ფიფას პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო პელეს დაკრძალვაზე ახალი ინიციატივით გამოვიდა.
ინფანტინომ გადაწყვიტა ფიფას წევრ ქვეყნებს მიმართოს, რომ თავიანთ ქვეყნებში ერთ სტადიონს მაინც მიანიჭონ პელეს სახელი.
ამ გზით სურს მისი სახელის უკვდავყოფა. 40-50 წლის შემდეგ ახალ თაობებს ეცოდინებათ რა მოვლენასთან გვქონდა საქმეო.
ჯერჯერობით ოფიციალური მიმართვა არ გაკეთებულა, ასევე უცნობია სხვადასხვა ქვეყნების პოზიციაც. მაგალითად, არგენტინელების.
ფეხბურთის მეფე ერთადერთი იყო ვინც მსოფლიო ჩემპიონობა სამჯერ მოიპოვა, – 1958,1962 და 1970 წლებში.