სარჩევი
წილისყრა - სად იქნება ფლეიოფის ფინალი | Setanta Sports
2023 ნოე 23, 15:15 შშ
1 წუთის საკითხავი

EURO 2024-ის ფლეიოფის ფინალს საქართველო-ლუქსემბურგის წყვილში გამარჯვებული უმასპინძლებს. ნიონში გამართულ წილისყრაზე საქართველოს ნაკრებს ცალსახად გაუმართლა.

C ლიგის ფლეიოფი

ერთა ლიგის C ლიგა საქართველომ მოიგო. დივიზიონში საუკეთესო შედეგის დაფიქსირების გამო ვილი სანიოლის გუნდი ლიგაში მე-4 შედეგის მქონე გუნდს შეხვდება. საბერძნეთი მეორე ადგილზე გავიდა, შესაბამისად, ელინები დივიზიონის მესამე შედეგის მქონე გუნდს შინ ეთამაშებიან.

საქართველი vs ლუქსემბურგი

საბერძნეთი vs ყაზახეთი

ნახევარფინალური მატჩები 2024 წლის 21 მარტს ჩატარდება. ფინალი კი – 26 მარტს. ფინალს საქართველო vs ლუქსემბურგის წყვილის გამარჯვებული უმასპინძლებს. ეს კი ჯვაროსნებს დამატებით უპირატესობას მისცემს. ცხადია, თუკი რაიმე მიზეზით, მატჩზე მაყურებელს დასწრებას არ აუკრძალავენ.

B ლიგის ფლეიოფი

B ლიგაში წყვილები ასე გადანაწილდა:

ბოსნია ჰერცეგოვინა vs უკრაინა

ისრაელი vs ისლანდია

ამ ლიგაში ფინალს ბოსნისა და უკრაინას შორის გამარჯვებული უმასპინძლებს.

A ლიგის ფლეიოფი

უელსი vs ფინეთი

პოლონეთი vs ესტონეთი

უელსი-ფინეთის წყვილის გამარჯვებული ფინალის მასპინძელი იქნება.

სამივე, A, B და C ‘ბილიკის’ მატჩები 21 და 26 მარტს გაიმართება.