საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფლეიოფისთვის ცნობილია. ვილი სანიოლმა ყველა იმ ფეხბურთელის ვინაობა პრესკონფერენციაზე გაასაჯაროვა, რომელიც ლუქსემბურგთან მატჩისთვის მოემზადება.
ნაკრებში დაბრუნდა ჯაბა კანკავა. ჯვაროსნების ცენტურიონის ნაკრებში დაბრუნების ინიციატორი ვილი სანიოლი იყო. ასეთივე სურვილი ჰქონდა კანკავასაც.
ნაკრების ბირთვიდან, 26-კაციან სიაში ვერ ვხედავთ ირაკლი აზაროვს და საბა ლობჟანიძეს. აზაროვის შემთხვევაში სანიოლმა მიზეზი, ნაკრებში, დაცვაში, ირაკლის არასათანადო თამაშით ახსნა.
ხოლო ლობჟანიძის შემთხვევაში – საბას MLS-ში მატჩი ორშაბათს გამთენიისას აქვს, შესაბამისად, გვიან ჩამოვიდოდა და აღდგენას ვერ მოასწრებდა.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა
მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი, გიორგი ლორია, ლუკა გუგეშაშვილი.
მცველები: საბა კვერკველია, საბა საზონოვი, გურამ კაშია, გიორგი გველესიანი, ლაშა დვალი, ლუკა ლოჩოშვილი, ოთარ კაკაბაძე, ვლადიმერ მამუჩაშვილი, ლევან შენგელია, გიორგი წიტაიშვილი, გიორგი გოჩოლეიშვილი,
ნახევარმცველები: ოთარ კიტეიშვილი, ნიკა კვეკვესკირი, გიორგი ჩაკვეტაძე, სანდრო ალთუნაშვილი, გიორგი ქოჩორაშვილი, ანზორ მექვაბიშვილი, ჯაბა კანკავა,
თავდამსხმელები: გიორგი მიქაუტაძე, ბუდუ ზივზივაძე, გიორგი ქვილითაია, ზურიკო დავითაშვილი, ხვიჩა კვარაცხელია.
საქართველო vs ლუქსემბურგის მატჩი 21 მარტს, დინამო არენაზე, 21:00 საათზე დაიწყება. წყვილის გამარჯვებული, ფლეიოფის ფინალში საშიანო სტადიონზე, საბერძნეთი-ყაზახეთის წყვილის მოგებულს ეთამაშება.