ოქროს ბურთი 2024 – პარიზში 2023-24 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელები სხვადასხვა ნომინაციაში გამოავლინეს. შატლეს თეატრში იყო გიორგი მამარდაშვილიც.
Ballon d’Or-ის დაჯილდოების ცერემონიას, დღის განმავლობაში წინ უსწრებდა არაერთი ცნობა, გამარჯვებულის შესახებ.
მანამდე მედიაში გავრცელებული ინფორმაციით ამ ჯილდოს ვინისიუსი იგებდა, დღეს კი დაიწერა, რომ ის როდრის გადაეცემოდა. საქმე იქამდე მივიდა, რომ Ballon d’Or-მა ოფიციალური განცხადებაც გამოაქვეყნა, რომ გამარჯვებულის ვინაობა წინასწარ არავინ იცოდა.
ქრონოლოგიურად და ლაივში მივყვეთ ნომინაციებს.
ოქროს ბურთი 2024-ის პირდაპირი რეპორტაჟის ხილვა კი setantasports.com-ზე, Setanta Sports 1-სა და ჩვენს იუთუბ არხზე შეგიძლიათ.
ოქროს ბურთი 2024 – საუკეთესო მამაკაცი ფეხბურთელი
პლანეტის საუკეთესო ფეხბურთელი როდრი გახდა. ევროპის ჩემპიონატისა და პრემიერ ლიგის გამარჯვებულმა კუთვნილი ჯილდო ყავარჯნებით მიიღო.
ბოლოს როდესაც ესპანელმა ფეხბურთელმა ეს ჯილდო მოიგო 1960 წელი იდგა. ლუის სუარესის შემდეგ როდრი პირველი ესპანელია, რომელიც ოქროს ბურთს დაეუფლა.
2008 წლის შემდეგ როდრი გახდა ასევე პირველი, ვინც პრემიერ ლიგიდან გახდა ამ ჯილდოს მოგებული. ასევე, რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს როდრი არის პირველი გამარჯვებული ამ პრესტიჟული პრიზისა, ვინც 1990-იან წლებშია დაბადებული.
ოქროს ბურთი 2024 – საუკეთესო ქალი ფეხბურთელი
პრესტიჟული ჯილდო ზედიზედ მეორედ აიტანა ბონმატიმ მოიგო. ამით ესპანელმა ვარსკვლავმა ალესია პუტეიასის შედეგი გაიმეორა.
პრიზი 2018 წლიდან თამაშდება და ბოლო 4 წელია მას ესპანელები იგებენ.
საინტერესოა რომ მე-2 და მე-3 ადგილებზეც ბარსელონას ფეხბურთელები კაროლინ გრემ ჰანსენი და სალმა პარალუელო გავიდნენ.
კაცთა ფეხბურთის სეზონის საუკეთესო მწვრთნელი
აქ გამარჯვება კარლო ანჩელოტიმ დაიმსახურა. პაპა კარლოს საუცხოო სეზონის მიუხედავად კონკურენცია ჩაბი ალონსოს თითქმის უნაკლო სეზონმა გაამძაფრა, თუმცა ბასკი მწვრთნელი ევროპა ლიგის თასს ვერ დაეუფლა.
იოჰან კრუიფის სახელობის ჯილდოს ბედიც, სხვა ფაქტორებთან ერთად ამანაც გადაწყვიტა.
ქალთა ფეხბურთის სეზონის საუკეთესო მწვრთნელი
იოჰან კრუიფის სახელობის პრიზი ემა ჰეისმა მიიღო. ჩელსის ყოფილმა და აშშ-ის ნაკრების ამჟამინდელმა მწვრთნელმა სანაკრებო ფანჯრის გამო დასწრება ვერ მოახერხა.
სოკრატესის პრიზი
ეს ჯილდო Ballon d’Or-მა სულ ახლახანს, 2022 წელს დაამატა. პირველად ის სადიო მანემ მოიგო, გასულ წელს კი – ვინისიუსს გადაეცა. ამჯერად მისი გამარჯვებული ჯენიფერ ერმოსო გახდა.
ესპანეთის ქალ ფეხბურთელა ნაკრების წევრი, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატის დაჯილდოებაზე მაშინდელი პრეზიდენტის, რუბიალესისგან შევიწროების მსხვერპლი გახდა.
ჯილდო იმ ფეხბურთელებს გადაეცემათ, რომლებიც ასპარეზს სხვადასხვა სოციალური პრობლემის გადასაჭრელად იყენებენ.
