სარჩევი
ჰაიდენჰაიმი vs მაინცი - პირველი სამი ქულის მოლოდინში | Setanta Sports

ჰაიდენჰაიმი vs მაინცი – ბუდუ ზივზივაძის გუნდი მეორე წრეში პირველი სამი ქულის მოლოდინშია. წყვილში ფავორიტი მაინცია, თუმცა ჰაიდენჰაიმი შინ თამაშობს.

ჰაიდენჰაიმი vs მაინცი – პირდაპირი რეპორტაჟი

მატჩის პირდაპირი რეპორტაჟის ხილვა setantasports.com-ზე 22:30 წუთიდან შეგეძლებათ. ქართულენოვანი მატჩის კომენტატორები გიორგი ფულარიანი და მე ვიქნებით.

ჩვენს პლატფორმაზე ფასდაკლების მისაღებად შეგიძლიათ, პრომო კოდები NEWS25 ან YEAR25 გამოიყენოთ.

NEWS25 – ერთთვიან გამოწერაზე – 30%

YEAR25 – ერთწლიან გამოწერაზე – 30%

პროცესი ამ ორი ბანერიდან სასურველზე ხელის დაჭერითაც შეგიძლიათ დაიწყოთ.

ამასთან, ძველი პრომო კოდები – NEWS24 და YEAR24 კვლავ აქტიურია.

პროცესი სასურველ ბანერზე ხელის დაჭერითაც შეგიძლიათ დაიწყოთ.

ჰაიდენჰაიმი vs მაინცი – ბუდუ ძირითადშია

ჰაიდენჰაიმი კოპენჰაგენთან მატჩის მეორე ტაიმის მსგასად 5 მცველით იწყებს. ბუდუ ზივზივაძე კი სასტარტო შემადგენლობაშია.

საქართველოს ნაკრების ცენტრ ფორვარდი სადებიუტო ბუნდეს გოლის მოლოდინშია.

პარკენზე, კონფერენს ლიგაზე ბუდუმ ფრანკ შმიდტის ხელში მატჩი თადარიგიდან პირველად დაიწყო. იმ შეხვედრაში, ქართველების დუელში, გიორგი გოჩოლეიშვილის კოპენჰაგენის წინააღმდეგ, ბუდუს ჰაიდენჰაიმმა დააქამბექა.

რაც შეეხება მაინცს – ბო ჰენრიქსენის გუნდი ცხრილის ზემო ნაწილშია. აუგსბურგთან და ვერდერთან ვერმოგებული ბოლო ორი მატჩის მერე მაინცი მე-9 ადგილამდე კი დაქვეითდა, თუმცა დღეს 3 ქულის აღებით პირდაპირ მე-6 პოზიციაზე დაბრუნება შეუძლია.

ჰაიდენჰაიმი vs მაინცი – წყვილში ცხადია, ფავორიტის სტატუსს სტუმრები ატარებენ. თანაც 05-ელებს მეტი დასვენების საშუალებაც ჰქონდათ.

ამის მიუხედავად, ჰაიდენჰაიმის გულშემატკივარი მატჩის წინ იმედიანადაა და საკუთარი გუნდისგან მინი სენსაციის მოლოდინშია. განსაკუთრებით, იმ ფონზე, რომ ჰაიდენჰაიმი ერთადერთი ბუნდეს გუნდია, რომელსაც მეორე წრეში, რიუკრუნდეში გამარჯვება ჯერ კიდევ არ მოუპოვებია.

ფრანკ შმიდტის გუნდს 28 სექტემბრის შემდეგ მხოლოდ 1 მატჩი აქვს მოგებული – ბუდუს სადებიუტო უნიონ ბერლინთან.

სხვათა შორის, მანამდე ბოლო თამაში ჰაიდენჰაიმს სწორედ მაინცთან, გასვლაზე, მევა არენაზე მოეგო.