სარჩევი
ოლიმპიაკოსი vs ფიორენტინა - კონფერენს ლიგის ფინალი | Setanta Sports

ოლიმპიაკოსი vs ფიორენტინა – კონფერენს ლიგის ფინალში ბერძნული და იტალიური გუნდები იბრძოლებენ.

ოლიმპიაკოსი vs ფიორენტინა – შემადგენლობა

კონფერენს ლიგის ფინალის შემადგენლობები ცნობილია. ორივე მთავარი მწვრთნელი არჩევანს მსგავს განლაგებაზე აკეთებს. ხოსე ლუის მენდილიბარისა და ვინჩენცო იტალიანოს გუნდები 4-2-3-1-ის ფორმაციით ითამაშებენ.

ოლიმპიაკოსი:

ცოლაკისი – ორტეგა, კარმო, რეტსოსი, როდინეი – იბორა, ჰეზე – ფორტუნისი, ჩიკინიო, პოდენსე – ელ ქააბი.

ფიორენტინა:

ტერაჩიანო – ბირაგი, მარტინეს კუარტა, მილენკოვიჩი, დოდო – მანდრაგორა, არტურ მელო – კუამე, ბონავენტურა, გონსალესი – ბელოტი.

კონფერენს ლიგის ფინალი | Setanta Sports

ოლიმპიაკოსი vs ფიორენტინა – პირდაპირი რეპორტაჟი

ოლიმპიაკოსი vs ფიორენტინა მატჩის პირდაპირი რეპორტაჟის ხილვა setantasports.com-სა და Setanta Sports 1-ზე იქნება შესაძლებელი.

კონფერენს ლიგის ფინალი და ლაივ რეპორტაჟი 22:55 წუთიდან დაიწყება.

ქართულენოვან რეპორტაჟს თემურ ყუფარაძე და გიორგი საძაგლიშვილი გააკომენტარებენ.