ნიონში ევროპა ლიგის წილისყრა შედგა და მეოთხედფინალისტები დაწყვილდნენ:
- მანჩესტერ იუნაიტედი vs სევილია
- იუვენტუსი vs სპორტინგი
- ლევერკუზენი vs იუნიონი
- ფეინოორდი vs რომა
მანჩესტერ იუნაიტედი ესპანურ საპლეიოფო გზას აგრძელებს. მეტოქე სევილიაა, ევროპა ლიგის, (წარსულში უეფას თასის) საუკეთესო გუნდი.
ამ წყვილს შორის გამარჯვებული იუვენტუსსა და სპორტინგს შორის გამარჯვებულს შეხვდება.
აღსანიშნია, რომ წინა სეზონის კონფერენს ლიგის ფინალისტები, რომა და ფეინოორდი შეხვდნენ ერთმანეთს. ჟოზე არ უნდა იყოს უკმაყოფილო.
მატჩები 13 აპრილსა და 20 აპრილს გაიმართება.