კრიშტიანუ რონალდუ კარიერას საუდის არაბეთში გააგრძელებს. ოქროს ბურთის 5-გზის გამარჯვებული წელიწადში 200 მილიონ ევროს მიიღებს.
კრიშტიანუ რონალდუს კიდევ ერთი სატრანსფერო საგა დასრულებულია. ფეხბურთის პორტუგალიელმა ვარსკვლავმა ალ ნასრისთან კონტრაქტი 2025 წლამდე გააფორმა.
საუდის არაბეთში რონალდუმ 2.5 წელი უნდა გაატაროს. კრიშტიანუ წელიწადში თითქმის 200(199.16) მილიონ ევროს მიიღებს. ამ კონტრაქტის ნაწილი კომერციული რეკლამის მხარესაც მოიცავს. სპორტის ისტორიაში ეს სარეკორდო ხელშეკრულებაა.
საუდის არაბეთის პრო ლიგაში გადაბარგების შემდეგ რონალდუმ პირველი კომენტარიც გააკეთა. მომხდარით აღფრთოვანება არ დამალა და ალ ნასრის გეგმებს შთამაგონებელი უწოდა.
საუდის არაბეთის 9-გზის ჩემპიონ ალ ნასრში ტრანსფერს ისტორიულს უწოდებენ.
37 წლის ფეხბურთელმა ზაფხულში კიდევ ერთი საუდური გუნდის, ალ ჰილალის 305-მილიონ-ევროიანი შეთავაზება უარჰყო.
რონალდუ რომელმაც მანჩესტერის მაისურით 346 მატჩი 145 გოლი გაიტანა ინგლისი 7 თვით ადრე დატოვა, ვიდრე ამას კონტრაქტის ვადა ითვალისწინებდა. ფეხბურთელსა და კლუბს შორის ხელშეკრეულება მას შემდეგ შეწყდა, რაც რონალდუმ კლუბი საჯაროდ TalkTV-ისთან ინტერვიუში გააკრიტიკა.