სოკრატესი კი რომელიც 2011 წელს 57 წლის ასაკში გარდაიცვალა, დიქტატურის წინააღმდეგ ბრძოლით იყო გამორჩეული. ამიტომაც აქვს მისი სახელი ამგვარი შინაარსის ნომინაციას.
2023-24 სეზონის საუკეთესო მეკარე
ლევ იაშინის ჯილდოზე წარდგენილი იყო გიორგი მამარდაშვილი.
საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე ყველაზე ახალგაზრდა იყო ნომინანტებს შორის. სამწუხაროდ, მამარდა 5 საბოლოო ნომინანტს შორის ვერ მოხვდა და საბოლოოდ 10 მეკარეს შორის მე-7 ადგილი დაიკავა.
იაშინის ჯილდო ზედიზედ მეორედ ემილიანო მარტინესმა მოიგო. თანამემამულეს პრიზი ლაუტარო მარტინესმა გადასცა.
ასტონ ვილასა და არგენტინაში მარტინესს მართლაც გამორჩეული სეზონი ჰქონდა.
სხვა ნომინანტები, დონარუმა, მენიო, სიმონი და ლუნინი იყვნენ. მეორეზე სიმონი, მესამეზე კი ლუნინი გავიდა.
ნომინანტებს შორის მეკარეთა გაერთიანების 10-კაციანმა შემადგენლობამ თავდაპირველად შემდეგი მეკარეები დაასახელა:
- გიორგი მამარდაშვილი 24 (ვალენსია, საქართველო)
- დიოგუ კოშტა 25 (პორტუ, პორტუგალია)
- ჯანლუიჯი დონარუმა 25 (პსჟ, იტალია)
- გრეგორ კობელი 26 (დორტმუნდი, შვეიცარია)
- ანდრიი ლუნინი 25 (რეალი, უკრაინა)
- მაიკ მენიო 29 (მილანი, საფრანგეთი)
- ემილიანო მარტინესი 32 (ასტონ ვილა, არგენტინა)
- უნაი სიმონი 27 (ბილბაო, ესპანეთი)
- იან ზომერი 35 (ინტერი, შვეიცარია)
- რონვენ უილიამსი 32 (მამელოდი სანდაუნსი, სამხრეთ აფრიკა)
გასულ წელს საფრანგეთის დედაქალაქში, შატლეს წითელ ხალიჩაზე ხვიჩა კვარაცხელიაც იყო. მაშინ კვარა წლის საუკეთესო 30 ფეხბურთელში მოხვდა.
ოქროს ბურთი 2024 – გერდ მიულერის ჯილდო
გერდ მიულერის ჯილდოს გამარჯვებულები ჰარი კეინი და კილიან მბაპე გახდნენ. საპატიო ჯილდო, უშუალოდ სცენაზე მხოლოდ ჰარი კეინმა მიიღო. ინგლისელი ოქროს ბურთის დაჯილდოებას პირველად ესწრებოდა.
ეს პრიზი წლის საუკეთესო თავდამსხმელს გადაეცემა. ეს ოქროს ბურთის დაჯილდოებაზე ყველაზე ახალგაზრდა ნომინაციაა, რომელიც 2021 წლიდან გაიცემა. პირველი ორი რობერტ ლევანდოვსკიმ მოიგო, შარშან ერლინგ ჰოლანდმა, წელს კი გაიყო და ის კეინი-მბაპეს წყვილს ერგო.
საგულისხმოა, რომ რეალ მადრიდის ფეხბურთელები პარიზის შატლეს თეატრში არ გამოცხადებულან.
მიზეზად კი ფაბრიციო რომანომ ვინისიუსის მიმართ მხარდაჭერა დაასახელა.
🚨✨ Real Madrid are named the Men’s Club of the Year at the Ballon d’Or.
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) October 28, 2024
No one from the club shows up at the ceremony as they all support Vini Jr. pic.twitter.com/IFAKnRor6J
სეზონის საუკეთესო მამაკაცთა კლუბი
აქ პირველობა არავის დაუთმო მადრიდის რეალმა. ჩემპიონთა ლიგისა და ლა ლიგის გამარჯვებულს ამ ნომინაციაში გამარჯვება არ გასჭირვებია და სამართლიანადაც.
სეზონის საუკეთესო ქალთა კლუბი
ამ ნომინაციამაც განსაკუთრებული სურპრიზის გარეშე ჩაიარა. გამარჯვება ბარსელონას დარჩა, რომელმაც ქალთა ჩემპიონთა ლიგის ფინალში ლიონი დაამარცხა.
