რაღა დარჩა, ვიწყებთ! 2024-25 წლების სეზონი Setanta Sports-ის პლატფორმასა და არხებზე უკვე იწყება. ახალი სეზონი, ახალი გამოწვევებს ნიშნავს, როგორია სამზადისი რეგიონის ყველაზე დიდ სპორტულ მედიაში, უდავოდ საინტერსოა.
გახურდი 2024-25 სეზონისთვის
ვფიქრობთ, რომ ახალი საფეხბურთო სეზონის დაწყებამდე “გახურება” მხოლოდ მოთამაშეებს არ სჭირდებათ! სპორტში ჩართული ყველა რგოლი დატვირთული წლისთვის თავისებურ მოსამზადებელ პროცესს გადის.
მათ შორისაა Setanta Sports-ის მთელი გუნდი რომელიც, ტრადიციულად, მომავალ სეზონზე ფიქრს, წლის ბოლო თამაშის დასრულებისთანავე იწყებს! Setanta Sports-ში ხშირად ხუმრობენ, რომ ჩვენი ახალი წელი საფეხბურთო სეზონის დაწყებაა. მატჩებს და შემდეგ მათ გახურებას, ისეთივე მოლოდინით ვხვდებით როგორც 1-ელ იანვარს!
სეტანტური გახურების პროცესი, კომპანიის ყველა რგოლისთვის განსხვავებულია. იმისთვის, რომ ჩვენთვის საყვარელი საფეხბურთო წლის დაწყების მნიშვნელობას და მოლოდინებს ხაზი კიდევ ერთხელ გავუსვათ, გადავწყვიტეთ ჩვენს შიდა სამზარეულოში შეგახედოთ, კომენტატორების, კონტენტის, პროგრამირებისა და ტექნიკური გუნდის მოსამზადებელ პროცესებში ჩაგრთოთ და სეზონის პირველ მატჩებამდე თქვენთან ერთად გავხურდეთ!
Setanta Sports – კომენტატორები
დავიწყოთ ჩვენი ხმით. იმ ადამიანებით, რომლებიც Setanta Sports-ს ახმოვანებენ, და თქვენთვის ფეხბურთის ყურების განსაკუთრებულ, ახლებურ გამოცდილებას ქმნიან.
კომენტატორების რამდენიმე ენოვან გუნდს ალექსანდრე გაბრიჩიძე უკვე რამდენიმე წელია ხელმძღვანელობს. Setanta Sports-ის ერთ-ერთი უპირატესობა სწორედ საყვარელი სპორტის მშობლიურ ენაზე ყურების შესაძლებლობაა.
სხვადასხვა ენოვან გუნდთან მუშაობა, ბევრ შესაძლებლობასთან ერთად მრავალ გამოწვევასთანაც ასოცირდება. კომენტატორების გახურების პროცესზე გაბრო მოგვიყვება!
ერთი სეზონის დასასრული, მომენტალურად, მეორის დასაწყისისთვის მზადებას რომ ნიშნავს, პირველი რესპოდენტისგანვე ნათელი ხდება.
ცხადია, სეზონის მიმდინარეობისას კომენტატორების მზადების პროცესი, ლაივების გრაფიკიდან გამომდინარე, უფრო ინტენსიურია, თუმცა სეზონებს შორის პერიოდში მზადებას არცერთი მათგანი წყვეტს. ეს საქმისადმი პროფესიონალური მიდგომის ჩვეული შემადგენელი ნაწილია. რაც შეეხება ფორმას, ფეხბურთელების მსგავსად, კომენტატორებსაც სჭირდებათ დრო ფორმის ასაკრეფად, თუმცა ეს სეზონის სასტარტო ტურებშივე ხდება.
2024-25 წლების სეზონი იმითაც იქნება გამორჩეული, რომ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების უფრო მეტ მატჩს ვნახავთ Setanta Sports-ზე. ცხადია, ეს სეზონს გამორჩეულს ელფერს შესძენს.
მოლოდინით ყველა ტოპ ლიგის თუ ტურნირის დაწყებას ველოდები, თუმცა ბუნებრივია, ყველაზე მეტად იმ ლიგას ველი, რომელზეც უფრო მეტად ვმუშაობ კომენტატორის რანგში, ეს პრემიერ ლიგაა.
