სარჩევი
ილია თოფურია: მსოფლიოზე გასვლა საქართველოს ახდენილი ოცნება იქნება | Setanta Sports

UFC-ის მსუბუქი წონის მოქმედი ჩემპიონი, ილია თოფურია ესპანეთთან გასამართი მატჩის წინ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ალგორფაში ეწვია.

2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევზე ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის მატჩში ესპანეთის ნაკრები საქართველოს უმასპინძლებს.

ქართველი ჩემპიონი აქამდე მადრიდში ესპანეთის ნაკრებს ესტუმრა და ფეხბურთელები მოინახულა, რასაც ქართველ გულშემატკივრებში არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა.

ყველასთვის ცნობილია, რომ ილია თოფურიამ თავისი საბრძოლო კარიერა ესპანეთში დაიწყო და ის ამ ქვეყნის საპატიო მოქალაქეა. მეტიც, ალიკანტეში მისი სახელობის ქუჩაც გაიხსნა და ამ ქვეყანას მისდამი დიდი პატივისცემა აქვს.

ილია თოფრია ჩვენ აქამდეც ვნახეთ ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ნახევარფინალში, ლუქსემბურგთან გასამართი მატჩის წინ, როდესაც ილიამ თავისი საჩემპიონო ქამარი წარუდგინა დინამო არენაზე შეკრებილ გულშემატკივარს.

ქართველი მატადორი ყოველთვის იდგა საქართველოს გვერდით და ქვეყნის სახელი დღემდე გააქვს მსოფლიოში. ესპანეთის ნაკრების მონახულების შემდეგ ილიას გარშემო ატეხილი აჟიოტაჟი, ცხადია უსაფუძვლო აღმოჩნდა.

მატჩის დღეს, 11 ოქტომბერს, ილია თოფურია ნაკრებს ალგორფაში ეწვია და ესპანეთის ეროვნულ ნაკრებთან გასამართი მატჩის წინ, ქართველი ფეხბურთელები გაამხნევა:

“მე ვიცი რამდენად მნიშვნელოვანია მთლიანად ნაკრებისთვის და საქართველოსთვის დღევანდელი თამაში. მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრით მთელი საქართველო აიხდენს ოცნებას, ასე რომ, სულით და გულით საქართველოს ნაკრებთან ერთად ვიქნებით”

აღსანიშნავია, რომ მატჩამდე ერთი დღით ადრე საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს ბაზაზე UFC-ის კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, გურამ ქუთათელაძეც ეწვია.

საქართველოს და ესპანეთის ეროვნული ნაკრებები ერთმანეთს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე ტურში 11 ოქტომბერს, 22:45-ზე დაუპირისპირდებიან.

ჩვენს პლატფორმაზე ფასდაკლების მისაღებად შეგიძლიათ, პრომო კოდები NEWS25 ან YEAR25 გამოიყენოთ.

NEWS25 – ერთთვიან გამოწერაზე – 30%.

YEAR25 – ერთწლიან გამოწერაზე – 30%.

პროცესი ამ ორი ბანერიდან სასურველზე ხელის დაჭერითაც შეგიძლიათ დაიწყოთ.

ამასთან, ძველი პრომო კოდები – NEWS24 და YEAR24 კვლავ აქტიურია.