სარჩევი
ერიკ ტენ ჰაგი და მანჩესტერი - საგა დასრულებულია | Setanta Sports

ერიკ ტენ ჰაგი და მანჩესტერი – საგა დასრულდა. მანჩესტერ იუნაიტედმა ნიდერლანდელი მთავარი მწვრთნელი დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლა.

ერიკ ტენ ჰაგი მანჩესტერიდან გაუშვეს

2022 წლის აპრილში დაიწყო და 2024 წლის ოქტომბერში დასრულდა – 2,5-წლიან ურთიერთობას ლოგიკური დასასრული, განშორება მოჰყვა.

მანჩესტერულ ფიალაში ბოლო წვეთი ვესტ ჰემ იუნაიტედთან, პრემიერ ლიგის ბოლო ტურში განცდილი მარცხი გახდა.

მანჩესტერის განცხადება

ერიკ ტენ ჰაგის გუნდიდან წასვლას მანჩესტერ იუნაიტედი, ცხადია, ოფიციალური განცხადებით გამოეხმაურა.

“ერიკ ტენ ჰაგმა მანჩესტერ იუნაიტედის მამაკაცთა პირველი გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა.

ერიკი 2022 წლის აპრილში დაინიშნა და კლუბს, ორი ლოკალური ტიტული – EFL თასი 2023-ში და FA თასი 2024-ში მოაგებინა.

ერიკ ყველაფრისთვის ვემადლიერებით, რაც გააკეთა ჩვენთან ერთად, ამ დროის განმავლობაში და ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებთ.

რუუდ ვან ნისტელროი გახდება დროებითი მთავარი მწვრთნელი, არსებულ სტაფთან ერთად, მანამ ახალი მუდმივმოქმედი მწვრთნელი არ შეირჩევა.”

მანჩესტერ იუნაიტედი

მანჩესტერ იუნაიტედი – პოტენციური კანდიდატები

ამ დროისთვის, ბრიტანულ მედიაში მწვრთნელობის პოტენციურ კანდიდატებს შორის არაერთი სპეციალისტი დაასახელეს.

მათ შორის არიან დროებით უმუშევრებიც და ისეთებიც, ვინც სხვადასხვა კლუბსა თუ ნაკრებში მოქმედი მწვრთნელია.

იულიან ნაგელსმანი, თომას ფრანკი, ჩავი ერნანდესი, ზინედინ ზიდანი, ედი ჰაუ და სხვა. ცხადია, სხვა საქმეა, რომელი მათგანია რეალისტური და რომელი – უტოპიური.