შტუტგარტი vs ჰაიდენჰაიმი – ბუდუ ზივზივაძე ბუნდესლიგაში მე-4 მატჩს გამოტოვებს. ლუკას ნმეჩას მიყენებული ტრავმის შემდეგ ქართველი ფორვარდი რეაბილიტაციის ბოლო ეტაპზეა.
შტუტგარტი vs ჰაიდენჰაიმი – პირდაპირი რეპორტაჟი
ჰაინდეჰაიმი კვლავ ბუნდესლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის. ბადენ ვიუტენბერგის დერბის პირდაპირი რეპორტაჟი 22:30 წუთიდან დაიწყება. მისი ქართულენოვანი რეპორტაჟის კომენტატორები ოთარ ახსაბაძე და მე ვიქნებით.
ჩვენს პლატფორმაზე ფასდაკლების მისაღებად შეგიძლიათ, პრომო კოდები NEWS25 ან YEAR25 გამოიყენოთ.
NEWS25 – ერთთვიან გამოწერაზე – 30%
YEAR25 – ერთწლიან გამოწერაზე – 30%
პროცესი ამ ორი ბანერიდან სასურველზე ხელის დაჭერითაც შეგიძლიათ დაიწყოთ.
ამასთან, ძველი პრომო კოდები – NEWS24 და YEAR24 კვლავ აქტიურია.
შტუტგარტი vs ჰაიდენჰაიმი
შტუტგარტი ბუნდესლიგაში ბოლო ტურებს ფაქტობრივად უმოტივაციოდ ხვდება. სებასტიან ჰიონესის გუნდი მე-11 ადგილზეა, ჩემპიონთა ლიგის ზონას 8 ქულით ჩამორჩება, ხოლო მე-15 ადგილს 11 ქულით უსწრებს.
სამაგიეროდ შვაბები DFB პოკალის ფინალში არიან, სადაც მეტოქე მესამე ლიგელი არმინია ბიელეფელდი იქნება. შესაბამისად, სწორება ჰიონესის გუნდს თასის ფინალზე ექნება.
ეს კი ჰაიდენჰაიმის შესაძლებლობაა ბოხუმთან უპირატესობა გაზარდოს, ან მინიმუმ შეინარჩუნოს.
ტურის წინ ფრანკ შმიდტის გუნდი კვლავ მე-16 ადგილზეა და მე-17 ადგილზე მყოფ ბოხუმს 2, ხოლო ბოლოადგილოსან ჰოლშტაინ კილს 3 ქულით უსწრებს.
წინა ტურში ბაიერნთან 0:4-ის წაგების შემდეგ ბუდუს გუნდის ბურთების ბალანსი გაუარესდა, თუმცა ბოხუმსა და კილთან კვლავ უპირატესობა აქვს.
რაც შეეხება ურთიერთშეხვედრებს ჰაიდენჰაიმს შტუტგართან, სხვებთან შედარებით კარგი სტატისტიკა აქვს. გამართული შვიდი მატჩიდან შმიდტის გუნდს 2 მოგება, 2 ფრე და 3 მარცხი აქვს.
ბუდუს გარდა შტუტგარტი vs ჰაიდენჰაიმი მატჩს, სტუმართაგან მათიას ჰონზაკიც გამოტოვებს. მასპინძელთა დანაკლისი კი უფრო სოლიდურია – ლეველინგი, ელ ბილალ ტურე, ნარტეი, ჩასე, დიელი და ზაგადუ ჰიონესის გუნდს ვერ დაეხმარებიან.
ამავე ტურში ბოხუმი შინ უმოტივაციო უნიონ ბერლინს უმასპინძლებს, ხოლო ჰოლშტაინ კილი ასევე შინ ევროთასებისთვის მებრძოლ მიონხენგლადბახთან ითამაშებს.
უკვე მომდევნო ტურში ჰაიდენჰაიმი vs ბოხუმი 6-ქულიანი შეხვედრა გაიმართება, რომელიც მეტწილად, გადაწყვეტს მე-16 ადგილის ბედს.