სარჩევი
საქართველო vs ტაილანდი - ტაილანდის პრესკონფერენცია | Setanta Sports

საქართველო vs ტაილანდი პრესკონფერენცია – ამხანაგური მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, 12 ოქტომბერს 20:00 საათზე გაიმართება. ერთმანეთის პირისპირ, გუნდები ისტორიაში პირველად ითამაშებენ.

მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა ტაილანდის ნაკრებმა. მათი მთავარი მწვრთნელი, ბრაზილიაში დაბადებული გერმანული ფესვების ექს ფეხბურთელია.

ალექსანდერ პიოლკინგს გერმანიასა და კვიპროსზე უთამაშია, მწვრთნელის რანგში კი პირველად ტაილანდში 11 წლის წინ აღმოჩნდა.

საქართველო vs ტაილანდი – ტაილანდის პრესკონფერენცია

“გმადლობთ, მიღებისთვის. საქართველოსთან თამაში ჩვენთვის მნიშვენლოვანი გამოცდაა. საქართველოს წარსულშიც და ახლაც გამორჩეული ფეხბურთელები ჰყავს.

გერმანიიდან კობიაშვილი და სხვები მახსოვს. გვსურს, გავიგოთ, ასეთ მოწინააღმდეგესთან როგორ ვითამაშებთ და საკუთარი შესაძლებლობები გამოვცადოთ. ვეცდებით კარგი თამაში ვაჩვენოთ.

11 წელია ტაილანდში ვარ. მწამს, ამ დროის განმავლობაში, ფეხბურთი ტაილანდში გაიზარდა და კვლავ ვითარდება.

ახალგაზრდა ფეხბურთელები უფრო და უფრო პროფესიონალები ხდებიან. საქართველოს მსგავს მძლავრ ოპონენტებთან თამაში ზრდაში დაგვეხმარება.

ბოლო ორმა წელმა გვაჩვენა, რომ განვითარების სწორ გზაზე ვართ იმ მიზნისკენ, რომელიც პირველ ეტაპზე, აზიაში საუკეთესოობას გულისხმობს. ჩვენი მიზანი მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშია. ვმუშაობთ და ვვითარდებით.

კვარაცხელიას რთულად წარმოსათქმელი გვარი აქვს, თუმცა თამაშით ნამდვილად დასამახსოვრებელია. მისი სტილი მართლაც წააგავს ბრაზიულიურს. დიდებული ბალანსი აქვს. მისი შედარება ნეიმართანაც კი შეიძლება.

ვიცით, რომ მასთან თამაში ადვილი არ არის. მის წინააღმდეგ ფეხბურთელები დიდ გამოცდილებას მიიღებენ.

საქართველოში შედარებით უფრო გრილა, რაც ნამდვილად მენატრებოდა. მეგობრული ხალხი, სამზარეულო – ამ ყველაფრის გამორჩევა შემიძლია”.

ალექსანდერ პიოლკინგი – ტაილანდის ნაკრების მწვრთნელი

საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პრესკონფერენცია 18:00 საათიდან დაიწყება.

მანამდე კი შეგიძლიათ, თვალი გადაავლოთ, თუ რა თქვა ვილი სანიოლმა მედიასთან შეკრებამდე დაწყებულ შეხვედრაზე.