სარჩევი

გაბრიელ ჟეზუსი და ალექს ტელესი მსოფლიო ჩემპიონატს ტრავმის გამო გამოეთიშნენ. ორივე მათგანმა მარჯვენა მუხლი დაიზიანა. ჟეზუსის ოპერაციამ კარგად ჩაიარა, წინ სარეაბილიტაციო პერიოდია.

კლუბი მხარს უჭერს გაბის და ყველაფერს გააკეთებს, რომ რაც შეიძლება სწრაფად დააბრუნოს მოედანზე“, – გაავრცელა განცხადება არსენალმა.

ლონდონელები პრემიერლიგას ლიდერობენ, ჟეზუსის ანგარიშზე ხუთი გატანილი გოლი და ექვსი საგოლე გადაცემაა.

ბრაზილიის ნაკრები მეოთხედფინალში ხორვატიას დაუპირისპირდება.