სარჩევი
ნოტინგემი VS მანჩესტერ იუნაიტედი - ქვიზი | Setanta Sports
Nottingham Forest vs Manchester United
ვინ არის საუკეთესო ბომბარდირი ნოტინგემისა და მანჩესტერ იუნაიტედის ურთიერთშეხვედრების?
ჩამოთვლილი ანგარიშებიდან რომელია ყველაზე დიდი სხვაობა, რაც დაფიქსირებულა ამ გუნდებს შორის?
ჩამოთვლილთაგან რომელი განსაკუთრებული ფაქტით გამოირჩა ოლე გუნარ სულშერი ნოტინგემ ფორესტის წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში?
რომელ ფეხბურთელს ეკუთვნის პირველი პრემიერლიგური გოლი ნოტინგემისა და მანჩესტერ იუნაიტედის გადაკვეთისას?
ნოტინგემის საუკეთესო ბომბარდირი მიმდინარე სეზონში კრის ვუდი რომ არის, ეს კარგად ვიცით, მაგრამ გახსოვს, ვინ ლიდერობს საუკეთესო ასისტენტების სიას გარიბალდიანელების მხარეს?
ნოტინგემ ფორესტსა და მანჩესტერ იუნაიტედში უთამაშია ისეთ ფეხბურთელს, რომელიც პრემიერ ლიგაში საკუთარი ქვეყნის ერთადერთი წარმომადგენლის წოდებას დღემდე ინარჩუნებს. დაასახელე ქვეყანა, თუ გეტყვი, რომ ეს ფეხბურთელი დენი ჰიგინბოთომია.
ხომ არ გახსოვს სერ ალექს ფერგიუსონის პირველი ტრანსფერი, რომელიც მან მანჩესტერ იუნაიტედისთვის გააკეთა? თუ გეტყვი იმას, რომ ეს ფეხბურთელი ნოტინგემ ფორესტის უცვლელი ფიგურა და ევროპის თასის 2-გზის გამარჯვებულია.
ჩამოთვლილთაგან რომელ ფეხბურთელს აქვს შესრულებული ჰეთ-თრიკი ამ გუნდების პრემიერლიგურ ურთიერთშეხვედრაში?
ბოლო ოლდტრაფორდულ მატჩამდე, რამდენი წელი არ ჰქონდა გამარჯვება მოპოვებული ნოტინგემს წითელი ეშმაკების საშინაო არენაზე?
ნოტინგემ ფორესტი და მანჩესტერ იუნაიტედი ერთადერთხელ გადაიკვეთნენ ფინალში, კერძოდ, ინგლისის ლიგის თასის. რომელი ფეხბურთელის გოლის წყალობით დაეუფლა მანჩესტერ იუნაიტედი 1992 წელს ინგლისის ლიგის თასს?


ჩვენს პლატფორმაზე ფასდაკლების მისაღებად შეგიძლიათ, პრომო კოდები NEWS25 ან YEAR25 გამოიყენოთ.

NEWS25 – ერთთვიან გამოწერაზე – 30%

YEAR25 – ერთწლიან გამოწერაზე – 30%

ამასთან, ძველი პრომო კოდები – NEWS24 და YEAR24 კვლავ აქტიურია.