სარჩევი
PFL და Setanta Sports-ი ევრაზიასა და ფილიპინებზე თანამშრომლობას იწყებენ | Setanta Sports

PFL-ისა და Setanta Sports-ის არაერთწლიანი პარტნიორობა PFL Global, PFL PPV Super Fights, PFL Europe, PFL MENA და Bellator Champions Series-ს პროდუქტებს მოიცავს.

Setanta Sports-ის ეთერში PFL-ი ადგილს EPFL, UEFA Champions League, NBA, F1-თან და სხვა გამორჩეულ კონტენტთან ერთად დაიკავებს.

ნიუ იორკი (27 ივნისი, 2024) – სწრაფად ზრდადი და ერთ-ერთი ყველაზე ინოვაციური ლიგა, PFL Setanta Sports-თანაწყებული თანამშრომლობის შესახებ აანონსებს. შეთანხმება ევრაზიასა და ფილიპინებზე, PFL-ისა და Bellator-ის სრულ პროგრამაზე მედია უფლებებს მოიცავს.

პარტნიორობის შედეგად PFL-ის უკლებლივ ყველა პროგრამა, ივენთი თუ საარქივო მასალა Setanta Sports-ზე ხელმისაწვდომი იქნება საქართველოში, უკრაინაში, მოლდოვაში, ესტონეთში, ლიეტუვაში, ლატვიაში, სომხეთში, აზერბაიჯანში, თურქმენეთში, უზბეკეთში, ტაჯიკეთში, ყირგიზეთში, ყაზახეთსა და ფილიპინებზე.

“მოხარულნი ვართ Setanta Sports-თან წამოწყებული თანამშრომლობით, რომელიც ევრაზიასა და ფილიპინებზე სპორტის ფანებს მისცემს შესაძლებლობას – ჰქონდეთ წვდომა PFL-ისა და Bellator MMA-ის უმაღლესი ხარისხის კონტენტზე, თანაც მთელი წლის განმავლობაში.

Setanta Sports-თან პარტნიორობა ჩვენი ორგანიზაციისთვის კიდევ ერთი მიღწევაა, რომელიც გლობალური მიმართულებით განვითარებას ემსახურება, რადგან ეს MMA-ში საუკეთესო გადაწყვეტილებაა, მსოფლიოში ყველაზე ზრდად რეგიონულ ბაზრებზე.”

ჯეიმს ფრივინი – PFL-ის საერთაშორის მიმართულების მმართველი ხელმძღვანელი

“Setanta Sports-ს მომხმარებლისთვის, შერეული საბრძოლო ხელოვნების სახეობების, უმაღლესი დონის დონის კონტენტის, მიწოდების ტრადიცია აქვს. PFL-ისა და Bellator-ის უფლებების შეძენით, კიდევ უფრო ვაძლიერებთ ამ მისწრაფებას ჩვენი მომხმარებლებისთვის.

ეს შეთანხმება კიდევ უფრო მეტ ადამიანს უხსნის გზას – ჰქონდეს წვდომა MMA-ის გამორჩეული მებრძოლების დაპირისპირებებზე.

PFL და Bellator უზადოდ მიესადაგება ტოპ ხარისხის იმ პორტფოლიოსა და კონტენტს, რომელიც Setanta Sports-ს უკვე აქვს. ეს პარტნიორობა კი Setanta Sports-ს ევრაზიის რეგიონსა და ფილიპინებზე, კიდევ უფრო მეტად, ულაპარაკოდ პრემიუმ ხარისხის სპორტის ადგილად აქცებს.”

გიორგი ფრუიძე – Setanta Sports-ის CEO

PFL MMA-ში ერთადერთი ორგანიზაციაა, რომელსაც სეზონური ფორმატი აქვს, სადაც მებრძოლები რეგულარული სეზონის მანძილზე, ჩემპიონობისთვის იბრძვიან.

ჯამში PFL-ისა და Bellator-ის მებრძოლების 30% საკუთარ წონებში მსოფლიოს წამყვან 25 მებრძოლს შორის არის.

PFL-ს აქვს მისეული, ინოვაციური ბაზრის ათვისების გლობალური ხედვა და ამისთვის, მაგალითად, MMA-ის ჩემპიონთა ლიგას ქმნის. იქ ჩართულნი იქნებიან PFL Europe, PFL MENA და სხვა საერთაშორისო ლიგები.

საინტერესოა, რომ PFL-ი იყენებს PFL SmartCage-ს, რომელიც ბრძოლის ანალიტიკას, ლაივ ფსონებს, AI Scoring-სა და ახალი თაობის ყურების გამოცდილებას უზრუნველჰყოფს. აშშ-ში PFL ხელმისაწვდომია ESPN/ESPN+-ზე, DAZN-ზე კანადაში და სხვა. PFL-ის პროდუქტი 160-ზე მეტ ქვეყანაში ადგილობრივი ბაზრების წამყვან ლიდერებს აქვთ დათმობილი.

PFL-ის შესახებ

PFL MMA-ში გლობალური ბაზა და სწრაფად ზრდადი საერთაშორისო ლიგაა. ლიგას აქვს 5 ლაივ ფრენჩაიზი, რომელიც სეზონურ კონტენტს გვთავაზობს. ესენია: PFL League Season, PFL PPV Super Fights, PFL Challenger Series, PFL International Leagues, და Bellator.

PFL 2018 წელს დაარსდა. ლიგა არაერთი ამერიკელი ინვესტორის მიერაა მხარდაჭერილი. მათ შორის ისეთების, ვინც NBA-ის, NHL-ის, MLS-ისა და MLB-ის გუნდებს ფლობენ.

მთლიანად MMA-ის კი მსოფლიოში 650 მილიონი გულშემატკივარი და მაყურებელი ჰყავს.

Setanta Sports-ის შესახებ

Setanta Sports-ი რეგიონის ყველაზე დიდი მედია საშუალებაა. კომპანია ევროპისა და აზიის 14 ქვეყანაში ოპერირებს. ბალტიის რეგიონის ქვეყნებიდან ფილიპინებამდე

პრემიერ ლიგა, ლა ლიგა, სერია A, ბუნდესლიგა, ლიგა 1, ერედივიზია, საუდის პრო ლიგა, NBA, UFC-ის ყველა ივენთი, Formula 1, ATP და WTA ტურნირები და სხვა – საუკეთესო და მრავალფეროვან სპორტულ კონტენტზე წვდომა მომხმარებელს setantasports.com-ზე ერთი გამოწერით შეუძლია.

პრომოკოდი NEWS24 Setanta Sports-ზე

პრომოკოდის NEWS24 გამოყენების შემთხვევაში setantasports.com-ზე, თვიურ გამოწერაზე 30%-იან ფასდაკლებას მიიღებთ.

ამისთვის, კი რეგისტრაციისას, ან გამოწერის განახლებისას, საჭიროა, სწორედ NEWS24 გამოიყენოთ.