იბერია vs ბაშაქშეჰირი – კონფერენს ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება. მატჩი 8 აგვისტოს, 20:00 საათიდან დაიწყება.
იბერია vs ბაშაქშეჰირი – ბილეთები
წყვილში ფავორიტი თურქული გუნდია. შესაბამისად, იბერიასთვის გულშემატკივრის მხარდაჭერას განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნება.
ამ დროისთვის სამწუხაროდ, მხოლოდ, 4000 ბილეთია რეალიზებული.
იბერია vs ბაშაქშეჰირის მატჩის ბილეთების შეძენა ამ ლინკზე შეგიძლიათ. მისი ღირებულება მხოლოდ 5 ლარია.
ლაშა ბექაური მიხეილ მესხის სტადიონზე
მატჩის დაწყებამდე გულშემატკივარის წინაშე ლაშა ბექაურიც გამოვა. 2-გზის ოლიმპიური ჩემპიონი პარიზი 2024-ზე მოგებულ ოქროს მედალს წარადგენს.
იბერიას პრესკონფერენცია
ლევან კორღალიძემ და გიორგი კოხრეიძემაც სტადიონზე გულშემატკივრის მისვლის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი.
“ძალიან ძლიერ გუნდს ვეთამაშებით, მაგრამ ეს ფეხბურთია და აქ ყველაფერი ხდება. თანამედროვე ფეხბურთში მინდორზე ფავორიტები არ არიან. ვინც უფრო მეტს მოინდომებს, გამარჯვებაც მას დარჩება. მათ ძლიერი ფეხბურთელები ჰყავთ, მაგრამ დამერწმუნეთ, არც ჩვენ გვყავს ნაკლები ფეხბურთელები. შევეცდებით, რომ ინიციატივა მეტოქეს არ დავუთმოთ. ჩვენ ხვალ აუცილებლად შემტევ ფეხბურთს ვითამაშებთ.
ჩვენთვის გულშემატკივარს უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ჩვენი მთავარი მოტივაცია მათი გახარებაა. ჩვენ რაღაც იმედი გავაჩინეთ ქართულ საკლუბო ფეხბურთში და მჯერა, რომ საქართველოში ევროთასების სეზონი კიდევ გაგრძელდება.”
ლევან კორღალიძე
*ფოტოები FC Iberia
“მოგების ემოციებმა დაღლილობა სრულად გაანეიტრალა. გუნდში ძალიან კარგი განწყობაა და ვეცდებით, რომ იბერიას ძლიერი მხარეები ვაჩვენოთ ქართველ გულშემატკივარს. იბერია ერთადერთი კლუბია ევროთასებზე და გულშემატკივარს ვთხოვ, რომ ხვალ ტრიბუნებზე მოვიდნენ.
საქართველოს ნაკრების შედეგმა ევროპის ჩემპიონატზე დიდი მოტივაცია და მაგალითი მოგვცა. დავიჯერეთ, რომ ჩვენც შეგვიძლია კონფერენსლიგის ჯგუფურ ეტაპზე გასვლა.”
გიორგი კოხრეიძე
ურთიერთშეხვედრები ევროთასებზე
ეს ევროთასებზე საქართველო-თურქეთის მესამე შეხვედრა იქნება. წინა ორ შემთხვევაში ქვეყნებმა თითო-თითო გამარჯვება მოიპოვეს.
ჩიხურა vs ბურსასპორის შემთხვევაში იმერლებმა მეტოქეს პენალტების სერიაში აჯობეს. მატჩი ასევე მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართა. გემახსოვრებათ, თორნიკე მუმლაძის გადამწყვეტი პენალტი, მისი ემოციური აღნიშვნა და შემდგომი დაპირისპირება.
ბათუმის დინამო vs სივასპორის შემთხვევაში გამარჯვება თურქეთის სუპერ ლიგის გუნდს დარჩა. მარცხის მიუხედავად ბათუმელები გამარჯვებასთან საკმაოდ ახლოს იყვნენ.
იბერია vs ბაშაქშეჰირის გამარჯვებული კონფერენს ლიგის პლეი ოფში ირლანდიურ სტ. პატრიკსსა და აზერბაიჯანულ საბაჰს შორის გამარჯვებული იქნება.