სარჩევი
2023 ივლ 17, 19:23 შშ
1 წუთის საკითხავი

ლიონელ მესი ინტერ მაიამიში წარადგინეს. დევიდ ბექემი წლების მანძილზე ცდილობდა ლიონელ მესის ამერიკაში ჩაყვანას და როგორც იქნა შეძლო ამის გაკეთება. მესის ჯერ ბურთი არ გაუგორებია და უკვე შეცვალა MLS-ის დღის წესრიგი. ინტერ მაიამის სეზონის ყველა ბილეთი უკვე გაიყიდა, მათ შორის, გასვლითი მატჩების ბილეთებიც.

პირველ რიგში, მინდა დიდი მადლობა გადავუხადო მაიამის მაცხოვრებლებს გულთბილი დახვედრისათვის, სიმართლე ის არის, რომ თქვენთან აქ ყოფნით ბედნიერი ვარ”.

ერთი სული მაქვს ვარჯიშსა და თამაშს როდის დავიწყებ, აქ გამარჯვებისთვის მოვედი, კლუბს განვითარებაში უნდა დავეხმარო, გამარჯვების წყურვილი არ დამიკარგავს”.

მესი პირველ ვარჯიშს სამშაბათს გამართავს, თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავიდა პარასკევს უკვე მოედანზე იქნება და კრუზ აზულის წინააღმდეგ ითამაშებს.

ლიონელ მესისთან ერთად წარადგინეს სერხიო ბუსკეტსიც, ძველი თანაგუნდელები ისევ ერთად ითამაშებენ. ცნობილი ამბავია, რომ ლიონელ მესი ყოველთვის ძალიან დიდი წარმოდგენის იყო სერხიო ბუსკეტსზე, ამის შესახებ თავის დროზე პეპ გვარდიოლამაც ისაუბრა, ვარჯიშებზე მესი პირველ რიგში, ყოველთვის ბუსკეტსს ირჩევდაო.

ინტერ მაიამი სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილზეა და 12 ქულა აშორებს საპლეიოფო ზონას.

მესიმდე MLS-ში სხვა ლეგენდებსაც უთამაშიათ, იმ ფეხბურთელებს, რომელთაც ყველა დროის საუკეთესოობაზე ჰქონდათ პრეტენზია – უთამაშია პელეს, კრუიფს და ბეკენბაუერს.