სარჩევი
გუგეშაშვილი, კვეკვესკირი, წიტაიშვილი - კონფერენს ლიგა | Setanta Sports
2023 თებ 17, 00:39 შ-მდე
1 წუთის საკითხავი

ლუკა გუგეშაშვილის აგდამის ყარაბაღმა გაიმარჯვა. ნიკა კვეკვესკირისა და გიორგი წიტაიშვილის ლეხმა ფრედ ითამაშა.

ყარაბაღი 1:0 გენტი

ყარაბაღმა გენტს უმასპინძლა და 1:0 გაიმარჯვა. კონფერენს ლიგის 1/8 ფინალის წინასწარი რაუნდის შეხვედრაში ერთადერთი გოლი მეორე ტაიმში გავიდა.

აზერბაიჯანულ გუნდს ევროტურნირის ფლეიოფში ისტორიული გამარჯვება ლეანდრო ანდრადემ მოუტანა. მანამდე, ტოფიკ ბაჰრამოვის სახელობის სტადიონზე პენალტი შეიდაიევმა გააცუდა.

გენტს კარის ჩარჩოში ზუსტი დარტყმა არ ჰქონია.

ლუკა გუგეშაშვილმა ამ სეზონის სადებიუტო ევროპულ მატჩში კარი მშრალად შეინახა.

ლუკა გუგეშაშვილი გენტთან გამარჯვების შემდეგ | Setanta Sports
ლუკა გუგეშაშვილი გენტთან გამარჯვების შემდეგ

ბოდო-გლიმტი 0:0 პოზნანის ლეხი

ნორვეგიაში ითამაშა ლეხმა. ნიკა კვეკვესკირი ძირითად შემადგენლობაში და იყო და მეორე ტაიმის სტარტზე შეცვალეს. გიორგი წიტაიშვილი კი თადარიგში დარჩა.

საპასუხო შეხვედრა პოლონეთში ერთ კვირაში გაიმართება.

კონფერენს ლიგის 1/8 ფინალის ფლეი ოფის შედეგები

ყარაბაღი 1:0 გენტი

ბოდო-გლიმტი 0:0 პოზნანის ლეხი

ბრაგა 0:4 ფიორენტინა

ტრაბზონი 1:0 ბაზელი