სარჩევი
ვერდერი vs ჰაიდენჰაიმი - ბუდუ ბრემენში, მუსიკოსებთან | Setanta Sports

ვერდერი vs ჰაიდენჰაიმი – ბუდუ ზივზივაძე ბუნდესლიგის მე-17 ტურს ვეზერშტადიონზე ითამაშებს. მატჩის პირდაპირი რეპორტაჟის ხილვა 23:25 წუთიდან setantasports.com-ზე შეგეძლებათ.

ბუდუ ბუნდესლიგაში იმ ერთადერთ სტადიონს ესტუმრება, რომელზე მისვლაც სახმელეთოს გარდა, საწყლოსნო გზითაც შეიძლება.

ვერდერი vs ჰაიდენჰაიმი თანაც გასვლაზე, ბრემენში, ეს პირველი მეტ-ნაკლებად სერიოზული გამოცდა იქნება.

კი, არც უნიონ ბერლინია ცუდი გუნდი, თუმცა ბერლინელებს მწვრთნელი ახლახანს შეეცვალათ, თან იმ მატჩში როთე გააძევეს და ჰაიდენჰაიმის სათამაშო უპირატესობას ამან უფრო განაპირობა.

ვერდერი vs ჰაიდენჰაიმი

დღეს კი სულ სხვა სცენარს ველით. წინა ტურში დამარცხებული, მაგრამ კარგ ფორმაში მყოფი ვერდერი, შინ რეაბილიტაციას ეცდება.

ოლე ვერნერის გუნდს ფელიქს აგუ და კეკე ტოპი ტრავმების გამო ვერ დაეხმარებიან. მთავარი დანაკლისი კი კაპიტანი მარკო ფრიდლია. კაპიტანი სამ მცველს შორის დგას ხოლმე და ბუდუსთვის მთავარი მეურვე უნდა ყოფილიყო. მის არყოფნაში ძირითადში, წესით, მილოშ ველიკოვიჩი დადგება.

ოლე ვერნერის გუნდმა დეკემბერში ოთხივე მატჩი მოიგო – 3 ბუნდესლიგაში, 1 კი – თასზე. წინა ტურში ლაიფციგთან 4-2 განცდილი მარცხი კარგა ხნის შემდეგ ვერდერისთვის პირველი იყო.

ბრემენელები ცხრილის ზედა ნაწილში იმყოფებიან და სეზონური მაჩვენებლები თომას შააფის საუცხოო გუნდის მსგავსი აქვთ. 2000-იანი წლების შუა მონაკვეთის შემდეგ ვერდერს ასეთი მაჩვენებლები არ ჰქონია.

რაც შეეხება ჰაიდენჰაიმს – ბუდუს გუნდმა უნიონ ბერლინთან 10-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა. ბოლოს ფრანკ შმიდტის გუნდს 10 სექტემბერს მოეგო.

ახლა ბადენ ვიუტემბერგელების მიზანი ერთმანეთზე ორი წაუგებელი მატჩის მობმაა. თანაც ეს იმ ფონზე, რომ მე-17 ტურის სასტრატო შეხვედრაში უახლოესმა მდევარმა ჰოლშტაინ კილმა დორტმუნდს სენსაციურად 4-2 მოუგო.

ჰაიდენჰაიმს ბუნდესლიგაში ვერდერისგან გოლი არასდროს გაუშვია. მეტიც, ბუნდესლიგა 2-იც უკეთესი სტატისტიკა ბუდუს გუნდს აქვს.

შესაბამისად, ვერდერი დღეს კიდევ უფრო მოტივირებული იქნება.

ვერდერი vs ჰაიდენჰაიმი მატჩის პირდაპირი რეპორტაჟის ხილვა setantasports.com-ზე 23:25 წუთიდან შეგეძლებათ. მატჩის კომენტატორები გიორგი ფულარიანი და მე ვიქნებით.

setantasports.com-ზე ფასდაკლების მისაღებად შეგიძლიათ პრომო კოდები გამოიყენოთ.

NEWS25 – ერთთვიან გამოწერაზე – 30%

YEAR25 – ერთწლიან გამოწერაზე – 30%

ასევე, კვლავ აქტიურია ძველი პრომო კოდებიც – NEWS24 და YEAR24, იდენტური 30%-იანი ფასდაკლების შეთავაზებით.

ბუნდესლიგის სატურნირო ცხრილი

ადგილიგუნდითამაშიმოგებაფრეწაგებაბალანსისხვაობაქულა
1ბაიერნი16123148:13+3539
2ლევერკუზენი17115141:23+1838
3აინტრახტი17103440:24+1633
4ლაიფციგი1693428:22+630
5მაინცი1784530:21+928
6ვოლფსბურგი1783638:29+927
7ფრაიბურგი1783625:30-527
8შტუტგარტი1675430:25+526
9დორტმუნდი1774632:29+325
10ვერდერი1674528:29-125
11ბორუსია მიონხენგლადბახი1773726:26024
12უნიონ ბერლინი1645714:21-717
13აუგსბურგი1644817:33-1616
14ზანქტ პაული16421012:20-814
15ჰოფენჰაიმი1635820:29-914
16ჰაიდენჰაიმი16411120:33-1313
17ჰოლშტაინ კილი17321225:43-1811
18ბოხუმი*16231213:37-248

*ამ ცხრილში ბოხუმს უნიონ ბერლინთან მინიჭებული ტექნიკური მოგება კვლავ ეთვლება, თუმცა უნიონი ვერდიქტს ასაჩივრებს. მანამდე მატჩის ანგარიში 1-1 იყო.