ბუდუ ზივზივაძე სამწუხაროდ, ტრავმას ვერ გადაურჩა. დღეს გაკეთებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ფეხბურთელს 2-დან 4 კვირამდე იძულებითი უქმობა მოუწევს.
მიზეზი ლუკას ნმეჩა და მისი განსაკუთრებით ხისტი ვარდნაა.
მართალია, ჰაიდენჰაიმმა ზედიზედ მეორე გამარჯვება იზეიმა, თანაც სტუმრად, ვოლფსბურგთან, თუმცა ეს გუნდს ბუდუს ტრავმად დაუჯდა.
მატჩის მიწურულს, კომპენსირებულ დროში, უფროსმა ნმეჩამ, ბუდუს წინააღმდეგ იუხეშა. საბედნიეროდ, კოჭის ტრავმა, განსაკუთრებული სიმძიმის არ გამოდგა, თუმცა არც 1 თვემდე პერიოდია ცოტა. თანაც, მდგომარეობას ისიც ამძიმებს, რომ ბუდუს ლევერკუზენთან და აინტრახტთან მატჩები დანამდვილებით გაუცდება.
ასევე, არის ალბათობა, რომ ბაიერნთან 19 აპრილს გასამართი შეხვედრისთვისაც კოჭმა მომჯობინების საშუალება არ მისცეს. იგივე ითქმის შტუტგართან გასამართ შეხვედრაზეც. მერე კი ბუნდესლიგის სეზონის ბოლომდე 3 ტურიღა იქნება დარჩენილი.
ეს მატჩები კი ჰაიდენჰაიმისთვის შესაძლოა გარდამტეხიც კი იყოს. ასეთ მეტოქეებთან, სეზონის დასკვნით ნაწილში მატჩების გამოტოვება განსაკუთრებით რთულია, როგორც ბუდუს, ასევე კლუბის პრიზმიდან.
ზივზივაძის გოლებითა და საგოლე პასით ჰაიდენჰაიმმა ჯერ ჰოფენჰაიმთან აიღო ქულა, შემდეგ კი ჰოლშტაინ კილსა და ვოლფსბურგს მოუგო.
ამას გარდა, ბუდუ 26-ე ტურში, სიმბოლურ გუნდში სეზონში მეოთხედ მოხვდა. წინა სამ ჯერზე ბუნდესლიგა 2-ში, ახლა კი ბუნდესლიგაში – პირველად.
ჰაიდენჰაიმი ამ გამარჯვებით გასავარდნი ზონიდან ამოძვრა და ახლა, პლეი აუტის მე-16 ადგილზეა. ცხრილის ამ ნაწილშიც სიმჭიდროვეა. ბუდუს ფეხდაფეხ მოსდევს ბოხუმი, თუმცა მე-15 ადგილზე მყოფ ზანქტ პაულიმდეც მხოლოდ 3 ქულაა.
ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია, რომ ბუდუს დროული მომჯობინება და ფორმაში სწრაფი დაბრუნება ვუსურვოთ.
ჩვენს პლატფორმაზე ფასდაკლების მისაღებად შეგიძლიათ, პრომო კოდები NEWS25 ან YEAR25 გამოიყენოთ.
NEWS25 – ერთთვიან გამოწერაზე – 30%
YEAR25 – ერთწლიან გამოწერაზე – 30%
პროცესი ამ ორი ბანერიდან სასურველზე ხელის დაჭერითაც შეგიძლიათ დაიწყოთ.
ამასთან, ძველი პრომო კოდები – NEWS24 და YEAR24 კვლავ აქტიურია.
პროცესი სასურველ ბანერზე ხელის დაჭერითაც შეგიძლიათ დაიწყოთ.