სარჩევი
ჰაიდენჰაიმი vs ბაიერნი - როგორია ბუდუს მდგომარეობა | Setanta Sports

ჰაიდენჰაიმი vs ბაიერნი – ბუნდესლიგის 30-ე ტური შაბათს აიღებს სტარტს, 6 მატჩიდან ერთ-ერთში კი ფრანკ შმიდტის გუნდი რეკოდმაისტერს უმასპინძლებს.

ბაიერნი ბუნდესლიგის დასრულებადე 5 ტურით ადრე ლევერკუზენის ბაიერს 6 ქულას უგებს და რთულად წარმოსადგენია, გერმანიის 34-ე ჩემპიონობას რა უნდა დაემუქროს.

ჰაიდენჰაიმი კი მე-16 ადგილზეა და უშუალო ოპონენტ ბოხუმს 2 ქულას უგებს. ფოიტ არენაზე გასამართი შეხვედრის პარალელურად ბოხუმი სტუმრად, ვეზერშტადიონზე ბრემენის ვერდერთან ითამაშებს.

ჰაიდენჰაიმი vs ბაიერნი – პირდაპირი რეპორტაჟი

მატჩის პირდაპირი რეპორტაჟი 17:30 წუთიდან დაიწყება. მისი ქართულენოვანი რეპორტაჟის კომენტატორები ოთარ ახსაბაძე და მე ვიქნებით.

ჩვენს პლატფორმაზე ფასდაკლების მისაღებად შეგიძლიათ, პრომო კოდები NEWS25 ან YEAR25 გამოიყენოთ.

NEWS25 – ერთთვიან გამოწერაზე – 30%

YEAR25 – ერთწლიან გამოწერაზე – 30%

პროცესი ამ ორი ბანერიდან სასურველზე ხელის დაჭერითაც შეგიძლიათ დაიწყოთ.

ამასთან, ძველი პრომო კოდები – NEWS24 და YEAR24 კვლავ აქტიურია.

ბუდუ ზივზივაძე – ტრავმა

სამწუხაროდ, ბუდუ კვლავ ტრავმას იშუშებს. მიუნხენის ბაიერნთან გასამართი შეხვედრისთვის ის სრულად გამოჯანმრთელებას ვერ ასწრებს, შესაბამისად, რეკორდმაისტერთან ის განაცხადში არ იქნება.

მიზეზი ლუკას ნმეჩას უხეშობაა, რომელმაც ბუდუს კოჭის მყესების ტრავმა მიაყენა.

ვოლფსბურგთან მოგებული შეხვედრიდან თითქმის სამი კვირა გავიდა. მას შემდეგ ბუდუმ თანდათან დარბაზში ტონუსისთვის ვარჯიში დაიწყო, მინდორზე კი მხოლოდ ამ კვირაში გავიდა.

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი ამ კვირაში კვლავ ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიშობდა, რადგან სრულფასოვანი დატვირთვა ჯერ კიდევ ადრე იყო.

შესაბამისად, ახლა უკვე ბუდუს მომდევნო ტურის მატჩისთვის დაველოდებით, რომელშიც ჰაიდენჰაიმი შტუტგარტს ესტუმრება. ის მატჩი კი ტონუსში მოსასვლელად საკმარისი უნდა იყოს, რათა 32-ე ტურში ბოხუმის წინააღმდეგ საკვანძო შეხვედრას ბუდუ ფორმაში შეხვდეს.

ბუნდესლიგა 30-ე ტური

მას შემდეგ რაც დორტმუნდი, ბაიერნი და აინტრახტი, ევროთასებს შესაბამისად, ბარსელონასთან, ინტერსა და ტოტენჰემთან გამოეთიშნენ, გერმანელებს კონტინენტურ ტურნირებზე წარმომადგენელი აღარ დარჩათ.

DFB პოკალის ფინალს შტუტგარტი და მესამე ლიგელი ბიელეფელდის არმინია ითამაშებენ, შესაბამისად, შტუტგარტის გარდა, უკლებლივ ყველა გუნდი ბუნდესლიგაზეა ორიენტირებული.

ყველა რაღაცისთვის იბრძვის. თუკი საჩემპიონო ბრძოლას თეორიული იერი დაჰკრავს, ჩემპიონთა ლიგისთვის ბუნდესლიგელები გამალებით იბრძვიან.

დაძაბული ვითარებაა ავტომატურად ევროპა და კონფერენს ლიგების საგზურებისთვის. მე-5 – მე-10 ადგილებს შორის სხვაობა მხოლოდ 4 ქულაა.

თარიღიდრომასპინძელი გუნდისტუმარი გუნდი
19 აპრილი17:30ფრაიბურგიჰოფენჰაიმი
19 აპრილი17:30ჰაიდენჰაიმიბაიერნი
19 აპრილი17:30მაინცივოლფსბურგი
19 აპრილი17:30ლაიფციგიჰოლშტაინ კილი
19 აპრილი17:30ვერდერიბოხუმი
19 აპრილი20:30უნიონ ბერლინიშტუტგარტი
20 აპრილი17:30აუგსბურგიაინტრახტი
20 აპრილი19:30დორტმუნდიბორუსია მიონხენგლადბახი
20 აპრილი21:30ზანქტ პაულილევერკუზენი

ბუნდესლიგის სატურნირო ცხრილი – 30-ე ტურამდე

პოზიციაგუნდით.მ.ფ.წ.გ.ბ.ქულა
1ბაიერნი29216283:29+5469
2ბაიერ ლევერკუზენი29189263:34+2963
3აინტრახტი29156858:42+1651
4ლაიფციგი29139747:37+1048
5მაინცი29137946:34+1246
6ფრაიბურგი291361040:45-545
7ბორუსია მიონხენგლადბახი291351146:43+344
8დორტმუნდი291261154:45+942
9ვერდერი291261147:54-742
10აუგსბურგი29119933:40-742
11შტუტგარტი291171152:46+640
12ვოლფსბურგი291081151:45+638
13უნიონ ბერლინი29971326:40-1434
14ჰოფენჰაიმი29791336:52-1630
15ზანქტ პაული29851625:35-1029
16ჰაიდენჰაიმი29641932:56-2422
17ბოხუმი29551929:61-3220
18ჰოლშტაინ კილი29461940:70-3018