სარჩევი
ანატოლი ტიმოშჩუკი სანქცირებულია | Setanta Sports
2023 იან 08, 14:43 შშ
2 წუთის საკითხავი

ტიმოშჩუკს 10 წლის განმავლობაში უკრაინაში შესვლა აეკრძალა. ასევე გაყინული ყველა მისი აქტივი და უფლება ქონებაზე. უკრაინელი რუსეთს ისევ არ ტოვებს.

საშობაო საჩუქარი ანატოლი ტიმოშჩუკსა და კიდევ 118 ადამიანს რუსეთში უკრაინიდან. ვოლოდიმირ ზელენსკიმ სანქციების პაკეტს ხელი მოაწერა.

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის უწყების მიერ სანქციების ინიცირებული პაკეტი ძალაში შევიდა.

რას ითვალისწინებს სანქციები

ოკუპანეტების მხარდაჭერის, დუმილისა და კვლავინდებურად რუსეთში დარჩენის გამო უკრაინის ნაკრების ექს კაპიტანს შემდეგი შეზღუდვები დაუწესდა:

  • 10 წლის განმავლობაში ტიმოშჩუკი უკრაინის ტერიტორიაზე ვერ შევა
  • ჩამოერთვა ყველა სახის სახელმწიფო ჯილდო
  • ჩამოერთვა უფლება ყველა ქონებრივ აქტივზე
  • დაიბლოკა ყველა მისი ფინანსური აქტივი

ერთი თვით ადრე ანატოლი ტიმოშჩუკი რუსეთის 55 მოქალაქესთან ერთად უკრაინის რადამ სანქცირებულთა კიდევ ერთ სიაში შეიყვანა.

ანატოლი ტიმოშჩუკი - ზენიტის მთავარი მწვრთნელის ასისტენტი | Setanta Sports
ანატოლი ტიმოშჩუკი – ზენიტის მთავარი მწვრთნელის ასისტენტი

უკრაინის ფედერაციის გადაწყვეტილება

მანამდე უკრაინის ფეხბურთის ფედერაციამ ექს კაპიტანი ვეტერანი ფეხბურთელების სიიდან ამოიღო. მას ჩამოართვეს ყველა სახის ჯილდო, რაც კი უკრაინული ფეხბურთის მმართველი ორგანოსგან ჰქონდა მიღებული.

ტიმოშჩუკის ისტორია

ლუცკში დაბადებული ანატოლი ტიმოშჩუკი რუსეთში, ზენიტის მაისურით 2007-2009 და 2013-2015 წლებში თამაშობდა.

2017 წლიდან მოყოლებული ის ზენიტის სტრუქტურაშია, დღეს კი ოკუპანეტების ჩრდილოეთის დედაქალაქის გუნდში მთავარი მწვრთნელის, სერგეი სემაკის ასისტენტია. საინტერესოა, რომ რუსი სემაკიც ახალგაზრდულ კარიერას ლუჰანსკის საფეხბურთო სკოლაში იწყებდა.

რუსული ოკუპაცია, დუმილი და კარმა

24 თებერვალს რუსეთის ფართომასშტაბიანი ომის წამოწყების შემდეგ ოკუპანტი ქვეყანა არაერთმა უკრაინელმა დატოვა. მათ შორის მწვრთნელებმაც.

ტიმოშჩუკი კი დარჩა, თანაც იმ ფონზე, როდესაც მისი მამა უკრაინის სამხედრო ძალებში ჩაეწერა.

ამას გარდა ბოლო 1 წლის განმავლობაში ვეტერანმა ფეხბურთელმა ორ ამხანაგურ შეხვედრაშიც მიიღო მონაწილეობა.

ტიმოშჩუკთან მიმართებაში კარმა რომ მუშაობს, წერდა უკრაინული მედია. 31 მარტს ‘ტოლიკი’ ავტოავარიაში მოხვდა. შემთხვევა მსუბუქი იყო და ტიმოშჩუკს მხოლოდ რამდენიმე ვარჯიშის გამოტოვება მოუხდა.

1 დღით ადრე მის დაბადების დღეზე მწვრთნელს ლუცკის საპატიო მოქალაქის წოდება და უკრაინის ტერიტორიაზე FIFA-ს PRO ლიცენზიაც ჩამოართვეს.

თავად ვეტერანი ფეხბურთელი კვლავ დუმს. უკრაინა კი რუსეთის თავდასხმას 9 თვე და 2 კვირაა რაც იგერიებს.