ჩემპიონთა ლიგა 103-დღიანი პაუზის შემდეგ ბრუნდება. პრესტიჟული ტურნირი მილანსა და პარიზში განახლდება.
მილანი vs ტოტენჰემი – ფაქტები
- მილანი ჩემპიონთა ლიგის ფლეი ოფს 9-სეზონიანი პაუზის შემდეგ უბრუნდება.
- ტოტენჰემი 2019/20 წლების სეზონის შემდე ფლეი ოფში პირველად თამაშობს.
- მილანმა ჯგუფური ეტაპი E ქვეჯგუფის მე-2 ადგილზე დაასრულა.
- ტოტენჰემი D ჯგუფში პირველ ადგილზე გავიდა.
- მილანი 1/8 ფინალში მე-11-ედ თამაშობს.
- ტოტენჰემი 1/8 ფინალში მხოლოდ მე-5-ედ გავიდა.
მილანი vs ტოტენჰემი – ურთიერთშეხვედრები
გუნდები ერთმანეთს ისტორიაში მეხუთედ ხვდებიან და 2010/11-ის შემდეგ პირველად ხვდებიან.
იტალიური და ინგლისური გუნდების დუელი მაშინაც 1/8 ფინალში შედგა. სან სიროზე ჰარი რედნაპის ტოტენჰემისთვის გოლი პიტერ კრაუჩმა გაიტანა. მასიმილიანო ალეგრის მილანი, წყვილში სწორედ იმ გოლის გამო 0:1 დამარცხდა.
იმ ფორმაციის გუნდებიდან ზლატან იბრაჰიმოვიჩი ერთადერთია, ვინც დღესაც განაცხადში იქნება. მაშინ ზლატანმა 180 წუთი ითამაშა.
გუნდები ერთმანეთს პირველად 1971/92 წლების სეზონში, უეფას თასის ნახევარფინალში შეხვდნენ. სპურზმა ჯერ ჯანი რივერას მილანს აჯობა, ფინალში კი ვულვზი ორი მატჩის ჯამში დაამარცხა.
სად და როგორ ვუყურო მილანი vs ტოტენჰემს
მილანი vs ტოტენჰემი Setanta Sports 1-სა და setantasports.com-ზე იქნება. პირდაპირი რეპორტაჟის ხილვა 23:55 წუთიდან იქნება შესაძლებელი.
30%-იანი ფასდაკლება და პრომოკოდი
setantasports.com-ზე წლიური გამოწერის მსურველებს 30 %-იანი ფასდაკლების მიღება შეუძლიათ. მათ ამისთვის პრომოკოდის 30OFF გამოყენება დასჭირდებათ.