჩანიშნული დაპირისპირება მსუბუქი წონის ყველაზე დამაინტრიგებელ და ნანატრ ბრძოლასთანაც არის დაკავშირებული. კერძოდ იმ კავშირში, რომ მას შემდეგ, რაც ისლამ მახაჩევმა მსუბუქი წონის ტიტული რეკორდულად მეოთხეჯერ დაიცვა, მისი კარიერის მთავარი მიზანი მეორე ტიტულის მოპოვება გახდა.
ისლამმა მრავალჯერ აღნიშნა, რომ ასაკთან ერთად წონის კლება მისთვის სულ უფრო და უფრო რთული ხდება, ხოლო კარიერის დასრულებამდე მეორე ქამრის მოგება სურს.
მახაჩევისთვის პრობლემა ისაა, რომ სანამ ბელალი ქვესაშუალო წონის ჩემპიონობას ინარჩუნებს, დაღესტნელისთვის ქამარი, ფაქტობრივად, მიუწვდომელია – მუჰამედმა არაერთხელ აღნიშნა ის, რომ ისლამთან მეგობრობისა და დიდი პატივისცემის გამო, მასთან ბრძოლას არ აპირებს.
ილია თოფურიას მომავალი ოპონენტი კვირას დილით, მონრეალში გაირკვევა. იმ შემთხვევაში, თუ ბელალმა ტიტული შეინარჩუნა, ისლამ მახაჩევი კვლავ მსუბუქ წონაში დარჩება და საკუთარ ქამარს 29 ივნისს თოფურიასთან დაიცავს.
ხოლო თუ UFC 315-ის მთავარი ბრძოლა ჯეკ დელა მადალენას გამარჯვებით დასრულდება, მახაჩევი ზედა წონაში მეორე ქამრის მოპოვებას ეცდება, ილია თოფურია კი შეხვდება მსუბუქი წონის ყოფილ ჩემპიონს, ჩარლზ ოლივეირას.
ასე რომ, მარტივად დგას საკითხი, ამ მხრივ.
UFC 315 – ვალენტინა შევჩენკო VS მანონ ფიორო
2024 წლის სექტემბერში, UFC Noche-ზე დაბრუნებულ ქამარს დაცვა სჭირდება. სანამ მერაბ დვალიშვილი შონ ო’მალის ქამარს წაართმევდა, ჯერ ვალენტინა შევჩენკომ აიღო რევანში მექსიკელ ალექსა გრასოსთან და კუთვნილი ქამარი შინ წაიღო.
ახლა კი ქალთა უმსუბუქესი წონის 7-გზის ჩემპიონს ტიტულის დაცვა არც ისე მარტივ მეტოქესთან მოუწევს. მანონ ფიოროს სატიტულო ბრძოლამდე ეკლიანი გზის გავლა მოუწია. ფრანგი მებრძოლის უპირატესობა გრეპლინგია, გარდა ამისა, გდებებისგან დაცვაც სანიმუშოდ კარგად გამოსდის, ხოლო უკანასკნელი 7 ბრძოლის მიხედვით, მიწაზე არასასურველ პოზიციაში მისი ყოფნის დრო 13 წამს შეადგენს, რაც, რასაკვირველია, არაა დიდი დრო.
ახალგაზრდა ფრანგი კონტენდერი მანონ ფიოროს სახით თუ გამოცდილი და ასაკოვანი 7-გზის, მოქმედი ჩემპიონი ვალენტინა შევჩენკო? ასე რომ, თანამთავარი ბრძოლაც დამაინტრიგებლად მოჩანს.
UFC 315 – მთავარი ქარდი
ბელალ მუჰამედი | VS | ჯეკ დელა მადალენა | ქვესაშუალო წონის ტიტულისთვის ბრძოლა |
ვალენტინა შევჩენკო | VS | მანონ ფიორო | ქალთა მსუბუქი წონის ტიტულისთვის ბრძოლა |
ჟოზე ალდო | VS | აიმან ზაჰაბი | ქვემსუბუქი წონა |
ალექსა გრასო | VS | ნატალია სილვა | ქალთა მსუბუქი წონა |
ბენუა სენ დენი | VS | კაილ პრეპოლეკი | მსუბუქი წონა |