რომან დოლიძე – 2022-ის TOP 10-ში

რომან დოლიძე 2022-ის TOP 10-ში | Setanta Sports

რომან დოლიძის უდიდესი აღიარება – ქართველი მებრძოლი UFC-ის 2022 წლის 10 საუკეთესოში მოხვდა!

UFC-ის საშუალო წონის აწ უკვე მე-8 ნომერი, ქართველი რომან დოლიძე, მსოფლიოს ყველაზე დიდი და პრესტიჟული ორგანიზაციის 2022 წლის 10 საუკეთესო ათლეტში დასახელდა.

34 წლის ქართველის ანგარიშზე 2022 წელს 3 გამარჯვება და 3 ფინიშია.

დოლიძემ 2022 წელს მოგებათა სერია ივნისში დაიწყო, როდესაც წუთსა და 13 წამში ამერიკელი კაილ დაკასი მუხლით გათიშა.

რომან დოლიძე და ალუზია ფილმ "მიმინოსთან" | Setanta Sports
რომან დოლიძე – “მიმინო”

შემდეგ იყო ოქტომბერი და აბსოლუტური დომინაციით ჩატარებული ორთაბრძოლა ფილ ჰოუსის წინააღმდეგ. დოლიძემ კვლავ პირველი რაუნდის ფინიში და ტექნიკური ნოკაუტი მიითვალა.

2022 წლის მესამე და დამაგვირგვინებელი დაპირისპირება ქართველმა მებრძოლმა, UFC-ის საშუალო წონის მაშინდელ #8 ნომერთან, ნორვეგიელ ჯეკ ჰერმანსონთან, დეკემბერში გამართა.

ორთაბრძოლა თანაბარ უპირატესობით დაიწყო, სადაც პირველი რაუნდის გამარჯვება ჰერმანსონმა მიითვალა, თუმცა მეორე რაუნდში დოლიძე აბსოლუტურად განსხვავებული სტილით გამოვიდა, რამაც გადამწყვეტი როლი ითამაშა ბრძოლაში.

Ქართველმა, მიწაზე ყოფნის დროს ერთ-ერთი ყველაზე რთული ილეთი – “წვივის მტკივნეული – Calf Slicer” შეასრულა, შემდეგ კი, ბრუტალური დარტყმებით დააფინიშა ჰერმანსონი.

ამ გამარჯვებით რომან დოლიძე საშუალო წონაში მე-8 ადგილზე დასახლდა და 2022 წელს უდიდესი განაცხადი გააკეთა, რაც UFC-ის არ გამორჩენია და საპატიო წლის TOP 10-შიც შეიყვანა.

2022-ის სრული სია ასე გამოიყურება:

  1. ალექსანდრ ვოლკანოვსკი – ქვემსუბუქი წონის ჩემპიონი
  2. ალექს პერეირა – საშუალო წონის ჩემპიონი
  3. ისლამ მახაჩევი – მსუბუქი წონის ჩემპიონი
  4. ჟანგ ვეილი – ქალთა მინიმალური წონის ჩეპიონი
  5. ლეონ ედვარდსი – ქვესაშუალო წონის ჩემპიონი
  6. მარლონ ვერა – #4 სუპერმსუბუქ წონაში
  7. ალჯამეინ სტერლინგი – სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონი
  8. ჯამალ ჰილი – #7 ქვემძიმე წონაში
  9. ირჟი პროჰასკა – ქვემძიმე წონის ყოფილი ჩემპიონი
  10.  Რომან დოლიძე – #8 საშუალო წონაში
ავტორის შესახებ
ირაკლი იმედაძე
ირაკლი იმედაძე
მე სპორტული ჟურნალისტი, სცენარისტი და ფეხბურთის კომენტატორი ვარ. ხუთი წელია, Setanta Sports-ისა და ჩემი გზები დაკავშირებულია. შეხედულება, უფრო მეტიც, აქსიომა, რომ სპორტი უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ ფიზიკური აქტივობა ან მსგავსი რამ, თავიდან ბოლომდე მრთავს ამ ინდუსტრიაში და ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი ხდება. ვარ საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, ახლო აღმოსავლეთის კონცენტრაციით. ვფიქრობ, ორიენტალისტიკა სპორტის ლაბირინთებში ორიენტირებაში ძალიან მეხმარება.

სარჩევი

ჩაყვინთვის სპორტში
ტოპ ლიგები
პრემიერ ლიგა
ბუნდესლიგა
ლა ლიგა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
მიჰყევით SETANTA-ს

მიიღე წვდომა ჩვენს პლატფორმაზე