ქართველების მიმართ ინტერესი გაიზარდა – ლევან მჭედლიძე

ლევან მჭედლიძე ინტერვიუ | Setanta Sports

ლევან მჭედლიძემ საფეხბურთო კარიერა ახლახანს დაასრულა. 2023 წლის ნოემბრის შემდეგ არც თუ დიდი დრო გავიდა და ლევანმა უკვე სერია A-ში კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელის ტრანსფერს შეუწყო ხელი.

საბა გოგლიჩიძე ემპოლის ფეხბურთელია. საქართველოს U21 ნაკრების მცველის ტრანსფერის გარდა, ლევან მჭედლიძეს არაერთ აქტუალურ თემაზე ვესაუბრეთ.

სრული ინტერვიუს ნახვას მაყურებელი Setanta Sports 1-ის პირდაპირ ეთერში, 18 იანვარს 22:00 საათზე შეძლებს.

ლევან მჭედლიძე საბა გოგლიჩიძის ტრანსფერზე

“მე და საბა გოგლიჩიძე თანაგუნდელები ვიყავით ტორპედოში. ამ ტრანსფერში როგორც მეგობარი, ისე ვიყავი ჩართული. თუმცა იარლიყივით შემრჩა აგენტის სტატუსი.

ემპოლის შემოთავაზება, რომ საბას სათამაშო დროს მისცემდა, ჩვენს ინტერესში შედიოდა და ამ ფაქტორს უპირატესი მნიშვნელობა ჰქონდა. თორემ ემპოლი ერთადერთი იტალიური კლუბი არ ყოფილა, რომელიც საბას ტრანსფერით დაინტერესებული იყო.”

არაევროკავშირელის სტატუსზე

“არაევროკავშირელის სტატუსმა ამ ტრანსფერის დროსაც შეგვაფერხა. ფინანსებზე უფრო დიდი მნიშვნელობა ამ ფაქტორს აქვს.

ძალიან დიდი ნდობაა საჭირო – საქართველოს ჩემპიონატიდან წაიყვანო ფეხბურთელი და კვოტა შეავსო, რადგან ბრაზილიელიც, არგენტინელიც არაევროკავშირელია. გოგლიჩიძემ დაიმსახურა ეს ნდობა.

რომ არა ეს შეზღუდვები, ვფიქრობ, 3-4 წელიწადში ეს როგორც ნაკრებზე, ასევე ეროვნულ ჩემპიონატზე აისახება. ამ მხრივ, ურუგვაისა და ხორვატიასაც შეგვიძლია გავუტოლდეთ, და აღარ გაგვიკვირდება დიდ ფორუმებზე თამაში.”

კვარაცხელიას დისკვალიფიკაციაზე

“მოხდა ადამიანური შეცდომა. მე რომ ვთამაშობდე, გამოვიდოდი და პირველ რიგში, იმ ადამიანისთვის ვითამაშებდი.

იმედია, ლუქსემბურგს დავამარცხებთ, მერე ფინალში კვარაც გვეყოლება და ევროპის ჩემპიონატზე თამაშის ოცნებას ყველა ერთად ავიხდენთ.”

ლევან მჭედლიძე – ინტერვიუ

ცხადია, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებაც ვისაუბრეთ. კვარას ეფექტი შეუმჩენეველი არც ლევან მჭედლიძეს დარჩენია. მით უმეტეს, რომ ლევანმა თითქმის მთელი კარიერა იტალიაში გაატარა.

ვეტერანმა ქართველმა ფორვარდმა ის გუნდებიც დაასახელა, სადაც კვარას კარიერის გაგრძელებას ისურვებდა.

საქართველოს ნაკრები, ჯაბა კანკავას საკითხი, ვიქტორ ოსიმენისა და მამუკა ჯუღელის ამბავი, ინტერის ლეგენდების საქართველოში მომავალი სტუმრობა, ქართული საკლუბო ფეხბურთი და სერია A-ს სეზონის მოსალოდნელი 5-ეული და სხვა – ლევანმა საკუთარი მოსაზრება და ხედვა ყველა ამ თემაზე გაგვიზიარა.

სრული ინტერვიუს ნახვა 18 იანვარს, Setanta Sports 1-ზე, 22:00 საათიდან იქნება შესაძლებელი.

ავტორის შესახებ
საბა საპანაძე
საბა საპანაძე
მე სპორტული ჟურნალისტი ვარ. ამ სფეროში მუშაობის 8-წლიანი გამოცდილება მაქვს. Setanta Sports-თან რამდენიმე წელია ვთანამშრომლობ, ერთად ბევრი საინტერესო პროექტი შევქმენით. ბოლო პერიოდში ჩემი გამორჩეული მიღწევა ჩვენი ქვეყნის 2 გამორჩეულ ფეხბურთელზე გიორგი მამარდაშვილსა და ხვიჩა კვარაცხელიაზე გადაღებული დოკუმენტური ეპიზოდია. ჩემი ძირითადი აქცენტი ქართული ფეხბურთი და ქართულ ფეხბურთში არსებული მოვლენებია

სარჩევი

ჩაყვინთვის სპორტში
ტოპ ლიგები
პრემიერ ლიგა
ბუნდესლიგა
ლა ლიგა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
მიჰყევით SETANTA-ს

მიიღე წვდომა ჩვენს პლატფორმაზე