საკუთარი ფონდის მეშვეობით, მადრიდის რეალი დონეცკის შახტარის სოლიდარობის ინიციატივას უერთდება, რათა მხარდაჭერა აღმოუჩინოს უკრაინელ ხალხს დამდგარი ზამთრის პირობებში.
უკრაინაში ელექტრო მომარაგებისა და სხვა ენერგო რესურსების პრობლემა კვლავ მწვავედ დგას. მიზეზი რუსული ავიაიერიშებია. აგრესორი ქვეყანა კვლავ განაგრძობს დარტყმებს ენერგო ინფრასტრუქტურაზე, შედეგად ელექტრო ენერგიის მიწოდების გარდა პრობლემატურია გათბობაც.
დონეცკის შახტარმა დახმარებისთვის ევროპულ საფეხბურთო კლუბებს მიმართა. მიზანი კვების გენერატორების შეძენა და ამ მხრივ, ცივ ზამთარში მოსახლეობისთვის ყოფის შემსუბუქებაა.
მადრიდის რეალი მხარს უჭერს შახტარის ინიციატივას და დახმარების სახით 20 გენერატორს გამოჰყოფს, რომლებიც უკრაინის სხვადასხვა ნაწილში განაწილდება.
მადრიდის რეალი და დონეცკის შახტარი ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში, ჯგუფში მეტოქეები იყვნენ. მადრიდში რეალმა 2-1 მოიგო, ხოლო ვარშავაში მატჩი ფრედ 1-1 დასრულდა. საბოლოოდ, F ჯგუფიდან რეალი პირველი ადგილით გავიდა, ხოლო დონეცკური გუნდი მესამე პოზიციის დაკავების გამო, ევროპა ლიგის ფლეიოფის წინასწარ რაუნდში ფრანგულ რენთან ითამაშებს.