სარჩევი
2024 ივნ 17, 20:19 შშ
3 წუთის საკითხავი

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა და ნაკრების კაპიტანმა გურამ კაშიამ თურქეთთან მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართეს.

ნაკრების პრესკონფერენცია ხარვეზით დაიწყო, ამიტომ, ქართველ ჟურნალისტს მოუწია კითხვა სამჯერ გაემეორებინა. იკითხა ის, რაც ახლა ყველაზე მეტად აინტერესებს მთელ ქვეყანას, სანიოლის პასუხი კი მოკლე იყო.

ვილი სანიოლი: საბა (კვირკველია) მზად არის სათამაშოთ, კიტეიშვილი ჯერ ვერ დაგვეხმარება.

გურამ კაშია: არ ვიცი ნახეთ თუ არა ვიდეო ფინალის შემდეგ, გონების დაკარგვის ზღარზე ვიყავი. ძალიან ამაყი ვარ აქ ყოფნით. ყოველთვის მნიშვნელოვანია, როცა ქვეყნისთვის რაღაც ღირებულს აკათებ.

ჩვენ ვთქვით რომ ეს არ არის საკმარისი. ზეიმი შევწყვიტეთ, ემოციები გვერდზე გადავდეთ და ახლა საქმის დროა. ყველას ვაჩვენებთ რომ აქ ყოფნას ვიმსახურებთ.

ვილი სანიოლი: ფინალის შემდეგ რამდენიმე ფეხბურთელისთვის რთული იყო ყოველდღიურ ვარჯიშს დაბრუნებოდა. ემოცია, რა თქმა უნდა, თავის როლს თამაშობს. ახლა ფოკუსირება უნდა მოახდინონ თამაშებზე. შეკრების წინ მათ ვუთხარი რომ რთული იქნებოდა ბოლომდე მატჩებზე გადმორთვა, მაგრამ მათი დისციპლინით კმაყოფილი ვარ.

როცა საქართველოს ნაკრების მწვრთნელი ხარ მხოლოდ საქართველოზე უნდა ისაუბრო. მათ მეტი წნეხი აქვთ, ვიდრე ჩვენ. ქართველები მზად არიან საბრძოლველად. თურქეთის ძალაზე რომ დავიწყოთ საუბარი მთელი დღე აქ მოგვიწევს ყოფნა. კი ბატონო, თურქეთი კარგი გამოწვევაა ჩვენთვის.

გურამ კაშია: საქართველოში ხალხი მხოლოდ ფეხბურთზე საუბრობს, ჩვენს მიღწევებზე. ერთმა ბიჭმა რამდენიმე ათასი კილომეტრი სკუტერით გამოიარა რომ ჩვენთვის გზავნილი ჩამოეტანა. ეს ხარდაჭერა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

ჩემმა მეგობრებმაც დაზოგეს თანხა რომ აქ ყოფილიყვნენ, ასეთია საქართველო. ყველას ძალიან უყვარს ფეხბურთი. განასაკუთრებით ახლა როცა 30 წლის მერე ოცნება აგვიხდა. როგორც ქომაგები, ასევე ჩვენც, ფეხბურთელებიც მაქსიმალურად ვეცდებით რომ ვასახელოთ ჩვენი ქვეყანა.

ვილი სანიოლი: დიახ ჩვენ ხვიჩას ვიყენებთ სხვადასხვა პოზიციაზე, მაგრამ ეს განსხვავებული შემთხვევაა მისი კლუბისგან. ნაპოლის სხვა ტაქტიკური მოთხოვნები აქვს. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ის ყველგან სასარგებლოა.

რაც ხვიჩას თავს ხდება ეს მისი საქმეა. კარგ ხასიათზეა, მოტივაცია არ აკლია და მეც ზუსტად ეს მაინტერესებს. არა მგონია მასზე დიდ გავლენას ახდენდეს ის, რასაც ახლა ხალხი საუბრობს. როცა ასეთი კარგი ფეხბურთელი ხარ მომავალზე არ უნდა იდარდო. ამ ჩემპიონატის შემდეგ მას კიდევ უფრო დიდი პრესპექტივა ექნება.

ქართველ ქომაგებს ფილტრი არ აქვთ – ამიტომაც მომწონს ისინი ასე ძალიან. მათ ოცნებებს საზღვარი არ აქვს. ჯერ აქ მოხვედრაზე ოცნებობდნენ, ახლა კი მათი მოთხოვნები გაიზარდა. პრობლემა არ არის რომ უკვე გამარჯვებაზე მღერიან დორტმუნდის ქუჩებში, ეს ფეხბურთელებსაც კარგად განაწყობს.

ახლა ჩემს მომავალზე საუბრის დრო არ არის. ყოველ დღე ვსაუბრობ ლევან კობიაშვილთან. სიტუაცია აბსოლუტურად გასაგებია. ისინი აფასაბენ ჩემს გაწეულ სამუშაოს. მეც მსიამოვნებს მათთან მუშაობა. ეს მიქმნის იმის სურვილს რომ აქ მუშაობა გავაგრძელო,

ახლა ჩემს მომავალზე საუბრის დრო არ არის. ყოველ დღე ვსაუბრობ ლევან კობიაშვილთან. სიტუაცია აბსოლუტურად გასაგებია. ისინი აფასაბენ ჩემს გაწეულ სამუშაოს. მეც მსიამოვნებს მათთან მუშაობა. ეს მიქმნის იმის სურვილს რომ აქ მუშაობა გავაგრძელო, თუმცა, ახლა მომავალზე ვერ ვისაუბრებ.

მეტოქეზე როგორც წესი არ ვსაუბრობ. და არც ის მომწონს როცა ისინი სუაბრობენ ჩვენზე, მაგრამ ვიტყვი რომ ჩალხანოღლუ ძალიან მომწონს. ჯერ კიდევ გერმანიაში თამაშის დროიდან.

კიტეს გამოკლება ჩვენს გეგმას არ შეცვლის. უბრალოდ სხვა ფეხბურთელი ჩაანაცვლებს და ვითამაშებთ ისე, როგორც გუნდი ამას მიეჩვია. იმედი მაქვს მალე დაგვიბრუნდება.