სარჩევი
2024 ივნ 05, 15:23 შშ
1 წუთის საკითხავი

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა, სომხეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ, არმენ მელიკბეკიანთან ერთად პრესკონფერენცია გამართა და სიახლის შესახებ გვამცნო – მეზობელმა ქვეყნებმა ერთობლივი განაცხადი შეიტანეს ევრო 2029 წლის 20-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობის შესახებ.

ორი მეგობარი ქვეყანა, ორი მეზობელი ქვეყანა, საფეხბურთო ისტორიით მდიდარი ქვეყნები განვაცხადებთ, რომ შევიტანეთ განაცხადი ევრო 2029 წლის, 20-წლამდელთა ჩემპიონატის მასპინძლობის შესახებ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ტურნირი და მიხარია რომ ერთობლივად ვიმუშავეთ ამაზე. სულ მალე ოფიციალურად შევიტანთ განაცხადს. გარკვეული გამოცდილება მსგავსი ტურნირის მასპინძლობისა უკვე გვაქვს, ასე რომ იმედი მაქვს გავიმარჯვებთ და ვუმასპინძლებთ ევროპის ჩემპიონატს“, – თქვა პრესკონფერენციაზე ლევან კობიაშვილმა.

კობიაშვილმა გამოცდილება ახსენა – 2023 წელს საქართველომ და რუმინეთმა ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატს უმასპინძლეს. მატჩები საქართველოს სამ ქალაქში ჩატარდა, ორგანიზების მხრივ ყველაფერმა კარგად ჩაიარა.

ასე რომ, შანსი მართლაც არსებობს შეტანილ განაცხადს დასტური მოჰყვეს. მეზობელმა ქვეყნებმა თუ კარგად გაართვეს თავი დავალებას, მერე უფრო წინაც შეიძლება გახედვა.