ამ სეზონში მეტი ქართველი გვყავს, იმ ლიგებში, რომელსაც ვაშუქებთ და ვუყურებთ, ეს კი დამატებითი მოტივაციაა. ზოგადად კი, პარანორმალური გრაფიკიდან გამომდინარე, მეტად ველი როტაციას, შესაბამისად, განსხვავებული იქნება სეზონის სტარტიც, რადგან ამ ზაფხულს იყო ევროპის ჩემპიონატი, კოპა ამერიკა და ოლიმპიადა. ამას გარდა, მომავალი წლის ზაფხულში მსოფლიოს ახლებური საკლუბო ჩემპიონატიც იქნება, ეს კი გრაფიკს კიდევ უფრო დატვირთულს გახდის, შესაბამისად, საშუალო დონისა და წამყვან გუნდებში როტაცია გაიზრდება.
ბოლო ხანებში, საქართველოში ფეხბურთის მაყურებელისა და გულშემატკივრის რაოდენობა გაიზარდა. ეს კი დამატებითი პასუხისმგებლობაა, გააცნო და შეაყვარო ფეხბურთი ახალბედა გულშემატკივრებს.
როდესაც საკომენტატორო კაბინაში შევდივართ, ვფიქრობთ, ყველა ასაკისა და ცოდნის გულშემატკივარზე. ვცდილობთ, შესაბამისად იყოს დაბალანსებული რეპორტაჟიც.
ამას გარდა, ყოველი ახალი დიდი ფორუმი, და განსაკუთრებით ისეთი სიხარული, როგორიც საქართველოს ნაკრებმა ქვეყანას მოუტანა, ზრდის ფეხბურთში ჩართული ახალგაზრდების რაოდენობას. მომავალი სეზონი ამ მხრივაც გამორჩეული იქნება და ჩვენი გუნდი ამ პასუხისმგებლობასაც ნათლად იაზრებს.
ალექსანდრე გაბრიჩიძე
Setanta Sports – ტექნიკური დეპარტამენტი
ტექნიკური დეპარტამენტი და მისი თანამშრომლები ყველა broadcasting კომპანიის მთავარი ინსაიდერები არიან. რეალურად, არსად ჩანან, მაყურებლებს არც მათი ხმა ესმის, თუმცა სპორტის ყურების ხარისხიანი გამოცდილების შესაქმნელად მათი საქმე ფასდაუდებელია.
პულტის უამრავეკრანიან ოთახში ირაკლი მჟავია და მისი გუნდი უკვე არაერთი წელია Setanta Sports-ის სხვადასხვა სპორტული ღონისძიების პირდაპირ ეთერს კურირებს. მისი გუნდის საქმეზე სეტანტელებმაც მხოლოდ ის იციან რომ ბევრ ღილაკებთან მუშაობენ და live-ის ნებისმიერ პრობლემაზე დაუყონებლივ რეაგირებენ. ახალი სეზონის ტექნიკურ სიახლეებზე ირაკლისთნ ვისაუბრეთ.
ჩვენი გუნდის მოვალეობა სიგნალების მიღება, დამუშავება და მიწოდებაა. კომენტატორებს, ე.წ. ინტერსაუნდს ვაძლევთ შემდეგ რამდენიმე ენის გაერთიანება, ემბედირება ხდება და არსებულ სატელევიზიო არხებში იგზავნება, ქვეყნების მიხედვით. იგივე პროცესია ასევე OTT პლატფორმისთვის.
სეზონის უქონლობას ვგრძნობთ მხოლოდ იმით, რომ ლაივ სიგნალების რაოდენობა მცირდება, თორემ ჩვენი გუნდი მაყურებლისთვის მაუწყებლობას მუდმივად უზრუნველყოფს, 24/7-ზე, 365 დღე.
განსაკუთრებულად სეზონის დაწყებამდე რუტინა არ გვაქვს. ჩვენი საქმის სპეციფიკიდან გამომდინარე, კონტენტს ხარისხობრივად არ ვყოფთ. პირობითად, ნაკლებად პოპულარული სპორტის სახეობაც ისევე ხარისხიანად უნდა მივაწოდოთ მაყურებელს, როგორც ამას ყველაზე პოპულარულის შემთხვევაში ვაკეთებთ. ვფიქრობ, ოპერირების პირველივე დღიდან ჩემი გუნდი ამას ხარისხიანად აკეთებს, რასაც მაყურებელი ხედავს და აფასებს.
