სარჩევი
2023 ოქტ 12, 18:25 შშ
1 წუთის საკითხავი

2018 წლიდან მოყოლებული The Guardian-ი ყოველწლიურად აქვეყნებს მსოფლიოს საუკეთესო ახალგაზრდა ტალანტების სიას. 2023 წლის სიაში მოხვდა თბილისის დინამოს ფეხბურთელი – ალექსანდრე ფეიქრიშვილი. პრესტიჟული გამოცემის სიაში მოხვედრა ავტომატურად ნიშნავს ყურადღებას ევროპული გრანდებისგან.

მაგალითისთვის, ხვიჩა კვარაცხელია და ზურიკო დავითაშვილი გარდიანის სიაში 2018 წელს მოხვდნენ, ჯერ კიდევ მაშინ, სანამ რუსეთში წავიდოდნენ საბურთაოთ. 2019, 2020 და 2021 წლებში ქართველი ფეხბურთელი არ გამოურჩევიათ, 2022 წელს კი ლუკა პარკაძე მოხვდა სიაში, ლუკამ ჯერ ბაიერნთან გააფორმა კონტრაქტი, შემდეგ კი ავსტრიულ ადმირაში გაანათხოვრეს.

ახლა კი ვნახოთ რას წერს გარდიანი თბილისის დინამოს ფეხბურთელზე:

“17 წლის ფეიქრიშვილი თბილისის დინამოს აკადემიაში თავისი თაობის ყველაზე დიდი ტალანტია. ეს არის აკადემია, რომელმაც ბოლო წლებში ხვიჩა კვარაცხელია, ზურიკო დავითაშვილი და გიორგი მამარდაშვილი აღზარდა. ფეიქრიშვილი ფიზიკურად ძლიერი და კრეატული ცენტრალური ნახევარმცველია, სწრაფად შეუძლია ბურთის ამოტანა და გრძელი პასით შეტევის მიმართულების ცვლა. ეხერხება შეტევის თავად დასრულებაც. კარგია უბურთოდ თამაშის დროსაც, გამოირჩევა პოზიციურად, მაღალი ინტელექტით და კარგი პრესინგით. თუ უმაღლეს დონეზე შევადარებთ ვინმეს, რათა უკეთესი შთაბეჭდილება შეგვექმნას მის პოტენციალზე, სათამაშო სტილიდან გამომდინარე სტივენ ჯერარდსა და ფედერიკო ვალვერდეს შორის შეგვიძლია მოვიაზროთ. ფეიქრიშვილს უთამაშია საქართველოს 17 და 18 წლამდელებში. თბილისის დინამოს დაეხმარა დარასელიას თასის მოგებაში, დინამომ ამ ტურნირზე დაამარცხა – მონცა, ჯენოა და სევილია. ფინალში სევილიას წინააღმდეგ გადამწყვეტი გოლი გაიტანა, გახდა საუკეთესო ბომბარდირი და ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელი. – ფეიქრიშვილი არტურ პეტროსიანმა დაახასიათა.

სიაშია ასევე უნგრეთის მოქალაქე აარონ იაკობიშვილი, აარონი ბარსელონას მეკარეა და სანაკრებო პაუზამდე მთავარი გუნდის განაცხადშიც მოხვდა.