სარჩევი
2022 დეკ 20, 08:28 შ-მდე
1 წუთის საკითხავი

არგენტინის ნაკრები სახლში დაბრუნდა. ფეხბურთელებს ბუენოს აირესის, ეზეიზას აეროპორტში საზეიმო დახვედრა მოუწყვეს. თვითმფრინავიდან პირველი ლიონელ მესი გამოვიდა მსოფლიო ჩემპიონატის თასით ხელში. ბუენოს აირესის ქუჩებში ზეიმი მას შემდეგ არ შეწყვეტილა, რაც არგენტინამ 36 წლის შემდეგ პირველად შეძლო მსოფლიო ჩემპიონატის მოგება.

ფეხბურთელებს ოქროს მედლები ამშვენებდათ, ავტობუსში ასულებს ასობით ადამიანი უღებდა ფოტოს. განრიგის მიხედვით, რამდენიმე საათით დაისვენებენ, შემდეგ კი ობელისკის მონუმენტისკენ გაემართებიან, სადაც ათასობით ადამიანია შეკრებილი.

67 მეტრიანი ობელისკი 1936 წელს დაიდგა ქალაქის ცენტრში, ბუენოს აირესის 400 წლის იუბილეს აღსანიშნავად. ქვეყნისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა ობელისკის მონუმენტთან აღინიშნება.