საქმის სპეციფიკის გათვალისწინებით, ტექნიკურ ჯგუფს ხშირად ტექნიკურ გამოწვევებთან გამკლავება უხდება. კითხვაზე – “რა ხდება მაშინ, როდესაც პირდაპირი რეპორტაჟებისას სიგნალის ან რაიმე სხვა სახის ტექნიკური ხარვეზია“, პასუხიც, თავიდან, მთლად “საეთერო” არ იყო.
ვფიქრობ, ამ კითხვაზე აკადემიური პასუხი შეუსაბამო იქნება. ვხუმრობ, ცხადია. ხარვეზებზე მყისიერი რეაგირება, სამუშაოს ჩვეული ნაწილია და მჯერა, ამ გამოწვევებს თავს კარგად ვართმევთ. რასაც მათ შორის, ტექნიკურ ბაზასთან ერთად გუნდის პროფესიონალიზმი და გამოცდილება განაპირობებს.
რაც შეეხება ქომაგობას – გაგიკვირდებათ და, ჩემი გუნდის წევრებისგან განსხვავებით ფეხბურთის და ზოგადად, სპორტის დიდი ქომაგი არ გახლავართ. თუმცა გაგეცინებათ და კერლინგი ჩემს განსაკუთრებულ სიმპატიას იწვევს და მაინცდამაინც სწორედ ეგ სპორტი არ გვაქვს.
თუმცა ცხადია, ისევე როგორც ყველა სხვა ქართველი, საქართველოს ეროვნული ნაკრებების, ყველა სპორტსა და დონეზე, ქომაგი გახლავართ. ცხადია, წელს განსაკუთრებული და დაუვიწყარი ემოციები გვქონდა, რომელიც საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა გვაჩუქა.
Setanta Sports – კონტენტი
Setanta Sports-ის კონტენტის გუნდის წევრებს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვენლოვანი ფუნქცია აქვთ – თქვენამდე მოიტანონ არა მარტო სხვადასხვა სახის სპორტული ინფორმაცია, არამედ ჩვენი თვალით დანახული ესა თუ ის მოვლენა.
შესაბამისად, არ გაგიკვირდებათ თუ გეტყვით რომ სანდრო ქავთარაძე, შეხვედრების სამ სხვადასხვა ოთახში, 3 სხვადასხვა შეხვედრას ერთდროულად ატარებს. ათობით სხვადასხვა სპორტულ ღონისძიებაზე, სიახლეებზე მუდმივ რეჟიმში დაკვირვება ქავთარას გუნდის ნამდვილი სუპერძალაა.
იმას თუ როგორ ახერხებენ თქვენამდე ცხელ-ცხელი ინფორმაციის საინტერესოდ მოტანას და რაზე ხურდებიან ახალი სეზონისთვის თვითონ სანდრო მოგვიყვება:
ახალი სეზონის სამზადისი, როგორც ყოველთვის, ინტენსიურია. ჩვენი გუნდის უცვლელი ამოცანა ახალ სეზონშიც, არაერთ ტერიტორიაზე, არაერთი სპორტისა და ლიგის, არამედ თითქმის ყველა გლობალური სპორტის, ყველაზე პოპულარული ლიგების სრულყოფილი დაფარვაა.
თან ძალიან ბევრ განსხვავებულ არხზე. სტანდარტი მაღალია, ჩვენი ნიშა აუდიტორიამდე ყველა არხის მეშვეობით მაქსიმალურად ხარისხიანი კონტენტის მიტანაა. შესაბამისად, ოპერაციული, კამპანიური, კომერციული – ყველანაირი მიმართულებით შესაბამის სამზადისს გავდივართ და ერთი სული გვაქვს სეზონის დაწყებამდე!
გეგმები? იმ მაღალი სტანდარტის შენარჩუნებასთან ერთად, რომელიც წლებია გვაქვს, მაქსიმალურად ვეცდებით ორიგინალური კონტენტის ხაზის გაძლიერებას.
საინტერესო კოლაბორაციებს, განახლებულ პორტფოლიოს YouTube-ის მიმართულებით და ჩვეულ მიკრო თუ „მაკრო“ კამპანიებს, რომელიც საუკეთესო ქართველი ათლეტებით დაწყებული, გლობალური ბლოკბასტერებით დასრულებული – ყველაზე საინტერესო სპორტულ მოვლენებს გააერთიანებს. TikTok-ის აუდიტორიისთვისაც, რომელიც ყველაზე „ახალგაზრდაა“, მჯერა ბევრი საინტერესო და სახალისო სიახლე გვექნება.
