სარჩევი
დვალიშვილი vs იანი 2 - მერაბი ქამარს მეოთხედ დაიცავს | Setanta Sports

დვალიშვილი vs იანი 2 – UFC-ის პრეზიდენტმა, დანა უაითმა დაადასტურა ივენთი, რომლის მთავარი ბრძოლაც ქართველ მერაბ დვალიშვილსა და რუს პიოტრ იანს შორის შედგება.

ქართველი ჩემპიონი ქამარს მეოთხედ, პიოტრ იანის წინააღმდე UFC 323-ზე დაიცავს. ეს ღონისძიების მთავარი ბრძოლა იქნება და 6 დეკემბერს ლას ვეგასში, T-Mobile-Arena-ზე გაიმართება.

მერაბის ბრძოლის ხილვა ქართველ გულშემატკივარს setantasports.com-ის პლატფორმაზე შეეძლება

ჩვენს პლატფორმაზე ფასდაკლების მისაღებად შეგიძლიათ, პრომო კოდები NEWS25 ან YEAR25 გამოიყენოთ.

NEWS25 – ერთთვიან გამოწერაზე – 30%.

YEAR25 – ერთწლიან გამოწერაზე – 30%.

პროცესი ამ ორი ბანერიდან სასურველზე ხელის დაჭერითაც შეგიძლიათ დაიწყოთ.

ამასთან, ძველი პრომო კოდები – NEWS24 და YEAR24 კვლავ აქტიურია.

მერაბ დვალიშვილმა სუპერმსუბუქი წონის ქამარი მესამედ ახლახანს, 4 ოქტომბერს, კორი სენდჰეგენის წინააღმდეგ დაიცვა.

ქართველმა ‘მანქანამ’ კორის დამარცხებით თავის წონაში კონტენდერები თითქმის ამოწურა და აღარავინ დარჩა ისეთი, ვინც ტიტულზე ჩხუბს იმსახურებს და მერაბთან არ წაუგია.

მერაბი თავის ინტერვიუებში აღნიშნავდა, რომ სურდა პიოტრ იანთან რემატჩი, რომელიც აქამდე 2023 წლის მარტში სრული დომინაციით დაამარცხა.

რუსმა მებრძოლმა, თავისმხრივ, მერაბთან გასამართ ორთაბრძოლამდე 3-მოგებიანი სერია მიაყოლა. ქართველთან დამარცხების შემდეგ, იანმა სონგ იადონგი, დევისონ ფიგერედო და მარკუს მაკგი დაამარცხა. სამივე მათგანთან რუსმა მებრძოლმა მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით იმარჯვა.

დვალიშვილი vs იანი 2 – UFC 323

UFC-ის ქართველი ვარსკვლავი საკუთარ დივიზიონში და სპორტში ისტორიის წერას აგრძელებს და დაუჯერებელ რეკორდებს ამყარებს.

ამჯერად მერაბ დვალიშვილის მიზანი 1 წელში საჩემპიონო ქამრის 4-ჯერ დაცვაა, რაც აქამდე UFC-ის არც ერთ მებრძოლს გაუკეთებია.

მერაბ დვალიშვილმა საჩემპიონო ქამარი შომ ო’მალის წინააღმდეგ მოიპოვა და შემდეგ პირველი ქამრის დაცვა რუსი უმარ ნურმაგომედოვის წინააღმდეგ ჰქონდა.

უმარის დამარცხების შემდეგ მერაბი კვლავ შონს მოუბრუნდა და რემატჩშიც დომინანტური გამარჯვება მოიპოვა. ბოლოს კი კორი სენდჰეგენთან 5-რაუნდიან ბრძოლაში მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მოიგო.

ქართველმა ამ სვლის დროს UFC-ში არა ერთი რეკორდი დაამყარა. მათ შორის გამოსარჩევია ლეგენდარული ჟორჟ სენ-პიერის რეკორდის დამხობა, რომელსაც UFC-ში თეიქდაუნების რეკორდი ჰქონდა (90), მერაბმა ეს შედეგი უმართან ბრძოლაში გააუმჯობესა. ახლა ქართველს UFC-ში 117 თეიქდაუნი აქვს, რაც უბრალოდ წარმოუდგენელი შედეგია.