კატალონიელებმა ლა ლიგა მე-9-ედ, ხოლო ჩემპიონთა ლიგა მე-3-ედ მოიგო. მასთან ერთად ლიონი და პსჟ იბრძოდნენ ამ ნომინაციაში.
ჯილდო ალესია პუტეიასმა გადაიაბარა, რომელსაც ოქროს ბურთი ორჯერ აქვს მოგებული.
სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა – Kopa Trophy
სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი ლამინ იამალი გახდა. ბარსელონასა და ესპანეთის ნაკრების შემტევს საუცხოო სეზონი ჰქონდა.
რაიმონ კოპას სახელობის ჯილდო 2018 წლიდან თამაშდება. პედრისა და გავის შემდეგ, იამალი გახდა ერთდროულად ბარსელონასა და ესპანეთის ნაკრების მე-3 ფეხბურთელი, ვინც ეს ჯილდო დაისაკუთრა.
იამალი ყველაზე ახალგაზრდაა, ვინც ეს პრიზი მოიგო. მასთან ერთად ნომინაციაში პაუ კუბარსი (ბარსელონა), კობი მეინუ (მანჩესტერი), არდა გიულერი (რეალია) და სავინიო (მან სიტი) იბრძოდნენ.
ოქროს ბურთი 2024 – არჩევანი საქართველოდან
ტრადიციულად, 1994 წლიდან საქართველოდან ფრანს ფუტბოლის გამოკითხვაში სარბიელის დამფუძნებელი ზურაბ ფოცხვერია იღებს მონაწილეობას.
ეს კი მის მიერ გაკეთებეული არჩევანია:
საუკეთესო ფეხბურთელი:
1. ჯუდ ბელინგემი (რეალი) 2. როდრი (მან. სიტი) 3. ლაუტარო მარტინესი (ინტერი) 4. დანი ოლმო (ბარსელონა, ლაიპციგი) 5. ვინისიუსი (რეალი)
საუკეთესო მეკარე:
1. გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია) 2. იან ზომერი (ინტერი) 3. მაიკ მენიო (მილანი)
საუკეთესო მწვრთნელი:
1. ჩაბი ალონსო (ლევერკუზენი) 2. კარლო ანჩელოტი (რეალი) 3. ლუის დე ლა ფუენტე (ესპანეთის ნაკრები)
საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი:
ლამინ იამალი (ბარსელონა)
საუკეთესო გუნდი:
1. ლევერკუზენი (გერმანია) 2. რეალი (ესპანეთი) 3. ჟირონა (ესპანეთი) 4. მან.სიტი (ინგლისი)
ოქროს ბურთი 2024 – მამაკაცთა საუკეთესო 30
# | მოთამაშე | ქვეყანა | კლუბი |
---|---|---|---|
1 | როდრი | ესპანეთი | მანჩესტერ სიტი |
2 | ვინისიუს ჟუნიორი | ბრაზილია | რეალ მადრიდი |
3 | ჯუდ ბელინგემი | ინგლისი | რეალ მადრიდი |
4 | დანი კარვახალი | ესპანეთი | რეალ მადრიდი |
5 | ერლინგ ჰოლანდი | ნორვეგია | მანჩესტერ სიტი |
6 | კილიან მბაპე | საფრანგეთი | პარი სენ-ჟერმენი / რეალ მადრიდი |
7 | ლაუტარო მარტინესი | არგენტინა | ინტერი |
8 | ლამინ იამალი | ესპანეთი | ბარსელონა |
9 | ტონი კროოსი | გერმანია | რეალ მადრიდი |
10 | ჰარი კეინი | ინგლისი | ბაიერნი |
11 | ფილ ფოდენი | ინგლისი | მანჩესტერ სიტი |
12 | ფლორიან ვირცი | გერმანია | ბაიერ ლევერკუზენი |
13 | დანი ოლმო | ესპანეთი | ლაიფციგი / ბარსელონა |
14 | ადემოლა ლუკმენი | ნიგერია | ატალანტა |
15 | ნიკო უილიამსი | ესპანეთი | ბილბაოს ატლეტიკი |
16 | გრანიტ ჯაკა | შვეიცარია | ბაიერ ლევერკუზენი |
17 | ფედერიკო ვალვერდე | ურუგვაი | რეალ მადრიდი |
18 | ემილიანო მარტინესი | არგენტინა | ასტონ ვილა |
19 | მარტინ ედეგორი | ნორვეგია | არსენალი |
20 | ჰაკან ჩალჰანოღლუ | თურქეთი | ინტერი |