ტურების მიმდინარეობისას, ცხადია, მთავარი ყურადღება ლაივ ივენთებზეა, თუმცა კონტენტის გუნდის ერთ-ერთი საკვანძო ამოცანა, ამ ლაივებისთვის მომზადება და საინფორმაციო კალაპოტის შექმნაა. სანდროსთან ერთად იმის გავლა, თუ როგორ მუშაობს გუნდი ამ მიმართულებით საინტერესო იყო.
კონტენტის გუნდის სამუშაო რუტინა, სოც. მედიის გუნდთან ერთად, მართლაც 24-საათიან ჩართულობას მოიაზრებს. ჩვენს მხარეს მუდმივი მზაობაა იმისა, რომ სპორტის სამყაროში არსებული ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენები გავაშუქოთ – საამისოდ ჩვენი გუნდის წევრები მუდმივ რეჟიმში ეცნობიან ყველა რელევანტურ და გლობალურ საინფორმაციო საშუალებებს.
ერთმანეთისგან გამოსაყოფია პრე, LIVE და პოსტ კომუნიკაციები – სპორტული მოვლენების წინ ე.წ. Build-Up ფაზის შესაქმნელად კონტენტის გუნდი კვირაში რამდენჯერმე ხვდება და შემდგომ, გენერირებულ იდეებს მთელი კვირის განმავლობაში ჩვენს დიზაინ და პროდაქშენის გუნდებთან ერთად ამზადებს.
იგივე შეიძლება ითქვას პოსტ კომუნიკაციაზეც – აქ ერთმანეთს ერწყმის „პროექტირებული“ იდეები და წინასწარი გათვლები, ასევე, LIVE რეჟიმში მოვლენებზე დაკვირვებით და მათზე რეფლექსიით შექმნილი კონტენტი.
Setanta Sports-ს რომ საკუთარ საქმეზე უზომოდ შეყვარებული ადამიანები ქმნიან, ამაზე არაერთხელ გვისაუბრია. ამ ენთუზიაზმს დიდი მნიშვნელობა ენიჭება ქავთარას გუნდშიც.
სპორტის სიყვარული და ემოციების კონტროლის სირთულე? – ეს მაგარი კითხვაა და საკმაოდ სერიოზული პრობლემა, რომელსაც ვერაფერს ვუხერხებთ…
ეს ხუმრობით, თუმცა ზოგჯერ მართლა საცოდაობაა იმის ცქერა, თუ როგორ ამზადებს ვიდეო კრეატორი საყვარელი კარის გუნდში, მტრის ბანაკის ყველაზე უსიამოვნო წარმომადგენლის მიერ გატანილ სუპერ-გოლს და მერე, როგორ ნიშნის მოგებით გააქვს ეს გოლი მის მეტოქე ბანაკში მყოფ სოც. მედიის მენეჯერს.
პროფესიონალიზმის ხარჯზე, გუნდი მაქსიმალურადაა დაცლილი ტენდენციურობისგან და თუ რამეს სხვანაირად შეამჩნევთ, აუცილებლად გაგვიზიარეთ!!
სანდრო ქავთარაძე
Setanta Sports – პროგრამინგი
სეზონის დაწყების მომზადებისას ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული პროგრამირების დეპარტამენტია. თუ შემთხვევით, პროგრამინგის გუნდის სამუშაო სივრცეში მოხვდებით, აუცილებლად დაინახავთ, რამდენიმე სხვადასხვა ეკრანზე გახსნილ, excel-ის უშველებელ ფაილს, რომელიც სხვებისთვის გაუგებარი უამრავი მონაცემითაა სავსე.
შეიძლება მიმხვდარიყავით, რომ ეს ყველა ჩვენი პარტნიორი ლიგის მიერ მოწოდებული სათამაშო კალენდარი და უამრავი სხვა ინფორმაციაა, რომლის დამუშავება სწორედ გიორგი სილაგაძის გუნდის მოვალეობაა.
Setanta Sports-ის “Nerd”-ებად წოდებული პროგრამისტები, სეზონის დაწყებამდე ყველა საფეხბურთო ლიგასთან ინდივიდუალურად ურთიერთობენ. მათ მოთხოვნებს ითვალისწინებენ და საიტერესო კალენდრის შექმნაზე მუშაობენ. პროგრამირების გუნდის გახურების პროცესზე გიორგისთან ვისაუბრეთ:
სეზონის სამზადისი ისეთია როგორსაც მიჩვეული ვართ, დარტვირთული. ორიენტირება კი ძირითადად ახალი სეზონიდან მოსალოდნელ ცვლილებებზე ხდება. მაგალითად ისეთზე როგორიცაა, ახალი ფორმატი UEFA-ს ტურნირებზე.