დვალიშვილი vs იანი 2 – საბრძოლო სტილები

კორი სენდჰეგენთან ბრძოლამ გვაჩვენა, რომ მერაბს მომატებული აქვს ყველა საბრძოლო კომპონენტში. განსაკუთრებით ეს დგომში გამოჩნდა, როდესაც მეორე რაუნდში მერაბმა ამერიკელი ნოკდაუნში გაუშვა და ახლოს იყო ნოკაუტით გამარჯვებასთან.

გარდა ამისა, მერაბი აბსოლუტურად სხვა დონეზეა საბრძოლო ტემპის კონტროლის მხრივ და უდავოა, რომ არა მხოლოდ დივიზიონში, არამედ სპორტში საუკეთესო კარდიო აქვს.

რაც შეეხება პიოტრ იანს, მისი სტილი კრივია, არის კარგი ტაიკვანდოს მებრძოლი და უპირატესობები ძირითადად დგომში აქვს.

ბოლო ბრძოლებში გამოჩნდა, რომ იანი ელიტარული სტრაიკერია და ფეხზე მეტოქისთვის დიდი ზიანის მიყენება შეუძლია.

პირველ ბრძოლაში პიოტრ იანის წინააღმდეგ მერაბს 49 წაქცევის მცდელობა ჰქონდა, რაც UFC-ში აბსოლუტური რეკორდია. ქართველმა მაშინ რუსი მებრძოლის წაქცევა 11-ჯერ მოახერხა.

კორი სენდჰეგენთან ბრძოლის წინ მერაბმა სეტანტა სპორტსის კომენტატორთან, მინდია წიკლაურთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ ის ყველა საბრძოლო კომპონენტში პროგრესირებს და ბრძოლიდან ბრძოლამდე უფრო ძლიერი ხდება.

უდავოა, რომ დეკემბერში პიოტრ იანის წინააღმდეგ დაუღლელ, შეუჩერებელ მერაბს ვიხილავთ, თუმცა მანამდე არის საბრძოლო კემპი, რომელსაც მერაბი მალე დაიწყებს.

დვალიშვილი vs იანი 2 – UFC 323

სხვა ბრძოლები

დვალიშვილისა და იანის ქარდზე თანამთავარი ორთაბრძოლა იქნება უმსუბუქეს წონით კატეგორიაში, სადაც ერთმანეთს მოქმედი ჩემპიონი ალეხანდრე პანტოჟა ჯოშუა ვენს დაუპირისპირდება.

პანტოჟამ თავისი საჩემპიონი ქამარი აქამდე ოთხჯერ დაიცვა – ბრენდონ როივალის, სტივ ერსეგის, კაი ასაკურას და კაი კარა-ფრანსის წინააღმდეგ.

მთავარ ქარდზე ქალთა უმსუბუქეს წონაში იბრძოლებენ მეისი ბარბერი და კარინე სილვა, რაც სავარაუდოდ, სატიტულო ბრძოლაზე გამსვლელი ჩხუბი იქნება.

მერაბის წონაში შედგება საინტერესო ორთაბრძოლა ყოფილ ჩემპიონ ჰენრი სეხუდოსა და პეიტონ ტალბოტს შორის. მთავარი ქარდი კი იან ბლაჰოვიჩისა და ბოგდან გუსკოვის ბრძოლით გაიხსნება.

უცნაურია, თუმცა პრელიმ ქარდზე ვიხილავთ UFC-ის ყოფილ ჩემპიონ ბრენდონ მორენოს, რომელიც იაპონელ ტაცურო ტაირას დაუპირისპირდება. ამ ბრძოლაში სანახაობა გარანტირებულია.

UFC 323, 6 დეკემბერი, T-Mobile-Arena

პრელიმი

ტერენს მაკენი – კრის დანკანი

გრენტ დოუსონი – მანუელ ტორესი

ბრენდონ მორენო – ტაცურო ტაირა

ფერს ზიამი – ნასირ სადიხოვი

მანსურ აბდულ-მალიკი – ანტონიო ტროსოლი

მთავარი ქარდი

იან ბლაჰოვიჩი – ბოგდან გუსკოვი

ჰენრი სეხუდო – პეიტონ ტალბოტი

მეისი ბარბერი – კარინე სილვა

ალეხანდრე პანტოჟა – ჯოშუა ვენი

მერაბ დვალიშვილი – პიოტრ იანი 2