სარჩევი
დოლიძე vs იმავოვი UFC 297 - პირდაპირ საქართველოდან | Setanta Sports
2024 თებ 03, 21:08 შშ
1 წუთის საკითხავი

რომან დოლიძე vs ნასურდინ იმავოვი – ივენთის მთავარი ბრძოლები 4 თებერვალს, 04;00 საათიდან დაიწყება. UFC FIGHT NIGHT-ის ლაივის ნახვა setantasports.com-ზე იქნება შესაძლებელი.

რომან დოლიძე, მერაბ დვალიშვილი და ილია თოფურია – თებერვალში UFC-ის ქართველი მერბძოლები მოწყენის საშუალებას არ მოგვცემენ.

რიგში პირველი რომან დოლიძის ბრძოლაა. UFC-ის საშუალოწონიანი ქართველი მებრძოლი ნასურდინ იმავოვის წინააღმდეგ იბრძოლებს.

საფრანგეთის სახელით მებრძოლი იმავოვი დივიზიონში მე-11 ადგილზეა, რომან დოლიძე კი – მე-8 პოზიციაზე.

28 წლის, წარმოშობით დაღესტნელი, მებრძოლის რეკორდი 12-4-0-ია. იმავოვი ოჯახთან ერთად 9 წლიდან საფრანგეთში ცხოვრობს და სწორედ ამ ქვეყანას წარმოადგენს.

მისი ბოლო ორთაბრძოლა 2023 წლის 10 ივნისს კრის კერტსითან შედგა. ბრძოლა შეწყდა, რადგან მებრძლებით ერთმანეთს თავებით შეეჯახნენ.

მანამდე კი იანვარში იმავოვი შონ სტრიკლენდთან, მსაჯების გადაწყვეტილებით დამარცხდა.

რომან დოლიძის სტატისტიკა კი 12-2-0-ია. ორი კარიერული მარცხიდან დოლიძემ ერთი ბოლო ბრძოლაში, UFC 286-ზე განიცადა. ქართველმა მებრძოლმა მსაჯების გადაწყვეტილებით მარვინ ვეტორისთან ლონდონში წააგო.

დოლიძე vs იმავოვი – როგორ ვუყურო

ლას ვეგასში გასამართი UFC FIGHT NiGHT-ის მეინ ივენთი სწორედ დოლიძე vs იმავოვია. მთავარი ბრძოლები 04:00 საათიდან დაიწყება.

სრული ივენთის ხილვა მაყურებელს setantasports.com-ზე შეეძლება.