21 | ბუკაიო საკა | ინგლისი | არსენალი |
22 | ანტონიო რუდიგერი | გერმანია | რეალ მადრიდი |
23 | რუბენ დიაში | პორტუგალია | მანჩესტერ სიტი |
24 | უილიამ სალიბა | საფრანგეთი | არსენალი |
25 | კოულ პალმერი | ინგლისი | ჩელსი |
26 | დეკლან რაისი | ინგლისი | არსენალი |
27 | ვიტინია | პორტუგალია | პარი სენ-ჟერმენი |
28 | ალეხანდრო გრიმალდო | ესპანეთი | ბაიერ ლევერკუზენი |
29 | მატს ჰუმელსი | გერმანია | ბორუსია დორტმუნდი |
29 | არტემ დოვბიკი | უკრაინა | დნიპრო / ჟირონა / რომა |
ოქროს ბურთი 2024 – ქალთა საუკეთესო 30
# | მოთამაშე | ქვეყანა | კლუბი |
---|---|---|---|
1 | აიტანა ბონმატი | ესპანეთი | ბარსელონა |
2 | კაროლინ გრემ ჰანსენი | ნორვეგია | ბარსელონა |
3 | სალმა პარალუელო | ესპანეთი | ბარსელონა |
4 | სოფია სმიტი | აშშ | პორტლენდ თორნსი |
5 | ლინდსი ჰორანი | აშშ | ოლიმპიკ ლიონი |
6 | მელორი სვანსონი | აშშ | ჩიკაგო რედ სტარსი |
7 | მარი-ანტუანეტ კატოტო | საფრანგეთი | პარი სენ-ჟერმენი |
8 | მარიონა კალდენტეი | ესპანეთი | ბარსელონა / არსენალი |
9 | ტრინიტი როდმანი | აშშ | ვაშინგტონ სპირიტი |
10 | ალექსია პუტელასი | ესპანეთი | ბარსელონა |
11 | პატრისია გუჯარო | ესპანეთი | ბარსელონა |
12 | ბარბრა ბანდა | ზამბია | შანხაი RCB / ორლანდო პრაიდი |
13 | ლორენ ჯეიმსი | ინგლისი | ჩელსი |
14 | ადა ჰეგერბერგი | ნორვეგია | ოლიმპიკ ლიონი |
15 | ქადიჯა შოუ | იამაიკა | მანჩესტერ სიტი |
16 | ტაბიტა ჩავინგა | მალავი | პარი სენ-ჟერმენი / ოლიმპიკ ლიონი |
17 | ალისა ნაჰერი | აშშ | ჩიკაგო რედ სტარსი |
18 | გაბი პორტილიო | ბრაზილია | კორინთიანსი |
19 | ჯულია გვინი | გერმანია | ბაიერნი |
20 | ლუსი ბრონზი | ინგლისი | ბარსელონა / ჩელსი |
21 | მაირა რამირესი | კოლომბია | ლევანტე / ჩელსი |
22 | გლოდის ვიგგოსდოტირი | ისლანდია | ბაიერნი |
23 | ტარსიანე | ბრაზილია | კორინთიანსი / ჰიუსტონ დეში |
24 | ლეა შულერი | გერმანია | ბაიერნი |
25 | სიოკე ნუსკენი | გერმანია | ჩელსი |
26 | იუი ჰასეგავა | იაპონია | მანჩესტერ სიტი |
27 | მანუელა ჯულიანო | იტალია | რომა |
28 | ლორენ ჰემპი | ინგლისი | მანჩესტერ სიტი |
29 | ევა პაიორი | პოლონეთი | ვოლფსბურგი / ბარსელონა |
30 | გრეის გეორო | საფრანგეთი | პარი სენ-ჟერმენი |
ოქროს ბურთი 2024 – საუკეთესო 10 მეკარე
# | მოთამაშე | ქვეყანა | კლუბი |
---|---|---|---|
1 | ემილიანო მარტინესი | არგენტინა | ასტონ ვილა |
2 | უნაი სიმონი | ესპანეთი | ბილბაო |
3 | ანდრიი ლუნინი | უკრაინა | რეალ მადრიდი |
4 | ჯანლუიჯი დონარუმა | იტალია | პარი სენ-ჟერმენი |
5 | მაიკ მენიო | საფრანგეთი | მილანი |
6 | იან ზომერი | შვეიცარია | ინტერი |
7 | გიორგი მამარდაშვილი | საქართველო | ვალენსია |
8 | დიოგუ კოშტა | პორტუგალია | პორტუ |
9 | რონვენ უილიამსი | სამხრეთ აფრიკა | მამელოდი სანდაუნსი |
10 | გრეგორ კობელი | შვეიცარია | ბორუსია დორტმუნდი |