სარჩევი
2022 დეკ 10, 12:39 შშ
1 წუთის საკითხავი

გარეტ საუთგეიტმა და დიდიე დეშამმა მეოთხედფინალური მატჩის წინ პრესკონფერენციაზე ისაუბრეს. ორივე გუნდი კარგ ფორმაშია, მაყურებელი სანახაობრივ თამაშს ელის. კილიან მბაპესა და ჯუდ ბელინგემის გვარი ყველას პირზე აკერია, ვინ დარჩება გამარჯვებული ამას დღესვე შევიტყობთ.

ჩვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, ასეთი დიდი მატჩები გუნდისთვის მნიშვნელოვანი საორიენტაციო ნიშანია. იყო მატჩები, რომელმაც დიდი ტკივილი მოგვაყენა, ამავე დროს დიდი გამოცდილებაც შეგვძინა, ხვალ საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია უნდა ვაჩვენოთ. მზად ვართ, რომ ნახევარფინალისთვის ვიბრძოლოთ”, – თქვა საუთგეიტმა.

ჰარი კეინმა 2018 წლის მუნდიალზე ისაუბრა, სადაც ერთი ნაბიჯი დააკლდათ საფრანგეთთან ფინალში შესახვედრად.

მაშინ მოედანზე გავედით რწმნეით, რომ მოგება შეგვეძლო, მაგრამ ჩვენთვის ეს ახალი გამოცდილება იყო, ნახევარფინალში გასვლით ძალიან გახარებულები ვიყავით, მაგრამ მზადყოფნა გვქონდა თუ არა ტურნირის მოსაგებად ამის თქმა გამიჭირდება”.

“ამჟამად განსხვავებული სურათია, გვჯერა რომ წარმატების მიღწევა შეგვიძლია”, – თქვა ჰარი კეინმა.

რას ეტყვით მოთამაშეებს მატჩის წინ? – ჰკითხეს საუთგეიტს, რაზეც ინგლისელმა მიუგო, – “არაფერს, ამას ჰარი კეინი აკეთებს”.

დიდიე დეშამმა ინგლისელთა მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა. ფრანგთა თავკაცს ჰკითხეს მომავალი მეტოქის სუსტ მხარეებზე, დეშამმა კი მიუგო, – “მათ სისუსტეები არ აქვთ”.

“არიან გუნდები რომელთაც სისუსტე არ აქვთ, მაგრამ შეგვიძლია გარკვეულ მხარეს ნაკლებად ძლიერი დავარქვათ, ჩვენ ამის განსაზღვრა მოგვიწევს, შევუტევთ იქიდან სადაც ინგლისი ნაკრებად ძლიერია”.

სათამაშო ტემპი ერთი-ერთი მთავარი ფაქტორი იქნება ამ შეხვედრაში, ინგლისელები ძალიან სწრაფები არიან, კონტრშეტევებს კარგად ასრულებენ, შემთხვევითი არ არის, რომ ამ ეტაპზე ვხვდებით ერთმანეთს”, – დასძინა დეშამმა, და აქვე ისიც აღვნიშნოთ, რომ სისწრაფე არ საფრანგეთს აკლია, მბაპესა და დემბელეს შემხედვარე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველაზე სწრაფი გარემარბებიც კი ჰყავთ.