სარჩევი
გასტრონომი დინამო თბილისი ლოკომოტივი | Setanta Sports

გასტრონომ ჯგუფმა თბილისურ კლუბებთან, დინამოსა და ლოკომოტივთან მემორანდუმი გააფორმა, რომლის ფარგლებშიც კომპანია მომდევნო 5 წლის განმავლობაში, ჯამური მოგების 10 %-ს კლუბების მხარდაჭერას მოახმარს.

გასტრონომ ჯგუფის შესახებ

დელიკატესების მაღაზიებისა და რესტორნების ქსელი „გასტრონომი“, რომელიც პრემიუმ ხარისხის პროდუქტების ბაზარზე უპირობო ლიდერია, 2019 წელს დაარსდა.
„გასტრონომ ჯგუფი“ თბილისში წარმოდგენილია პრემიუმ დელიკატესების მაღაზიებითა და სხვადასხვა კონცეფციის რესტორნით.

კომპანიისთვის უმთავრესი პრიორიტეტი ცხოვრების ჯანსაღი წესისა და სპორტის პოპულარიზაციაა. საინტერესოა, რომ ათობით წლის სამუშაო ბავშვებისა და მოზარდების ფეხბურთით დაინტერესების მიმართულებით, ერთმა ზაფხულმა ჩაანაცვლა, როდესაც საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა წარმოუდგენელი სიხარული აჩუქა ქართველ გულშემატკივარს და უდიდესი მოტივაცია გააჩინა ფეხბურთზე მეოცნებე ასეულობით პატარაში.

ეს იყო მთავარი ინსპირაცია “გასტრონომ ჯგუფის” დამფუძნებლის, გიორგი თენაძისთვის და მისი გადაწყვეტილებით, კომპანია სოციალური კორპორატიული პასუხისმგებლობის ფარგლებში, ქართული ფეხბურთის ორი ყველაზე მსხვილი კლუბის – ლოკომოტივისა და დინამოს ძირითადი მხარდამჭერი გახდა.

“გასტრონომის” მიზანია კლუბის აკადემიის ბავშვები საჭირო რესურსებით უზრუნველყოს, რათა დაეხმაროს მათ მიზნების მიღწევასა და ფეხბურთის ვარსკვლავების მომავალი თაობების აღზრდაში. 

“ქართული ფეხბურთის მხარდაჭერის იდეა გერმანიაში, ევროპის ჩემპიონატზე ყოფნისას დამებადა რომან ფიფიასა და ლექსო თოფურიასთან შეხვედრის დროს. ჩემთვის შთამაგონებელი იყო მათი მრავალწლიანი თავდადება და სიყვარული ფეხბურთისადმი, თუ როგორ არ კარგავდნენ ამდენი წლის განმავლობაში იმედს, დებდნენ უსაზღვრო შრომას აკადემიის აღსაზრდელებში და საბოლოოდ მათმა ძალისხმევამ შედეგი გამოიღო და ამ ზაფხულს მთელ საქართველოს ამხელა სიხარული განგვაცდევინეს ჩვენმა ფეხბურთელებმა” – აცხადებს გასტრონომ ჯგუფის დამფუძნებელი გიორგი თენაძე.