სარჩევი

პრემიერ ლიგაში ორი ცენტრალური მატჩის ტურია. შაბათს, 21 იანვარს ენფილდზე ლივერპული ჩელსის უმასპინძლებს. კვირას არსენალი მანჩესტერს მიიღებს.

მოულოდნელად ცხრილის შუაში

ცხრილის შუა ნაწილიც ასეთი უნდა. იმ გუნდებს ვხედავთ, რომელთაც, როგორც წესი, ზედა ოთხეულში მოიაზრებენ ხოლმე. ლივერპული კლოპის ერაში ყოველთვის ჩემპიონობისთვის იბრძვის, ამჯერად კი ოთხეულისთვის მოუწევს ბრძოლა, რაც ძალიან რთული ამბავი იქნება.

სეზონის წინ გუნდი სადიო მანემ დატოვა, მაგრამ ასეთ ჩავარდნას მაინც არავინ ელოდა. ფაქტია, რომ სენეგალელი სრულფასოვნად ვერავინ შეცვალა.

ჩელსიში ახალი ერა დაიწყო, ამჯერად ამერიკული. საქმე ვერ მიდის კარგად და გადაწყვიტეს, რომ რადიკალური ცვლილებებია გასატარებელი, ასე მივიღეთ მუდრიკის ტრანსფერი.

მთავარ ინტერესს უკრაინელი იწვევს. შედგება თუ არა ჩელსისთან მისი დებიუტი? ნამდვილად ღირს თუ არა 100 მილიონი ევრო? ერთი მატჩით ვერავინ იმსჯელებს, მაგრამ 100 მილიონიან ფეხბურთელებს ხუთ წუთშიც ეტყობათ რისი გამკეთებლები არიან.

ტრავმირებულები

ორივე გუნდს ცუდად აქვს საქმე. იურგენ კლოპის ლივერპულს ისედაც არ აქვს შეტევაში კარგი თამაში, ამას ემატება დიეგუ ჟოტას, ლუის დიასისა და ბობი ფირმინოს ტრავმები.

ბოლო ორი მატჩი გამოტოვა დარვინ ნუნიესმა, მაგრამ მატჩის წინ ივარჯიშა და მოსალოდნელია, რომ ითამაშებს კიდეც. ასე რომ, ჯანმრთელი და უვნებელი შეტევაში მხოლოდ მოჰამედ სალაჰი და ახალმოსული კოდი გაკპო არიან.

გარდა ამისა, ლივერპულს ტრავმების გამო დააკლდებიან ვირჯილ ვან დაიკი, არტურ მელო და ციმიკასი.

კიდევ უფრო მძიმედ არის ლონდონის ჩელსის საქმე. იჯარით აყვანილმა ჟოაუ ფელიქსმა სადებიუტო მატჩში წითელი ბარათი მიიღო და სამმატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა.

ტრავმირებულია რაჰიმ სტერლინგი, კანტე, ფოფანა, ჯეიმსი, ჩილუელი, მენდი, ზაკარია.

ლივერპულმა ბოლო ექვსი პრემიერლიგური შეხვედრიდან ოთხი მოიგო, ორში დამარცხდა. აღსანიშნია, რომ ბოლო ორი მატჩია ზედიზედ აგებს.

ჩელსიმ პრემიერ ლიგაში ბოლო ექვსი მატჩიდან ორი მოიგო, სამი წააგო და ერთი ფრედ დაასრულა.

