ბუდუ ზივზივაძემ ტრავმა სრულად მოირჩინა და დღეს გუნდთან ერთად ბოლო 1 თვეში პირველად ივარჯიშა. ქართველი ფორვარდი მოედანს ბოხუმთან მატჩში დაუბრუნდება.
29 მარტიდან 29 აპრილამდე – ლუკას ნმეჩამ ქართველ ფორვარდს ზუსტად 1 თვე იძულებით გამოატოვებინა. ბუდუმ კოჭის მყესების ტრავმა ვოლფსბურგთან მოგებულ შეხვედრაში, ბოლო წუთებზე მიიღო.
იმ შეხვედრაში ჰაიდენჰაიმმა უმნიშვნელოვანესი სამი ქულა აიღო და ბუნდესლიგაში ადგილის შენარჩუნების გზაზე დიდი ნაბიჯი გადადგა. ბუდუ იმ მატჩშიც საუცხოო იყო და ტრაიდიციულად ბევრი იშრომა.
ბოლო მატჩი, რომელიც ჰაიდენჰაიმმა ბუდუს გარეშე ჩაატარა ბუნდესლიგაში სტუმრად შტუტგართან იყო. MHPA არენაზე ფრანკ შმიდტის გუნდმა სენსაციურად გაიმარჯვა და ბოხუმს ჯერ 5 ქულით გაექცა, ხოლო ტურის ბოლოს 4-ქულიანი უპირატესობა დააფიქსირა.
ბუდუ გუნდისთვის უმნიშვნელოვანეს დროს ბრუნდება – ჰაიდენჰაიმი vs ბოხუმი 6-ქულიანი მატჩს მეტწილად შეუძლია მე-16 ადგილის ბედი გადაწყვიტოს და ფრანკ შმიდტს ავტომატურად დაქვეითება თავიდან აარიდოს.
მეორეს მხრივ, არსებობს ალბათობა, რომ ბუდუს გუნდმა მე-15 ადგილისთვისაც კი იბრძოლოს და პლეი აუტის ორმატჩიან დუელს თავი აარიდოს.
ამისთვის ჰაიდენჰაიმს ჰოფენჰაიმთან ან ზანქტ პაულისთან 5-ქულიანი ჩამორჩენის აღმოფხვრა მართებს. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ კალენდარი ჰაიდენჰაიმს უკეთესი აქვს, შანსები მხოლოდ თეორიულად არ გამოიყურება.
შესაბამისად, ბოხუმთან, ფოიტ არენაზე გასამართ მატჩში გამარჯვებას არამხოლოდ კილი-ბოხუმთან უპირატესობის შექმნას ემსახურება, არამედ ჰოფენჰაიმი-ზანქტ პაულიმდე ჩამორჩენის 2 ქულამდე შემცირებას.
ცხადია, რთული სათქმელია ბუდუ რამდენად მოხვდება სასტარტო შემადგენლობაში ბოხუმის წინააღმდეგ, თუმცა მინიმუმ გარკვეულ წუთებს უთუოდ მიიღებს რურელებთან დუელში.
ჰაიდენჰაიმი vs ბოხუმი, ბუნდესლიგის 32-ე ტურის გამხსნელი მატჩის პირდაპირი რეპორტაჟის ხილვა, 2 მაისს, პარასკევს, 22:30 წუთიდან იქნება შესაძლებელი.
ქართულენოვანი რეპორტაჟის კომენტატორები მიშო ჩიტიძე და გიორგი ფულარიანი იქნებიან.
ჩვენს პლატფორმაზე ფასდაკლების მისაღებად შეგიძლიათ, პრომო კოდები NEWS25 ან YEAR25 გამოიყენოთ.
NEWS25 – ერთთვიან გამოწერაზე – 30%.
YEAR25 – ერთწლიან გამოწერაზე – 30%.
პროცესი ამ ორი ბანერიდან სასურველზე ხელის დაჭერითაც შეგიძლიათ დაიწყოთ.
ამასთან, ძველი პრომო კოდები – NEWS24 და YEAR24 კვლავ აქტიურია.