ბეტა ვერსია

ჩემპიონთა ლიგა – 2023-24 სეზონი setantasports.com-ზე

ჩემპიონთა ლიგა setantasports.com-ზე დაბრუნდა 2023-24 | Setanta Sports

ჩემპიონთა ლიგა ბრუნდება. 2023-24 წლების სეზონი მილანსა და ბერნში იწყება. უკლებლივ ყველა მატჩის ხილვა setantasports.com-ზე იქნება შესაძლებელი.

პირველი სათამაშო დღეს E-H ჯგუფის მატჩებს ვნახავთ. მათგან გამორჩეული, სიკვდილის, F ჯგუფის შეხვედრებია.

ჩემპიონთა ლიგა 2023-24 I ტური – დღე 1

E ჯგუფი
ლაციო vs ატლეტიკო მადრიდი23:00app.setantasports.com
ფეიენოორდი vs სელტიკი23:00app.setantasports.com
F ჯგუფი
მილანი vs ნიუკასლი20:45app.setantasports.com
პსჟ vs დორტმუნდი23:00app.setantasports.com
G ჯგუფი
მანჩესტერ სიტი vs ცრვენა ზვეზდა23:00app.setantasports.com
იანგ ბოიზი vs ლაიფციგი20:45app.setantasports.com
H ჯგუფი
ბარსელონა vs ანტვერპენი23:00app.setantasports.com
შახტარი vs პორტუ23:00app.setantasports.com

ჩემპიონთა ლიგა 2023-24 – შახტარი vs პორტუ

ფეხბურთის ქართველი გულშემატკივრებისთვის განსაკუთრებით საინტერესო შახტარისა და პორტუს შეხვედრა უნდა იყოს.

გიორგი გოჩოლეიშვილსა და ირაკლი აზაროვს ძირითად შემადგენლობაში ვარაუდობენ. შესაბამისად, საქართველოს ნაკრების ფლანგის მცველები 27-ე და 28-ე ქართველი ფეხბურთელები გახდებიან, რომელთაც ჩემპიონთა ლიგის ძირითად ეტაპზე ოდესმე უთამაშიათ.

შახტარი პორტუს გერმანიაში, ჰამბურგში, ფოლკსპარკშტადიონზე უმასპინძლებს.

ირაკლი აზაროვი და გიორგი გოჩოლეიშვილი ჩემპიონთა ლიგაზე | Setanta Sports

ქართველები ჩემპიონთა ლიგაზე

აქამდე ჩემპიონთა ლიგაზე 23 ქართველ ფეხბურთელს უთამაშია, თუმცა სხვადასხვა გუნდის განაცხადში 26 ყოფილა. ცხადია, მხედველობაში 1992-93 წლების შემდგომი სტატისტიკა გვაქვს.

  • მიშა ჯიშკარიანი
  • თემურ ქეცბაია
  • შოთა არველაძე
  • გიორგი ქინქლაძე
  • გოგა გახოკიძე
  • კახა კალაძე
  • გიორგი დემეტრაძე
  • ზაზა ჯანაშია
  • ვალერი აბრამიძე
  • კახა მჟავანაძე
  • მალხაზ ასათიანი
  • მიხეილ აშვეთია
  • ზურა ხიზანიშვილი
  • ლევან კობიაშვილი
  • ლაშა სალუქვაძე
  • კლიმენტი წიტაიშვილი
  • ლადო დვალიშვილი
  • ჯანო ანანიძე
  • ვაკო ყაზაიშვილი
  • დათი ხოჭოლავა
  • საბა კვერკველია
  • ლაშა დვალი
  • ხვიჩა კვარაცხელია

ერთ სეზონში, ყველაზე მეტი ფეხბურთელი საქართველოდან 2003-04 წლებში იყო.

სად ვუყურო ჩემპიონთა ლიგას

ჩემპიონთა ლიგის უკლებლივ ყველა შეხვედრის ნახვა მაყურებელს, პირდაპირ ეთერში setantasports.com-ზე შეუძლია.

საღამოს სესიაზე, 20:45-ზე მილანი ნიუკასლს, ხოლო იანგ ბოიზი ლაიფციგს უმასპინძლებს.

დღის დარჩენილი 6 შეხვედრა 23:00 საათიდან დაიწყება.

ავტორის შესახებ
ირაკლი იმედაძე
ირაკლი იმედაძე
მე სპორტული ჟურნალისტი, სცენარისტი და ფეხბურთის კომენტატორი ვარ. ხუთი წელია, Setanta Sports-ისა და ჩემი გზები დაკავშირებულია. შეხედულება, უფრო მეტიც, აქსიომა, რომ სპორტი უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ ფიზიკური აქტივობა ან მსგავსი რამ, თავიდან ბოლომდე მრთავს ამ ინდუსტრიაში და ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი ხდება. ვარ საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, ახლო აღმოსავლეთის კონცენტრაციით. ვფიქრობ, ორიენტალისტიკა სპორტის ლაბირინთებში ორიენტირებაში ძალიან მეხმარება.

Access our streaming platform

მიიღე წვდომა ჩვენს პლატფორმაზე