სარჩევი
2022 დეკ 09, 08:02 შ-მდე
1 წუთის საკითხავი

ნასერ ალ ხელაიფმა ლიონელ მესისა და მარკუს რაშფორდზე ისაუბრა. ერთს პარიზელებთან ეწურება კონტრაქტი და ვრცელდება ხმები, რომ MLS-ისკენ აიღებს გეზს, ასევე, აქტიურობს ბარსელონა იმისათვის, რომ მესი ერთი სეზონით მაინც დააბრუნოს. რაშფორდს კი მანჩესტერთან ეწურება კონტრაქტი ზაფხულში, მისი კარიერა ვერ წარიმართა ისე, როგორც ბევრი ვარაუდობდა, მარკუსს ნდობა ტენ ჰაგის ხელშიც აკლია.

„მესისთან კონტრაქტზე იანვარში დავილაპარაკებთ, ეჭვი არ მეპარება, რომ შეთანხმებას მივაღწევთ და ჩვენთან კიდევ მინიმუმ ერთი სეზონით დარჩება. ის თავს კარგად გრძნობს და კარგ სეზონს ატარებს. ჩვენ შევთანხმდით, რომ მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ვისაუბრებდით“, – თქვა ალ ხელაიფმა.

„რაშფორდის უფასოდ გადაყვანას ბევრი გუნდი ეცდება, ბრწყინვალე ფეხბურთელია, მასთან ტრანსფერზეც აქამდეც გვისაუბრია, თუმცა, ამჯერად ამისთვის კარგი დრო არ იყო, შესაძლოა, ზაფხულში მივუბრუნდეთ, რატომაც არა“.

ხელაიფმა კომენტარი კრიშტიანუ რონალდუზეც გააკეთა, – „მე მისი დიდი თაყვანისმცმელი ვარ, ის ლეგენდაა, ძალიან დიდი პროფესიონალი, თუმცა, მისი ტრანსფერი გამორიცხულია. ამჟამად გუნდი კარგად არის შეტევაში დაკომპლექტებული“.

ნასერმა ასევე ისაუბრა კილიან მბაპეზე და აღნიშნა, რომ მის დარჩენაში ეჭვი არ ეპარება.