სარჩევი
2022 დეკ 10, 13:35 შშ
1 წუთის საკითხავი

ყველაფერი კარგად მიდიოდა, ბრაზილია მთავარი ფავორიტი იყო, მაგრამ ეს ფეხბურთია. ბრაზილიამ ბევრი მომენტი ვერ გამოიყენა, ტიტემ სწორი ცვლილებები ვერ განახორციელა, ხორვატიამ ბოლო წუთებზე შეძლო გათანაბრება და იმ ერთადერთ შანნს ჩაეჭიდა, რომელიც ამ შეხვედრაში მიეცა. დალიჩიც ხომ ამას ამბობდა მატჩის წინ, ბრაზილია ფავოროტია, თუმცა, არ გვეშინია, შანსი მოგვეცემა და უნდა გამოვიყენოთო. ასეც მოხდა.

ტიტემ თავი ამოწურა. მსოფლიო ჩემპიონობა ვერ შეძლო, იმედგაცრუებული დარჩა, ისევე როგორც მთელი ქვეყანა. წინასწარვე ჰქონდა გადაწყვეტილი, რომ წარუმატებლობის შემთხვევაში ნაკრებს დატოვებდა, დიდი ალბათობით, მოგების შემთხვევაშიც წავიდოდა. წასვლასაც გააჩნია, გამარჯვებული რომ მიდიხარ სულ სხვა ამბავია, ტიტე დამარცხებული წავიდა.

მტკივნეული მარცხი იყო, ახლა წასვლის დროა“, – თქვა მატჩის შემდეგ ტიტემ, რომელმაც ექვსი წელი დაჰყო ბრაზილიის ნაკრებში.

ტიტეს მის გაწეულ სამუშაოზე დაეკითხნენ, – „ახლა არ ვარ იმ პოზიციაში, რომ ამაზე კომენტარი გავაკეთო, დრო ყველაფერს გამოაჩენს“.

კითხვები დაისხვა ნეიმართან მიმართებითაც, ნეიმარი ჯერ კიდევ არ არის იმ ასაკში, რომ ნაკრებიდან წავიდეს, თუმცა, მის შემთხვევაში ინდივიდუალურად მოგვიწევს მსჯელობა, ჩვენ მოდრიჩის, მესის, ან რონალდუს მსგავს დისციპლინირებულ ფეხბურთელზე არ გვაქვს საუბარი, ნეიმარი არასდროს იცავს სპორტულ რეჟიმს და ხშირად ტრავმიანობს, რაც გვაფიქრებინებს, რომ ოთხი წლის მერე ძალიან გაუჭირდება სათანადო ფორმაში ყოფნა.

ჯერ ვერაფერს ვიტყვი, კარგად დაფიქრება მმართებს“, – თქვა ნეიმარმა სანაკრებო კარიერის დასრულების შესახებ.

ნეიმარი პელეს გაუთანაბრდა, 77-ე სანაკრებო გოლი შეაგდო. ერთი ნაბიჯიც და ბრაზილიის ნაკრების ისტორიაში საუკეთესო მეგოლე გახდება, რაც ძალიან დიდი ამბავია, შესაძლოა, ეს გახდეს მოტივაცია, რომ კიდევ ითამაშოს ეროვნულ ნაკრებში.

ნაკრების კარს არ ვხურავ, თუმცა, 100%-ით ვერ დაგპირდებით, რომ დავბრუნდები“, – ასეთი კომენტარი გააკეთა ნეიმარმა, რომელსაც სანაკრებო დებიუტი 18 წლის ასაკში ჰქონდა, – „რთულია სიტყვების მოძებნა ამ ყველაფრის გადმოსაცემად, საშინელი გრძნობაა, მე ვამაყობ ჩემი გუნდით, სამწუხაროა, რომ დავმარცხდით“.