სარჩევი
ვესტ ჰემი vs მანჩესტერი - პრემიერ ლიგის ტური შუა კვირაში | Setanta Sports

ვესტ ჰემი vs მანჩესტერი – წითელი ეშმაკები ზედიზედ მე-5 მოგებისთვის ვესტ ჰემი კი გასავარდნი ზონიდან ამოსასვლელად.

დღის სხვა შეხვედრებში ურთიერთობას, ჩელსი – ლიდსი, ტოტენჰემი – ნიუკასლი და ევერტონი – ბორნმუთი გაარკვევენ.

ასტონ ვილა – ბრაიტონი, კრისტალ პალასი – ბარნლი, მანჩესტერ სიტი – ფულემი, ნოტინგემი – ვულვზი, სანდერლენდი – ლივერპული – ეს მატჩები Setanta Sports-ის მაყურებელს უკვე ხვალ ელის. ხოლო ტურს ბრენტფორდი – არსენალი დახურავს.

უყურე TOP სპორტს setantasports.com-ზე

გამოიყენეთ ახალი პრომო კოდები და მიიღეთ ფასდაკლება setantasports.com-ზე, როგორც თვის, ასევე წლის გამოწერაზე.

NEWS26 და YEAR26 – ორივე პრომო კოდის გამოყენებისას 30 %-იან ფასდაკლებას მიიღებთ.

NEWS26 – თვის გამოწერა

YEAR26 – წლის გამოწერა

ფეხბურთი, კალათბურთი, MMA, ჩოგბურთი და ავტორბოლა – Setanta Sports-ის პლატფორმა სპორტის გამორჩეულ სახეობებს აერთიანებს.

პრემიერ ლიგა, ლა ლიგა, ლიგა 1, ბუნდესლიგა, სერია A, ჩემპიონთა ლიგა, ევროპა და კონფერენს ლიგები, თასები, საუდი პრო ლიგა, ფორმულა 1, UFC, NBA, ევროლიგა, უიმბლდონი და გამორჩეული მასტერსები – ამ და სხვა მსოფლიო სპორტის ტოპ ტურნირებს სწორედ setantasports.com-ზე შეგიძლიათ მიადევნოთ თვალ-ყური.

ვესტ ჰემი – მანჩესტერი

იქნება ზედიზედ 5 გამარჯვება მანჩესტერისთვის? ამ კითხვას პასუხი ლონდონის აღმოსავლეთ ნაწილში გაეცემა.

თუკი მანჩესტერი შეძლებს და ჩაქუჩებს მათსავე მოედანზე დაამარცხებს, ეს ბოლო 2 წელიწადში მოგებათა პირველი 5-მატჩიანი სერია იქნება.

ბოლოს ასეთი სვლა წითელ ეშმაკებს პრემიერ ლიგაში 2024 წლის თებერვალში, 723 დღის წინ იყო.

ტოტენჰემის დამარცხების შემდეგ მანჩესტერმა ოთხეულში ადგილი გაიმყარა, თანაც ლივერპულის სიტისთან მარცხმა ინდუსტრიული დერბის გუნდებს შორის სხვაობა 5 ქულამდე გაზარდა.

წყვილში ფავორიტი ცხადია მანჩესტერია, თუმცა ვესტ ჰემს სამი ქულა ჰაერივით სჭირდება. სამშვიდობომდე და მე-17 ადგილამდე, რომელსაც ნოტინგემი იკავებს, სხვაობა 3 ქულაა. არადა 1 თვის წინ ფორესტსა და ვესტ ჰემს შორის ქულებში განსხვავება 15 ქულას შეადგენდა.

შესაბამისად, ლონდონ სთედიუმზე უშეღავათო ბრძოლაა მოსალოდნელი, თანაც დამატებით ინტრიგას წყვილს ის ფაქტიც სძენს, რომ ერთმანეთს მაიკლ კერიკის საფეხბურთო კარიერის პირველი და ბოლო გუნდები უპირისპირდებიან.

თანაც ეს იმ ფონზე, რომ ბოლო 5 შეხვედრაში მანჩესტერს ვესტ ჰემი მხოლოდ 1-ელ ჰყავს დამარცხებული.

ჰო, 2024 წლის ოქტომბერში წამოწყებული კამპანია, რომელმაც ფრენკ ილეტი საქვეყნოდ ცნობილი გახადა, დღეს მანჩესტერის გამარჯვების შემთხვევაში დასრულდება. შეგახსნებთ, ილეტის დათქმის მიხედვით, ის თმას იქამდე არ შეიჭრის, სანამ მანჩესტერი ზედიზედ 5 გამარჯვებას არ იზეიმებს.