სარჩევი
2023 ივნ 15, 11:55 შ-მდე
1 წუთის საკითხავი

დღეს თბილისის დროით 16:00 საათზე მსოფლიო ჩემპიონი არგენტინა ავსტრალიას შეხვდება. მატჩის ყურებას Setanta Sports 1-სა და Setantasports.com-ზე შეძლებთ.

იშვიათად რომ არგენტინის ნაკრებმა ისეთ დროს გამართოს მატჩი ქართველი ქომაგისთვის, რომ კომფორტული იყოს ყურება. როგორც წესი, მათი მატჩები დილის 4 ან 5 საათზე იწყება ხოლმე. ახლა კი ბევრი შეძლებს თვალის მიდევნებას. მით უმეტეს, რომ ლიონელ მესი განაცხადშია.

არგენტინა-ავსტრალიაზე კი ადამიანს პირველი ალბათ 1993 წლის პლეიოფი გაახსენდება. არგენტინელებს ძალიან ცუდი სერია ჰქონდათ და საშველად ნაკრებიდან წასულ დიეგო მარადონას უხმეს. დიეგომაც დაიწყო მზადება, გვარიანად დაიკლო წონაში, მოედანზე გავარდა და არგენტინა 1994 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე გაიყვანა.

იქ უკვე ერთ-ერთი მთავარი ფავორიტები იყვნენ, თუმცა, როგორ დამთავრდა ეგ ამბავი კარგად გემახსოვრებათ.

ბოლოს ეს გუნდები 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე შეხვდნენ. ეს უკვე კარგად გემახსოვრებათ, გოლები ლიონელ მესიმ და ალვარესმა გაიტანეს.

ჰოდა ასე, დღეს – არგენტინა – ავსტრალია.