სარჩევი
2022 ნოე 28, 18:02 შშ
1 წუთის საკითხავი

„ნეიმარის წინააღმდეგ ხშირი უხეში თამაში უნდა დასრულდეს!“ – თქვა ბრაზილიის ნაკრების თავკაცმა ტიტემ. სათამაშო სტილიდან გამომდინარე ნეიმარს ყოველთვის ბევრი ხვდება ფეხებში, თუმცა, ისიც სათქმელია, რომ ათლეტურობით არასდროს გამოირჩეოდა და ტრავმებსაც მარტივად იღებს.

სერბეთთან მატჩის მე-80 წუთზე ბრაზილიელთა ლიდერი შეცვალეს, ისჯდა სკამზე თვალცრემლიანი, შემდეგ ფოტოც გაავრცელა სადაც კარგად ჩანს ტრავმის სიმძიმე, ნეიმარის კოჭი საგრძნობლად იყო შესიებული.

„თუ გინდათ, რომ ფეხბურთი ზეიმად იქცეს, მაშინ დარღვევებს ყურადღება უნდა მიაქციოთ. ისინი კონკრეტული ფეხბურთელის წინააღმდეგ უხეშობენ, ეს უნდა დასრულდეს“, – ამბობს ტიტე.

2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატიდან მოყოლებული, ნეიმარის წინააღმდეგ 53-ჯერ დაარღვიეს, რაც რეკორდული მაჩვენებელია. სერბეთთან მატჩში ნეიმარის წინააღმდეგ წესები ცხრაჯერ დაარღვიეს. რაც კატარის ჩემპიონატი დაიწყო არავის წინააღმდეგ ამდენჯერ წესები არ დარღვეულა.

ნეიმარი ჯგუფური ეტაპის დარჩენილ ორ მატჩს გამოტოვებს, თუმცა, ტიტე დარწმუნებულია, რომ გუნდს პლეიოფებში შეურთდება.

„მჯერა, რომ ნეიმარი და დანილო ჩემპიონატის მიმდინარეობისას დაგვიბრუნდებიან, სხვას ვერაფერს ვიტყვის“.

ბრაზილია მეორე წრეში შვეიცარიის ნაკრებს დაუპირისპირდება. მსოფლიო ჩემპიონატებზე ამ ნაკრებებს ორჯერ უთამაშიათ, 1950 სა და 2018 წელს, ორივე მატჩი ყაიმით დასრულდა, 2:2 და 1:1.