სავარაუდო შემადგენლობები:

ლივერპული: ალისონი, – არნოლდი, მატიპი, კონატე, რობერტსონი, – ელიოტი, ფაბინიო, ტიაგო, – ნუნიესი, სალაჰი, გალპო;

ჩელსი: კეპა, – ჩალობა, ბადიაშილი, სილვა, ჰოლი, – კოვაჩიჩი, ჟორჟინიო, გალაჰერი, – ზიეში, ობამეიანგი, მაუნტი;

21 იანვრის მატჩები:

ბორნმუთი – ნოტინგემი

ლესტერი – ბრაიტონი

საუთჰემპტონი – ასტონ ვილა

ვესთ ჰემი – ევერტონი

კრისტალ პალასი – ნიუკასლი

22 იანვრის მატჩები:

ლიდსი – ბრენტფორდი

მანჩესტერ სიტი – ვულვზი

არსენალი – მანჩესტერ იუნაიტედი

დიდი ხანია არსენალისა და მანჩესტერის შეხვედრა აღარ ჰგავს იმას, რასაც საუკუნის დასაწყისში ჰგავდა. ფერგიუსონისა და ვენგერის ფსიქოლოგიური ომი, როი კინისა და ვიეირას ხმაური და მძვინვარება, ფაბრეგასის ნასროლი პიცის ნაჭერი და ა.შ.

იმის მერე სულ სხვა ხალხი აღმოჩნდა კვარცხლბეკზე. ბოლო წლებში მთავარ ინტერესს კლოპისა და გვარდიოლას დაპირისპირება იწვევს. არსენალი და მანჩესტერი ჩრდილში აღმოჩნდნენ, თუმცა, მე მგონი, სინათლე უკვე გამოჩნდა გვირაბის ბოლოს.

არსენალი ჩემპიონობისთვის იბრძვის! – ეს უკვე საქმეა.

იუნაიტედს შანსი აქვს ჩემპიონობისთვის ბრძოლაში ჩაერთოს, – ესეც დიდი ამბავია.

არტეტამ ნელ-ნელა ძალიან კარგი გუნდი ჩამოაყალიბა. თავისი ხედვით, გვარდიოლას ხელწერით, ვიღაცას ვენგერის არსენალსაც რომ გაახსენებს ისეთი. ახალგაზრდული, უდიდესი პოტნეციალის მქონე გუნდია.

მანჩესტერში კი ტენ ჰაგი იწყებს ახალი ფურცლის წერას. პირველი ნახევრისთვის საერთოდ არ არის ცუდი. მით უმეტეს, კაზემიროს მოსვლის შემდგომ პერიოდს თუ მივიღებთ მხედველობაში. მანჩესტერს ძალიან დიდი ხნის მანძილზე უჭირდა ექვსიანის პოზიციაზე და კაზემირომ, როგორც უკვე ათასგზის ითქვა, როგორც ტაქტიკურად, ისე მენტალურად, მანჩესტერი ძალიან გააძლიერა.

წარმოუდგენლად მაგარი სანახავი იქნებოდა კაზემირო, ოდეგაარის წინააღმდეგ, მაგრამ, ბრაზილიელმა მეხუთე ყვითელი ბარათი მიიღო და უმნიშვნელოვანეს შეხვედრას გამოტოვებს.

ტრავმირებულები

ჯერ კიდევ ორი დღეა წინ. ნაწილი ეცდება დაბრუნებას, ნაწილს კი შანსი აღარ აქვს. ტრავმირებულია მაკგუაიერი, ტუანზებე, მარსიალი, უილიამსი, ჯონსი.

არსენალის შემადგენლობაში ტრავმა აქვს ჟეზუსს, ელენის, სმიტ-როუს, და გაციებულია მარტინელი. თუ საქმე ვირუსთან არ გვაქვს, მაშინ თამაშს შეძლებს.

სავარაუდო შემადგენლობები

არსენალი: რამსდეილი, – უაითი, სალიბა, გაბრიელი, ზინჩენკო, – პარტეი, ჯაკა, ოდეგაარი, – საკა, მარტინელი, ნკეტია;

მანჩესტერი: დე ხეა, – ვან ბისაკა, ვარანი, მარტინესი, შო, – მაკტომინეი, ფრედი, ერიკსენი, – ბრუნო, – რაშფორდი, ვერგჰორსტი;