ცხადია, ყველა რეგიონში სატელევიზიო თუ ციფრული ბადის შედგენა მაყურებელთა ინტერესის ირგვლივ ხდება. საფრანგეთის ჩემპიონატი ამის კარგი მაგალითია. წინა წლის აგვისტოს დასაწყისში სხვა მოცემულობა გვქონდა. გასული სეზონის სტარტზე ლიგა 1 ქართული აუდიტორიისთვის საინტერესო შედარებით ნაკლებად იყო. წელს, სიტუაცია აბსოლუტურად შეცვლილია. ცხადია ქართველი მაყურებელი ლიგა 1-ის მეტ მატჩს იხილავს Setanta Sports-ზე.
მომდევნო კითხვა პირად პრეფერენციებსა და საქმეში მის თავსებადობას შეეხებოდა.
პირადი პრეფერენციები ბადის დაგეგმვაზე გავლენას ცხადია არ ახდენს. ეს არაპროფესიონალური იქნებოდა. პროგრამინგის გუნდი საკმაოდ განსხვავებული სპორტული გემოვნებისა და ინტერესების მქონე წევრებითაა დაკომპლექტებული, სადაც გუნდურ მუშაობას დიდი ყურადღება ექცევა.
ნებისმიერი გადაწყვეტილების გამყარება არგუმენტირებულად ხდება. რაც შეეხება ემოციების კონტროლს – ეს ის საქმეა რომელიც პირველ რიგში, გვიყვარს და გვსიამოვნებს. როცა იმ საქმეს აკეთებ რომელიც გიყვარს, ყველაფერი უფრო მარტივი ხდება.
რაც შეეხება სეზონს – პირველ რიგში, პირადად მე, მოუთმენლად ველი მერაბ დვალიშვილის საჩემპიონო ქამარს. აქვეა ილია თოფურიას პირველი საჩემპიონო ქამრის დაცვაც. ველი წარმატებულ ასპარეზობას ქართველი ლეგიონერებისგან, რომელთა რიცხვმაც ევროპულ ჩემპიონატებში წელს შესამჩნევად იმატა. დაძაბულ და საინტერესო სეზონს ტოპ 5 საფეხბურთო ჩემპიონატში და, რა თქმა უნდა, ჩემპიონთა ლიგას ახალი ფორმატით.
გიორგი სილაგაძე
გიორგისთან ერთად პროგრამინგის გუნდიდან ბექა ესართიასაც გავესაუბრეთ.
გამორჩეული სეზონი უნდა გამოვიდეს. არაერთი ისეთი ივენთი გვაქვს წინ, აქედანვე რომ ბევრს გვეფიქრება – თუ როგორი იქნება ის დღე. ცხადია, ეს სეზონი ტოპ ლიგებში ქართველების სიმრავლით იქნება გამორჩეული.
საინტერესო იქნება UEFA-ს ტურნირები ახლებური ფორმატით. ლოგიკურად, ინტერესდაკარგული მატჩების რაოდენობა შემცირდება.
უშუალოდ სამუშაოს სპეციფიკას რაც შეეხება, განსაკუთრებით სასიამოვნოა, როდესაც შენს საქმეს ისეთ გუნდთან ერთად აკეთებ, რომელიც სპორტის ენთუზიასტებისგან და მოყვარულებისგან შედგება. შესაბამისად, საქმეც კიდევ უფრო საინტერესო ხდება.
ბექა ესართია
ამ სტატიაში კომპანიის მხოლოდ რამდენიმე დეპარტამენტია წარმოდგენილი. თუმცა დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ Setanta Sports-ის გუნდს პროფესიონალიზმის გარდა, სპორტის უზომო სიყვარული აერთიანებს. ეს კი ხარისხის წინაპირობაა.
Setanta Sports-ზე 2024-25 წლების სეზონი ამ უიქენდიდან იწყება. შესაბამისად, ყველა ტოპ ჩემპიონატისა და ტოპ ივენთის ერთად ყურებისა და საყვარელი გუნდის გულშემატკივრობისთვის ერთად უნდა მოვემზადოთ.
ამაში Setanta Sports-ის კამპანია ‘გახურდი’ დაგვეხმარება.
ავტორი – მართა ბოკუჩავა