ჟერარ პიკემ ბარსელონადან წასვლისა და კარიერის დასრულების შესახებ გულშემატკივრებს ტვიტერის მეშვეობით ამცნო.
სარჩევი
ჟერარ პიკემ კარიერის დასრულების შესახებ განცხადება გაავრცელა | Setanta Sports

ჟერარ პიკემ ბარსელონადან წასვლისა და კარიერის დასრულების შესახებ გულშემატკივრებს ტვიტერის მეშვეობით ამცნო, – “ყოველთვის ვამბობდი, რომ ბარსას გარდა ჩემთვის სხვა გუნდი არ იარსებებდა, ამ შაბათის თამაში კამპ ნოუზე ჩემთვის ბოლო იქნება”.

პიკემ ტვიტერზე ვიდეო მიმართვაც გაავრცელა:

“კულეებო, ჟერარი მოგმართავთ, ბოლო დროს ჩემზე ბევრს საუბრობდნენ, მე კი ვდუმდი, ახლა მსურს ჩემზე თავად ვილაპარაკო. ისევე როგორც ყოველი თქვენგანი, მეც ბარსას გულშემატკივარი ვარ, დავიბადე კულეების ოჯახში, სადაც ფეხბურთი ძალიან უყვარდათ. ბავშვობაში ჩემი მიზანი იყო, რომ ბარსას ფეხბურთელი ვყოფილიყავი. ბოლო დროს ხშირად მეფიქრება ამ ბავშვზე, მაინტერესებს რას იტყოდა ახლა პატარა ჟერარი, იტყოდა თუ არა რომ მისი ყველა ოცნება ასრულდა, ითამაშა ბარსაში, მოიგო ყველა შესაძლო ტიტული, გახდა ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონი, ითამაშა ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელებთან, გახდა გუნდის ერთ-ერთი კაპიტანი და კარგი მეგობრები შეიძინა.

გზამ ბარსაში დამაბრუნა, ამ კლუბმა ყველაფერი მომცა, ყველა ოცნება ამიხდინა, ახლა კი დასასრულის დროა.

შაბათს ბოლოჯერ ვითამაშებ ბარსას მაისურით, ამის შემდეგ კი თქვენს მსგავსად მხოლოდ გულშემატკივარი ვიქნები, ბარსას მიმართ სიყვარულს ისევე გადავცემ ჩემს შვილებს, როგორც მამაჩემმა გადმომცა მე.

თქვენ კარგად მიცნობთ, ადრე თუ გვიან დავბრუნდები, კამპ ნოუზე შევხვდებით.

ვისკა ბარსა, სამუდამოდ!”